,,ოსკარის” დაჯილდოვების 83-ე ცერემონიალის შედეგები

1.      მხატვრობა – ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ – რობერტ სტრომბერგი და კარენ ოჰარა

2.      ოპერატორი – ,,დასაწყისი“ – ველი ფისტერი

3.      ქალის მეორეხარისხოვანი როლი – ,,მებრძოლი“ – მელისა ლეო

4.      მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – ,,დაკარგული ნივთი“ ენდრიუ რუმანი და შონ ტენი

5.      ანიმაციური ფილმი – ,,სათამაშოების ისტორია 3“ – ლი უნკრიჩი

6.      ადაპტირებული სცენარის ავტორი – ,,სოციალური ქსელი“ – აარონ სორკინი Read more of this post

Advertisements

ვინ უფრო მაგარია: მიშა თუ კიმ ტე ჯუნი?

ზოგიერთმა ალბათ უკვე ნახეთ, იუთუბზე დადებული ,,კორეული სიმღერა” და ტექსტის კითხვისას ბევრიც იხალისეთ… ვისაც არ გინახავთ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს სიამოვნება და თვალსაჩინოებისთვის ტექსტიც ამოვწერე, რომ უფრო გაგიადვილდეთ წაკითხვა.

Read more of this post

კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი – უცნობი დაავადება და პროფილაქტიკის მარტივი გზები

გვანცა 19 წლისაა, უნივერსიტეტში სწავლობს და ხშირად კომპიუტერთან გათენება უწევს. “ძირითადად, სწავლის გამო – საკითხავი მასალები ელექტრონულია. თუმცა, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაინც მონიტორის წინ ვატარებ: სკაიპი, ფეისბუქი და ასეთი რამეები სხვაგვარი გართობისთვის ნაკლებ დროს მიტოვებენ,” – ამბობს იგი.

გვანცამ მალე შეამჩნია, რომ კომპიუტერთან რამდენიმე საათის გატარების შემდეგ თვალების საშინელი წვა ეწყებოდა, მისი თქმით, “საქმე ტირილამდეც მიდიოდა”, ხანდახან ხედვაც უჭირდა.

მხედველობითი დისკომფორტი, პერიოდული “დაბინდვა”, კითხვის გაძნელება, თვალის ლორწოვანი  გარსის სიწითლე, თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდეებისა და შუბლის არეში, სინათლის შიში, თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის სიმპტომებია. ამ დაავადების გართულებას ახლომხედველობის, თვალის გარსის პათოლოგიური სიმშრალისა და ფსიქოზის (უმიზეზო სიცილი, ტირილი და “აფეთქებები”) გამოწვევაც კი შეუძლია. Read more of this post

Stella Artois/სტელა არტუა

,,სტელა არტუა“ (Stella Artois) არის  5%-იანი ABV Lager  (აბრევიატურა ლუდის ალკოჰოლურობის საზომია, ,,Lager“ კი დაბალ ტემპერატურაზე ხარშვის მეთოდით დამზადებულ ლუდებს ჰქვიათ) ლუდი, რომელიც თავდაპირველად ბელგიის ქალაქ ლიუვენში დამზადდა. სახელი სტელა (Star) ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს. იგი ბელგიური ლუდის წარმოების 75%-ს მოიცავს თუმცა ამ ლუდის დიდი ნაწილი გაერთანებულ სამეფოში იწარმოება. ბრიტანეთში,  კანადასა და ახალ  ზელადნიაში იყიდება  მისი 4%-იანი ვერსიაც. ,,სტელა არტუას“ ლუდსახარშები  მდებარეობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მათ შორის ავსტრალიაში, ბრაზილიასა და უკრაინაში. ევროპიდან ექსპორტირებული ლუდის ნედლეულის უმეტესი ნაწილი იწარმოება ,,ინბევ”-ის (Inbev) ლუდსახარშში, რომელიც ,,სტელა არტუას“ ეკუთვნის და მისი როგორც საერთაშორისო ბრენდის პრომოუშენს ემსახურება, ხოლო მისი ჩამოსხმა ხდება ,,ბექზ”-ის (Beck’s) ლუდსახარშში (ბრემენი, გერმანია). Read more of this post

7 წლის შემდეგ… No Comment

Read more of this post

ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!

  • კონსერვატორიაში მინახავს ,,თბილისის ბიგ ბენდის” კონცერტზე, ჩემ წინ მჯდომი და ტელეფონში ,,გალაქტიკის” მოთამაშე ლადო ბურდული.
  • მელიქიშვილზე მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პატარა წვენის დალევა ნაგვის ურნიდან 2 მეტრის მოშორებით დაამთავრა, გახედა კიდეც სანაგვეს, მაგრამ მაინც ძირს დააგდო და გაიარა… თუმცა, იქვე ვნახე სტუდენტი გოგო, რომელმაც აიღო ეს ქილა, ნაგვის ურნაში ჩააგდო და სახეზე სიამოვნება აღებეჭდა. გაუხარდა, რომ კარგი რამ გააკეთა…
  • შარდენზე მინახავს უზომოდ მთვრალი მღვდელი, რომელიც 35 წლამდე, მშვენიერი გარეგნობის ქალს ხვეწნით ეუბნებოდა – ,,ამაღამ ჩემთან დარჩი და ყველა ცოდვას მოგინანიებო”.
  • კარაოკე ბარში მინახავს 30-მდე ქართველი ბლოგერი ერთად თავმოყრილი და, ჰოი, საოცრებავ! იმ დღით კმაყოფილი დავრჩი.
  • პეკინზე მინახავს, როგორ აგინა ვიღაც ღიპიანმა კაცმა თავისთვის მიმავალ ტრანსვევსტიტს და დასარტყმელადაც კი გაიწია, მაგრამ გაექცა ეს უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა, 2 მომღიმარი პოლიციელი ადევნებდა თვალს.
  • მეტროში მინახავს ,,თავმოყვარე” მათხოვარი კაცი (აი ის, რომ უსტვენს ხოლმე), რომელმაც რაღაცაზე შეკამათების შემდეგ, ისთვის გაწვდილ ხურდას ხელი აუკრა და უზრდელ ახალგაზრდას უთხრა – ,,მე შენი მათხოვარი არა ვარ, შე, ნაბიჭვაროო”.
  • მინახავს სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მორაკრაკე შარდის მდინარეები; სასტიკად ნაცემი და სახედალურჯებული მეძავი ქალები; მშობლების ცემით, მუდამ თვალებაცრემლებული პატარა ბავშვები; ცეცხლმოკიდებული და ხეზე ჩამოკიდებული კატა-ძაღლები………..

მოკლედ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს. თავიდან იუმორისტულად დაწერას ვეცადე, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ავცდი…

  • და ბოლოს, მნახავს ალუკარდის პოსტი ,,ბლოგერებში”, სადაც მონატრებას გამოთქვამდა თეგ-თამაშების მიმართ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ბლოგერულ თეგ-თამაშად ვაქციო ეს პოსტი და ვთაგავ, რაღა თქმა უნდა ალუკარდს, მანქის და ზურიუსს ❤ აბა თქვენ იცით 😉

არ გვინდა დაზღვევა?

ქართულ ტელევიზიას და საინფორმაციო გამოშვებებს კრიტიკა არ აკლია, მაგრამ ამჯერად მეც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ, რაც 1 იანვრის ,,ქრონიკის” მთავარი თემა იყო.

ყოველგვარ ჟურნალისტიკას მოკლებული სიუჟეტი სათაურით ,,სადაზღვევო თაღლითობა” გავიდა ,,იმედზე”, რომელიც მოამზადა  ქეთი ქაშაკაშვილმა.  სიუჟეტში საუბარია სადაზღვევო კომპანიების მუშაობის არაკეთილსინდისიერებაზე, რაც ეყრდნობა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ წინასწარ კვლევებს.

1) დავიწყოთ სიუჟეტის სათაურით – ,,სადაზღვევო თაღლითობა”, სქოლიოში მინაწერი კი კითხვაა : ,,სახელმწიფო პროგრამებიდან მითვისებული თანხები?” ვხედავთ, რომ წინადადების ბოლოს დგას კითხვის ნიშანი, რაც დაუზუსტებლობას ნიშნავს… რატომ უნდა მისცეს ჟურნალისტმა თავს უფლება, რომ სიუჟეტს ასეთი დაუსაბუთებელი სათაური დაარქვას?

2) 2008–2010 წლებში სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს გამოუყო 284, 080, 895 ლარი საიდანაც თანხის უმეტესი ნაწილი უნდა მოხმარებოდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამას, აქედან 114, 335, 309 ლარი დაზღვეულ მომხმარებლებზე დაიხარჯა, დანარჩენი 60% კი სტატისტიკის დეპარტამენტის წინასწარი კვლევის მიხედვით, სადაზაღვევო კომპანიების ბიუჯეტში შევიდა დაუბეგრავი მოგების სახით.

Read more of this post