მაშინ, როცა…

მაშინ, როცა სტამბულიდან დადებითი ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბრუნდები, დაესწარი საყვარელი როკ-ჯგუფის კონცერტს და მშვიდად (ან, არც ისე მშვიდად) გეძინა ლურჯი მეჩეთის კალთებთან დაცემულ კარავში… როცა ჯერ კიდევ ,,Strange Kind of Woman” ჩაგესმის ყურებში და თვალწინ ბებერი გილანი გიდგას, ტელევიზორს რთავ და რეალობას უბრუნდები… ხედავ ამბოხებულ ხალხს, რომლებიც ნიღაბაფარებულნი, ხელჯოხების ქნევით მშვიდობიან პროტესტზე საუბრობენ; ხედავ სპეცრაზმელ ჯარისკაცებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ,,მშვიდობიან მომიტინგეებს” და თავისა და სახის არედან მჩქეფარე სისხლიც არ მოქმედებს მათზე, რომ ხელი აუკანკალდეთ, გაჩერდნენ ან სხვა მომიტინგისკენ მიმართონ ძვლისმსხვრეველი ხელკეტი.

ორივე მხრიდან წარმოჩენილი უკიდურესობა ზიზღს გგვრის და სურვილი გიჩნდება ტელევიზორი ,,მაჩკა” პარკში მოწყობილ სცენად იქცეს, ისევ გლოვერნაკლულ Deep Purple-ს ხედავდე და მსოფლიოს ყველა დროის, ერთერთ, საუკეთესო ვოკალიოსტს უსმენდე, მაგრამ ტელევიზორი ტელევიზორად რჩება და მშიერ ხალხს, კვლავ უმოწყალოდ სცემს მაძღარი სპეცრაზმი… მიტინგზე შეკრებილმა ხალხმა არ იცის რას ითხოვს, რა მიზანს ემსახურება მათი ქალაქის ცენტრში დგომა, უბრალოდ შიათ და შეპირებულმა საკვებმა და მცირეოდენი ფულის აღების იმედმა მიიყვანა იქ…

პურს იღებენ, სანახაობის შექმნა კი თავად უწევთ

არც სპეცრაზმელმა იცის რა დაუშავა იმ ადამიანმა, რომელსაც ასე გამეტებით ურტყამს, მაგრამ არ უნდა, მის ოჯახსაც მოშივდეს და შვილს ჩიტის რძე მოაკლდეს.

ამ ყველაფრის შემხედვარეს გული მტკივა, რომ ქართველებს არ ესმით ერთმანეთის და ერთმანეთს ჭამენ (რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს). მახსენდება ერთი კვირის წინ ქალაქ სამსუნთან არსებული სასადილო, სადაც თურქმა სკორპიონსმა ორ ქართველს გვითხრა: ,,მე, როგორც მუსულმანმა, მინდა პატივი გცეთ, როგორც ჩემს ქრისტიან ძმებს”საოცარია: თურქ მუსულმანს შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს ქართველი ქრისტიანი; ქართველი კი ერთმორწმუნე ქართველის დამხობაზე ფიქრობს! (2 პლიუსი ერთმანეთს განიზიდავს! – ნუთუ ხალხიც მოლეკულებად იქცნენ?)

არასდროს ვყოფილვარ პატრიოტიზმით უაზროდ განმსჭვალული და არასდროს მიფიქრია, რომ ქართველები რჩეული, საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ერი ვართ. არ ვფიქრობ, რომ ქართველები ფრანგებზე, ამერიკელებზე, თურქებზე, რუსებზე, ჩინელებზე ან იაპონელებზე უკეთესები ვართ, მაგრამ ნურავინ იფიქრებ, რომ საქართველო არ მიყვარს. მიყვარს, მიყვარს, მაგრამ ინდივიდუალიზმის მომხრე და სტერეოტიპების უარმყოფელი ადამიანი ვარ… უბრალოდ მტკივა ეს ყველაფერი (ისევ პათოსი?..) და მეც ვთვლი, რომ

,,ქართველი რომ ქართველს ესვრის,

ტყვია ხვდება საქართველოს!”

მაშინ, როცა ამ ყველაფერს ფიქრობ და უყურებ, გესმის მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებული უამრავი მოსაზრება, საუბარი – სამოქალაქო ომზე, რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე… მსხვერპლი, სისხლი, კვნესა, ტირილი… აუტანელია ამ ყველაფრის გაძლება, დგები, მოსაწევად გადიხარ აივანზე და მაშინ, როცა საზიზღარხმიანი წამყვანის ხმა ყურს ეფარება, ვიწრო ქუჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანის ,,კივილი” გესმის, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრილი 17 წლის ბიჭის გადასარჩენად მოჰქრის დანგრეულ გზებზე… დაჭრის მიზეზი გაინტერესებთ? – კაი ბიჭის შეყვარებულთან ერთად სეირნობის დროს დაუნახავთ, აკრძალვაზე კი ,,თავხედურად” უპასუხია: ,,კლასელია, ვმეგობრობთ და დიდი ამბავი ერთად თუ გამოვალთ სკოლიდან და ცოტას გავისეირნებთო”. საცოდავმა ვერ გათვალა, რომ ქუჩაში ,,ენის ტლიკინი” უზრდელობად ითვლება, უზრდელები კი ბოზები არიან!..

სანამ სასწრაფოს ხმა ნელ-ნელა მიწყდება კომპიუტერთან მიდიხარ, ყურსასმენებს იკეთებ და ბოლო ხმაზე რთავ When a Blind Man Cries, ფეისბუქზე კი ახლადშექმნილ გვერდს ხედავ სახელწოდებით ,,აღარ გვინდა საქართველოში”, უყურებ და არ გიწევს ფიქრი იმაზე თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ამ გვერდის შექმნა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

21 Responses to მაშინ, როცა…

  1. tamara says:

    ქილიფ, მიყვარხარ!!!

  2. MrsMarch says:

    ყველაზე ადეკვატური და სწორი შეფასება რაც ამ დღეებში მოვისმინე/წავიკითხე

  3. Nina Gorecki says:

    მინდოდა სტამბულზე გაგრძელებულიყო🙂

    • Qilipa says:

      იმდენი მოვყევი მაგაზე და კიკონამაც ისე კარგად დაწერა, რო აღარ ვიცი რა დავწერო მაგაზე🙂

  4. კარგი ბიჭი ხარ. მე ვერ მოვიკრიბე ძალა და დავალაგე ემოცია, რომ რამე დამეწერა.

  5. ყველაზე დალაგებული პოსტი რაც ამ დღეებში წავიკითხე.

  6. anina says:

    მე მაინც ცოტა მეზედმეტება ეს ,,ქართველი რომ ქართველს ესვრის”.
    დანარჩენი რიგზეა. ამ დღეებში მეჩვენებოდა, რომ მუსიკა არსებობს ჩემს გადასარჩენად. ვუსმენდი და ვცდილობდი მთელი ეს ქაოსი დამევიწყებინა, ასე რომ შენი ემოცია ჩემთვისაც ნაცნობია.
    პ.ს. სადაც ძალის გადამეტებას ახსენებთ, იქ მოკლულ პოლიციელსაც ნუ დაივიწყებთ. თუ თანაგრძნობაა, ადამიანური თანაგრძნობა იყოს და არა პოლიტიკური.

    • Qilipa says:

      ყურადღებით რო წაგეკითხა პოსტი ეგეთ პოლიტიკურს ვერაფერს დაინახავდი და სწორედ მაგ პოლიციელზე მწყდება გული…

  7. Pingback: 26 მაისი-მე ვხედავ გზას « მეამბოხის ბლოგი

  8. Fibb793 says:

    თქვენ რა იცით იქ რა მოხდა კომენტარებში რო წერთ მოკლული პოლიციელი მოკლული პოლიციელი😕 იცით სიმართლე როგორ მოკვდა ეგ პოლიციელი? ის მანქანა ვითომდა რომ დაეჯახა განა დაეჯახა, მაგ მანქანაზე იყვენ პოლიციელები უკნიდან დამდგრები მოჭიდებულები და მაგ დროს ჩამოვარდა ის მკვდარი და ათრია მერე მანქანამ. ეს არის რიალობა უახლოესმა ადამიანმა დაინახა თავისი თვალით ყველა დეტალი მაგ ამბავთან დაკავშირებით, ასე რომ ქილიპას ყველა და ყველაფერი სწორედ აქ განკიცხული და თანაგრძნობასაც ყველას მიმართ სწორედ ხატავს🙂

    • nata_tui says:

      ragac ver gavige:) mkvdari saidan chamovarda an policia rogor iuo mimagrebuli?:))) ro atria ki vici mara…ragac ucnaurad ki moxda eg ambavi:(

  9. Moony says:

    ქილიფ უკაცრავად🙂

    @Fibb793 “ჩამოვარდა ის მკვდარი და ათრია მერე მანქანამ” – საიდან ჩამოვარდა?

    • Versus says:

      კარგად ვერ წაიკითხე კომენტარი? “მანქანაზე იყვენ პოლიციელები უკნიდან დამდგრები მოჭიდებულები”

      • Qilipa says:

        კაი იყვნენ ჩამოკიდებულები, მარა მკვდარი საიდან მოიტანესო?

  10. Fibb793 says:

    ბოდიშით ყველას მაგრამ ამ ვიდეოებს რომ ვუყურე ეს რომ არ დამეწერა გავსკდებოდი ალბათ …
    ეს პოლიციელები არიან ” ჩმორები “. ომიანობის დროს უმეტესი მათგანი ვინც აქ არის სახლში კარადაში იმალებოდა და ეხლა გამოვიდნენ უიარაღო ხალხის წინააღმდეგგ და 50 კაცი ერთს ურტყავს… რა ჯანდაბათ უნდოდა ამდენი კაცი 1 ბავშვის ცემას … მარა ვაჟკაცობა გონიათ .. ფუფ ჩმორები :@

    • nata_tui says:

      egrec nu vityvit, vinc martla ibrdzola ver davukargavt…

      • Qilipa says:

        @nata_tui +1

      • Fibb793 says:

        არ ვუკარგავ, ყურადღებით რატომ არ გიყვართ კომენტარის წაკითხვა? უმეტესი მათგანი ყველას არ შეადგენს როგორც აქამდე ვისწავლე :*❤

  11. Pingback: Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: