საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის და ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების საფრთხის წინაშე. გაეროს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. შობადობის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა. ფერტილობის კოეფიციენტი, რომელიც შვილოსნობის უნარის მქონე ერთი ქალის მიერ (15-49 წლის) სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას გულისხმობს 1,4 – 1,7-ის ფარგლებშია, მაშინ, როცა მოსახლეობის განვითარებისა და თაობათა აღდგენისათვის, ეს კოეფიციენტი მინიმუმ 2-ის ტოლი უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.

 საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა (,,საქსტატმა“) 2011 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნა 2010 წლის დემოგრაფიული მონაცემები. ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მოსახლეობის მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა: ქალაქებში 2 350 500 კაცი, ხოლო სოფლად – 2 085 500 კაცი. საქართველოს მთლიანმა მოსახლეობამ კი 2010 წელს 4 436 400 კაცი შეადგინა, რაც 51 000-ით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით (4 385 400). საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, გაიზარდა შობადობაც – 64 000 ცოცხლად დაბადებული ბავშვი, რაც დაახლოებით 1 000 ბავშვით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით.

Read more of this post

მაშინ, როცა…

მაშინ, როცა სტამბულიდან დადებითი ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბრუნდები, დაესწარი საყვარელი როკ-ჯგუფის კონცერტს და მშვიდად (ან, არც ისე მშვიდად) გეძინა ლურჯი მეჩეთის კალთებთან დაცემულ კარავში… როცა ჯერ კიდევ ,,Strange Kind of Woman” ჩაგესმის ყურებში და თვალწინ ბებერი გილანი გიდგას, ტელევიზორს რთავ და რეალობას უბრუნდები… ხედავ ამბოხებულ ხალხს, რომლებიც ნიღაბაფარებულნი, ხელჯოხების ქნევით მშვიდობიან პროტესტზე საუბრობენ; ხედავ სპეცრაზმელ ჯარისკაცებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ,,მშვიდობიან მომიტინგეებს” და თავისა და სახის არედან მჩქეფარე სისხლიც არ მოქმედებს მათზე, რომ ხელი აუკანკალდეთ, გაჩერდნენ ან სხვა მომიტინგისკენ მიმართონ ძვლისმსხვრეველი ხელკეტი.

ორივე მხრიდან წარმოჩენილი უკიდურესობა ზიზღს გგვრის და სურვილი გიჩნდება ტელევიზორი ,,მაჩკა” პარკში მოწყობილ სცენად იქცეს, ისევ გლოვერნაკლულ Deep Purple-ს ხედავდე და მსოფლიოს ყველა დროის, ერთერთ, საუკეთესო ვოკალიოსტს უსმენდე, მაგრამ ტელევიზორი ტელევიზორად რჩება და მშიერ ხალხს, კვლავ უმოწყალოდ სცემს მაძღარი სპეცრაზმი… მიტინგზე შეკრებილმა ხალხმა არ იცის რას ითხოვს, რა მიზანს ემსახურება მათი ქალაქის ცენტრში დგომა, უბრალოდ შიათ და შეპირებულმა საკვებმა და მცირეოდენი ფულის აღების იმედმა მიიყვანა იქ…

პურს იღებენ, სანახაობის შექმნა კი თავად უწევთ

არც სპეცრაზმელმა იცის რა დაუშავა იმ ადამიანმა, რომელსაც ასე გამეტებით ურტყამს, მაგრამ არ უნდა, მის ოჯახსაც მოშივდეს და შვილს ჩიტის რძე მოაკლდეს.

Read more of this post

ნიჭიერის პირველი ნახევარფინალის მიმოხილვა

ორი სიტყვით შევეხები წამყვანებს და აღვნიშნავ, რომ თიკა ძალიან ლამაზი იყო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იმედია ვანიკო არ მიწყენს, რომ მის სილამაზეს ხაზს არ ვუსვამ 🙂

ჟიურის ერთი სიტყვით შევეხები და აქაც აღვნიშნავ, რომ სოფო ნიჟარაზეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მის სილამაზესაც აუცილებლად გავუსვამ ხაზს

ახლა კი დავიწყოთ:

დრამის ბიჭები: კარგები იყვნენ, აშკარად ბევრი უვარჯიშიათ და შოუს სანახაობრივობისთვისაც ზრუნავდნენ: ადგილების გაცვლითა და ჩართული ცეკვის ელემენტებით… მართლა ,,საღოლ” ბორჯომელ ბიჭებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გადასვლის შემთხვევაში ახალს და განსხვავებულს ნამდვილად ვერაფერს შემოგვთავაზებდნენ. ასე რომ წარმატებები ამ ბავშვებს ,,ნიჭიერის” სცენის მიღმა უფრო და უფრო დიდ სცენებზე. Read more of this post

ბინ ლადენს პატარა ჰქონიაო

ბინ ლადენის ლიკვიდაციის ამბის გაგების შემდეგ, რამდენიმე ონლაინ თამაში გამახსენდა, რომლებსაც  უსაქმურობის დროს ვთამაშობდი ხოლმე. დავიწყე მათი ძებნა და სრულიად შემთხვევით ძალიან მაგარ ანიმაციას წავაწყდი, სადაც მოკლედაა მოთხრობილი ,,ყველაფერი” ბინ ლადენის შესახებ და ანიმაციიდან ვიგებთ 11 სექტემბრის ტერაქტის ნამდვილ მიზეზსაც 😀

E! Bin Laden  – სახალისო ანიმაცია

გარდა ანიმაციისა, გთავაზობთ ბინ ლადენთან დაკავშირებულ რამდენიმე პატარა და მარტივ ონლაინ თამაშს:

War On Terrorism

World Peace

Shoot Bin Laden

BinLatte’

Mission: 01 Kill Bin Laden

Osama in Return to Sender

A Bin Laden Halloween

Bin Blaster

Bend Over Bin Laden

Blow Up Osama Bin Laden

თუმცა გაფრთხილებთ! დღეის ამას იქით ამ თამაშებით გართობა მკრეხელობაა… ადამიანი გარდაიცვალა (მოკვდა, მოკტა, ჩაძაღლდა, გავიდა მარილზე, გევიდა გაღმა…) და მას პატივი უნდა მივაგოთ!

სიმართლე სამეფო ,,პროსტინის” შესახებ

თითქმის არ დამრჩა ფეისბუქზე მეგობარი, რომელსაც ეს ვიდეო არ დაუშეარებია… ყველას ქვემოთ თვალს ვადევნებ კომენტარებს და ვხედავ, რომ უმრავლესობას, მაინც ნამდვილი ჰქონია, ხოლო ვინც უარყოფს, არც ისაა დარწმუნებული თავის სიმართლეში და, უბრალოდ, დაუჯერებლობის გამო ამტკიცებს ვიდეოს სიყალბეს…

მე კი მინდა გითხრათ, რომ მართლა დადგმულია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა არავინ გამოფენდა ზეწარს სასახლის აივნიდან, რა ფუნდამენტალისტები და ტრადიციის მიმდევრებიც არ უნდა იყვნენ სამეფო კარის წევრები. არსებობს საიტი სახელწოდებით Rolls Noise რომელზეც ძალიან კრეატიული ადამიანები მუშაობენ და აკეთებენ ე.წ. ,,ვირუსულ” ვიდეოებს, ანუ სარეკლამო, სახალისო და უბრალოდ კრეატიულ ვიდეოებს, რომლებსაც უამრავი მხახველი ჰყავს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში…

სწორედ Rolls Noise-ის გაკეთებულია ეს მეტად აქტუალური ვიდეოც…