საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის და ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების საფრთხის წინაშე. გაეროს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. შობადობის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყნიდან 164-ე ადგილზეა. ფერტილობის კოეფიციენტი, რომელიც შვილოსნობის უნარის მქონე ერთი ქალის მიერ (15-49 წლის) სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას გულისხმობს 1,4 – 1,7-ის ფარგლებშია, მაშინ, როცა მოსახლეობის განვითარებისა და თაობათა აღდგენისათვის, ეს კოეფიციენტი მინიმუმ 2-ის ტოლი უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.

 საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა (,,საქსტატმა“) 2011 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნა 2010 წლის დემოგრაფიული მონაცემები. ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მოსახლეობის მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა: ქალაქებში 2 350 500 კაცი, ხოლო სოფლად – 2 085 500 კაცი. საქართველოს მთლიანმა მოსახლეობამ კი 2010 წელს 4 436 400 კაცი შეადგინა, რაც 51 000-ით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით (4 385 400). საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, გაიზარდა შობადობაც – 64 000 ცოცხლად დაბადებული ბავშვი, რაც დაახლოებით 1 000 ბავშვით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით.

დემოგრაფიული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სპეციფიურობით ხასიათდება. იგი ეკონომიკურად განვითარებადი, დემოგრაფიული თვალსაზრისით კი, განვითარებულ ქვეყანათა შორისაა. როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი გიორგი წულაძე აღნიშნავს, დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან განვითარებული და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. განვითარებული ქვეყნების შობადობის დონე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია განვითარებად ქვეყნებთან შედარებით და ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. ჯანდაცვის სისტემის უფრო სრულყოფილი მდგომარეობის მიუხედავადაც კი დემოგრაფიული დაბერების მაღალი დონის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მოკვდაობის საერთო მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება მიგრაციას, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვენელოვანი კომპონენტია, განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელია გარე მიგრაციის დადებითი სალდო (როცა შემოსულთა რაოდენობა მეტია ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობაზე გარკვეულ პერიოდში), ხოლო ნაკლებად განვითარებულისათვის _ უარყოფითი (როცა გასული მოსახლეობა ჭარბობს დაბრუნებულს). შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნებისათვის გარე მიგრაცია დაბალი ბუნებრივი მატების გარკვეულ კომპენსაციას იძლევა.

რაც შეეხება საქართველოს, ,,მსოფლიოს ზოგადი დემოგრაფიული ვითარებასთან შედარებით, საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა ჩამოყალიბდა. შობადობის, მოკვდაობისა და მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, საქართველო განვითარებული ქვეყნების მსგავსია, ხოლო გარე მიგრაციის თვალსაზრისით _ ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა, რაც კიდევ უფრო ძაბავს შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებას” – განაცხადა გიორგი წულაძემ.

ჩაჩავას კლინიკის დირექტორის მოადგილე კი ერთ-ერთ ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სქესთა შორის დარღვეულ თანაფარდობას ასახელებს. დღეს საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, 47% კი – მამაკაცი. შობადობის მიხედვით კი ცოცხლად დაბადებულებიდან 100 გოგოზე 115 ბიჭი მოდის, თუმცა აქ ადგილი აქვს სტატისტიკურ არტეფაქტს – ცოცხლად დაბადებული ბიჭების უმეტესობა რეპროდუქციულ ასაკს ვერ აღწევს. გამომდინარე აქედან, ჩვენს ქვეყანაში მაღალია ნაადრევად გარდაცვლილთა რაოდენობაც და სიცოცხლის ხანგრძლივობა სტაგნაციას განიცდის – ქალთა შორის საშუალო ასაკი არის 75, მამაკაცთა შორის კი – 68 წელი; რაც შეეხება სიკვდილიანობის მაღალი დონის გამომწვევ მიზეზებს, პირველ-მეორე ადგილს სტატისტიკური მონაცემბის მიხედვით, იკავებს გულ-სისხლძარღვთა (ბოლო მონაცემებით, წელიწადში 25 700 კაცი) და სიმსივნური დაავადებები (ბოლო მონაცემების მიხედვით წელიწადში 5039 კაცი).

შობადობის და შესაბამისად მოსახლეობის გაზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს აბორტების დიდი რაოდენობა ქვეყანაში. ბოლო 2009 წლის მონაცემების მიხედვით, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ფაქტმა 24 300-ს მიაღწია, რაც წინა წლებთან შედარებით მკვეთრად მზარდი რაოდენობაა. თუმცა ჩაჩავას კლინიკის წარმომადგენელი ქალბატონი ნატა ყაზახაშვილი ამ მონაცემებს ანეგდოტურს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოში წელიწადში 150 000-მდე არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ხდება, რომელთა უმრავლესობა არალეგალური და არაოფიციალური გზებით ხდება.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რამაც დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში არის სახელმწიფო დახმარების პროგრამები. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამაში შედის მრავალშვილიანი (3 და მეტი…) დედებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 20 ლარის ოდენობით; მესამე და მეტი ბავშვის გაჩენისას, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შესაბამისად 300, 400 და ა.შ. ლარის ოდენობით; 3 წლამდე ასაკის ბავშვის პროფილაქტიკურ დიაგნოსტიკას სრულად აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი; ასევე, არსებობს სხვადასხვა სერიოზულ დაავადებათა მკურნალობის პროგრამები, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და პაციენტები მას სახელმწიფოს თანადაფინანსებით გადიან; წარმოებს სპეციალური სადაზღვევო პაკეტებიც, რომლებიც სტატუსის შესაბამისად ითვალისწინებს გარკვეული ფასდაკლებით სამედიცინო მომსახურებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილებამ სათანადო კვლევების შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა 2050 წლამდე პერიოდისათვის მსოფლიოში დემოგრაფიული სიტუაციის ახალი პროგნოზი. გაეროს კვლევის მიხედვით თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა,  მომავალი დემოგრაფიული პერსპექტივა ასეთია – თუ დღეს ჩვენი მოსახლეობა 4 436 400 კაცია,  2025 წლისათვის – 3,917 მლნ.-მდე, ხოლო 2050 წლისათვის – 2,985 მლნ.-მდე შემცირდება.

მოამზადა ქეთევან ნადიბაიძემ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს

  1. Eliso says:

    მართლა სამწუხაროა😦 ნუ თუ მართლა,
    “ცოცხლად დაბადებული ბიჭების უმეტესობა რეპროდუქციულ ასაკს ვერ აღწევს” ანუ 51 % პროცენტი 15 წლამდე იღუფება? Вот оказвается кто в группе риска , мужчины!

    • Qilipa says:

      ხო ეგ ეგრეა და არც არავინ დაობს:/ საშუალო ასაკის ნაკლები გვაქვს…

  2. ამ ყველაფერს + “ქამინ აუთის” პროცესი ღია თუ დახურული. პრინციპში, ბოლო პერიოდში საქმე ისე დგას, რომ ერად ვეღარასოდეს ჩამოვყალიბდენით მგონი და გამრავლებასაც დიდად აზრი აღარ აქვს.
    + პატრიარქის ათასობით ნათლულიც ვერ დაქორწინდება ერთმანეთზე და ა.შ.

    • Qilipa says:

      ვა, ისე მაგაზე არ დავფიქრებულვარ პატრიარქის ნათლულები თუ იქნებიან ერთი თაობის ათასობით ბავშვი და ვერ იქორწინებენ:/

      სოციოლოგების მოსაზრებით პატრიარქის ამ ინიციატივამ საგრძნობლად გაზარდა ოჯახში მესამე ბავშვის გაჩენის ტრადიცია, რაც დღეს კარგია, სამომავლოდ კი თურმე სავალალო შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს:/

    • Babi Topuri says:

      vin gitxra rom ver daqorwindeba? jer gaarkvie rom wer

  3. Sweet says:

    პატრიარქზე მართალია? :O

    • Qilipa says:

      ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნატა ყაზახაშვილი და საქართველოს სოციოლიგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ავთანდილ სულაბერიძეც ბოლო სამწლიან მატებას, შობადობის ზრდას უკავშირებენ, რომელიც მათი აზრით, განპირობებულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, ყველა ოჯახში მესამე და მომდევნო ბავშვს შეუძლია ნათლიად ყავდეს უწმინდესი. – ,,ბოლო სამი წელია გარკვეული ტენდენცია გაჩნდა შობადობის მატების. ვხედავთ, რომ არანაირი განსაკუთრებული სტიმულირება ეკონომიკური თვალთახედვით არ გაკეთებულა, მაშინ, რატომ გაიზარდა შობადობა? – ერთადერთი, რასაც შეგვიძლია ეს დავუკავშიროთ არის პატრიარქის ინიციატივა…“ – ნატა ყაზახაშვილი.

  4. Qilipa says:

    @dreamar

    მადლობა ამ ინფოსთვის🙂 ძალიან კარგია თუ ასეა!

  5. CGsaba says:

    rato raa?
    jer sada vart da 2050 wლisvis vabshe sad viqnebit
    hooooooi saqartveლov!

  6. “პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ.”

    უიიი ;დდდ

  7. მოიცა კაცო რა, ჩინელებმა რაღა თქვან აბა? – თუ ის სიმართლეა, რომ შობადობა პატრიარქის ინიციატივით გაიზარდა მაშინ “მე არ მიყვარს ეგეთი მშობლები” – მე ეს უკვე მატრაკვეცობა მგონია როცა ოჯახს არ უნდა მესამე შვილის ყოლა და ამ ინიციატივის მერე ჩქარავე გადაწყვეტენ… ვინ იცის მერე რა ბედს დაადგება ის შვილი და ამიტომ ჯობდა იმათ მოენათლათ ვისაც უკვე ყავდათ 3 შვილი და არა იმათ ვინც ამის შემდეგ გააჩინეს … რავიცი მე ასე ვფიქრობ და ვისაც გინდათ შემედავეთ😀

  8. Pingback: დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა « მშვიდობიანი ბლოგი

  9. Pingback: დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა | მე, რეპორტიორი

  10. მარიკა says:

    უარესი ჯერ კიდევ წინაა. 2000იანების თაობა რომ დაიწყებს გამრავლებას მერე ვნახავთ ნამდვილ დემოგრაფიულ კატასტროფას :(((

  11. giga says:

    დღეს მსოფლიო ომი მიმდინარეობს ოღონდ არა იარაღით, არამედ ყ….თ🙂 ვისაც უდგება და მრავლდება ის გადარჩება, ნარკომანი და პიდარასტი ერი კი დაიღუპება! ანუ ჩვენ დიდი შანსია რომ ვერ გადავჩეთ, რადგან 300 ათასზე მეტი ნარკომანი გვყავს ოფიციალურად… ნარკომანი ერი ვართ, და თანაც მომაკვდავი… დღეს თუ ვინმეს სამშობლო უყვარს და უნდა გადაარჩინოს ქართველი ერი თითოეულმა ადამიანმა თავის როლი უნდა შეასრულოს ამ დიად საქმეში და მინიმუმ 4 ბავშვი უნდა ჰყავდეს თითოეულ ქართულ ოჯახს! დროა ერმა გამოიღვიძოს! , მე პირადად, 6 შვილი მეყოლება და ჩემს ვალს სამშობლოს წინაშე მოვიხდი, და რაც მთავარია ღირსეულად ავღზრდი ყველას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: