“აკვარიუმის” ახალი ალბომი “Соль” (2014)

ბლოგი ბლოგად რჩება და “გავარეზებას” არ აპირებს, უბრალოდ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ამბის გამო იწერება ეს პატარა პოსტ-ნიუსი.

cover

ბუდას ტოლმა კაცმა ბორის გრებნშიკოვმა თავის “აკვარიუმთან” ერთად გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით – “Соль” (იმედი მაქვს “მარილზე გასვლას” ჯერ არ გეგმავს ბგ და ეს მისი ბოლო ალბომი არ იქნება)…

ალბომი არის ძალიან კარგი და მის მოყვარულებს აქვე გაწვდით ალბომის გადმოსაწერ ბმულს, რომ ფულები არ იხადოთ და “აღმა-დაღმა” ტორენტებზე არ ეძებოთ.

PeacePiratebay ☮ HellYeah 

გადმოსაწერი ბმული

ახალი საბაგირო: რიყე-ნარიყალა

როგორც გუშინდელი ფეისბუქის სტატუსიდან დავასკვენი, ბევრმა არ იცის რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნის ამბავი და მითუმეტეს ამ საბაგიროთი მგზავრობის პირობები…

მოკლედ, ახალი საბაგირო 23 ივნისს გაიხსნა და მას შემდეგ, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მარშუტი არის რიყის პარკი-ნარიყალას ციხესიმაგრე. მგზავრობის საფასურია 1 ლარი. სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის 50 თეთრი, სკოლის მოსწავლეებისთვის – უფასო. გადახდა ხდება ,,მეტრომანის” სამგაზვრო ბარათებით (ან მერიის მიერ გაცემული სხვა საშეღავათო ბარათებით: სტუდენტური, მოსწავლის, მასწავლებლის და ა.შ.) სტუდენტური. შესასვლელში დგას ,,მს+” ჯიხურები, სადაც რიცხავ ფულს, ზუსტად მეტროსნაირი სისტემაა.

სულ არის 7 კომფორტული და ,,ნავაროჩენი” გონდოლა (კაბინა), რომელთაგან 6 კაბინა იტევს 8 მგზავრს, ხოლო ერთი არის შუშისძირიანი, რომელშიც მაქსიმუმ 5 მგზავრი თავსდება. Read more of this post

სუში კლავს! (+18, Strong Heart)

იაპონელ შოტა ფუდჯივარას ძალიან უყვარდა 2 კერძი: საშიმი და სუში, რომლებიც უმი თევზისგან მზადდება. ერთხელაც შოტას, თავის აუტანელი ტკივილები დაეწყო, რაც შაკიკად მიიჩნია და სამსახურში გამოწვეულ დაძაბულობასა და სტრესს მიაწერა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაადგილების უნარის დარღვევა დაეწყო ექიმს მიმართა.

ექოსკოპიამ და რენტგებნმა ვერ დააფიქსირა რაიმე დარღვევა. შემდგომმა გამოკვლევებმა კი თავის კანქვეშ მცირედი მოძრაობები დააფიქსირა.

ექიმმა ადგილობრივი ანესთეზიით თავის ქალა ახადა პაციენტს და ნახა, რომ თავის ტკივილის მიზეზი იყო წვრილ-წვრილი მატლები, რომლებიც შიგნით დახოხავდნენ… სასწრაფოდ გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, რადგან თავში მატლების რაოდენობა ძალიან ბევრი იყო!

,,სუშის სხვადასხვანაირად ამზადებენ, არის სახეობები უმი თევზის ხორცით. უმ ხორცში კი მატლების (კვერცხების) არსებობის ალბათობა დიდია. კვერცხები ხვდება ადამიანის თეძოებში, ზოგიერთი შეიძლება მოხვდეს სისხლძარღვებში ჭრილობის მიღების დროს (როცა სისხლძარღვები გაიბზარება ან გაწყდება). სისხლძარღვებით კი სისხლი მთელ ორგანიზმში მოძრაობს, ე.ი. კვერცხი შეიძლება მოხვდეს ტვინში! (c) ,,ექიმი ჰაუსი, 1 სეზ. 1 სერია. Read more of this post

,,ბირთვული ნინძა” – სასიკვდილო მისია იაპონიის გადასარჩენად

რამდენიმე “გმირმა”, რომლებიც,  ფუკუშიმას დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე, ურანის სრული დნობის თავიდან ასაცილებლად მუშაობენ, თავიანთ ახლობლებს უთხრეს, რომ არ დალოდებოდნენ მათ ცოცხლად დაბრუნებას სახლში. იაპონიის მედიამ 180 ელიტურ ტექნიკოსს “მებრძოლი სამურაები” და “ბირთვული ნინძები” შეარქვა, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების კრიტიკული დოზა, თავის ცოლს უთხრა: “გთხოვ გააგრძელე ცხოვრება, მე დიდი ხანი ვერ დავბრუნდები სახლში”.

ერთ-ერთის პატარა ქალიშვილმა კი ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა: “მამაჩემი ატომურ ელექტოსადგურში წავიდა. არასდროს მინახავს რომ დედაჩემს ასე მწარედ ეტიროს.” გოგონა ევედრებოდა: “მამა გთხოვ დაბრუნდი სახლში.”
Read more of this post

პირველი შეხვედრა ტანია მარიასთან და პირველი საჩუქარი

მიყვარს ,,შერატონ მეტეხი პალასში” ივენთებზე სიარული, მაგრამ იქ მისვლის სიამოვნება ათმაგდება, როცა განსაკუთრებული და სასიამოვნო სტუმრის შესახვედრად მიდიხარ. მაგალითად, როგორიცაა ჯაზის იურისტი დედოფალი – ტანია მარია!

ჩამოფრინდა თბილისში, შეხვდა კარგ მეგობარს (ზაზა შენგელია – ,,ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი), გაისერინა ძველი თბილისის ქუჩებში, იპოზიორა და გადაიღო ღიმილიანი სურათები, დაესწრო ,,ბრავო რეკორდსის” გახსნას და ორგანიზატორებთან ერთად გამოემართა სასტუმროსკენ, საკონფერენციო დარბაზში კი ისეთი სახით შემოვიდა, რომ დაღლილობის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა, ალბათ ,,იმპორტული” ,,რედ ბული” ან ,,ლაღიძის წყლები” დაალევინეს ბევრი, რომ ენერგია შემატებოდა…

წინასაკონცერტო პრესკონფერენციაზე სტანდარტული კითხვა-პასუხი გაიმართა ჟურნალისტებსა და მომღერალს შორის. აღნიშნა რომ:

  • უყვარს საქართველო
  • ქართველი მსმენელი განსაკუთრებული და გამორჩეულია
  • ხვალ საინტერესო სიურპრიზს უნდა ველოდოთ კონცერტზე
  • თუ ზაზა შენგელია თხოვს, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით ჩამოვა საქართველოში
  • ,,ბრავო რეკორდსის” გახსნა სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებისთვის. Read more of this post

ბლოგერებმა ლეგენდარული მუსიკოსი გააღიზიანეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს

რუსეთის პირველი ,,მემანქანე” ანუ ,,Машина времени”-ის ,,მამა” ანდრეი მაკარევიჩი გააღიზიანა რუსი ბლოგერების უსაფუძვლო კრიტიკამ და მათ მუსიკალური ვიდეოპოსტი მიუძღვნა…

მას შემდეგ რაც მედვედევი ერთერთ კაფეში რუს როკ-მუსიკოსებს შეხვდა, ისაუბრა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე და მათთან ერთად ლუდიც მიირთვა, მაკარევიჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი აზრით, მედვედევი განათლებული, სრულიად ადეკვატური ადამიანი და კარგი მოსაუბრე იყო. მუსიკოსმა თქვა, რომ ის წინა დღით არ დაბადებულა და კარგად მოეხსენებოდა რუსეთის პრეზიდენტის ლიბერალიზმის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს ის კმაყოფილი იყო მედვედევის ამა თუ იმ გადაწყვეტილებით (მაგ: ლუჟკოვის გადაყენება) და მხრას უჭერდა მის ქმედებებს.

მაკარევიჩის პოსტი ბლოგერთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა და მას პირფერი უწოდა… მათი თქმით მომღერალი ანგაჟირებული იყო პრეზიდენტთან შეხვედრით და პირფერულად აპიარებდა ხელისუფლებას…

სანამ 1 წუთიანი სიმღერით უპასუხებდა ,,ცხვირმოუხოცავ ბლოგერებს”, მანამდე საკუთარი საიტიდან მიმართა მათ:

АНДРЕЙ МАКАРЕВИЧ: “Всем, кто пытается мне нахамить или научить жить: Господа! Идите в жопу. Вы мне неинтересны.”

Read more of this post

,,ქომაგი”

ლოგო 1

ბრძოლა, ჟინი, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!!!

საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან საქართველოს ჰყავდა ეროვნული ნაკრები… ჰყავდა ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… ჰყავდა გულმხურვალე ქომაგები… მოთამაშეები იმასუხრებდნენ სიყვარულს და პატივისცემას…

დღესაც გვყავს ეროვნული ნაკრები… გვყავს ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… მაგრამ ვინ ქომაგობს მათ? ვინ გულშემატკივრობს? ,,ბალეშიკები” რომლებმაც ,,სუდია პიდარასტისა” და ,,სუდიას რა?”–ს ძახილის მეტი არაფერი იციან? თუმცა – არა, ისინი ხომ უფრო ნიჭიერები არიან და საკუთარი ფეხბურთელების გინება, სკამების მტვრევა, ტრიბუნაზე არყის სმა და ერთმანეთში ჩხუბიც იციან…

ლოგო 2

თავი დავანებოთ ირონიას და კარგ და მისასალმებელ საკითხზე გადავიდეთ. 11 სექტემბერს ჩამოყალიბდა ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი – ,,ქომაგი”… ეს არის ნაკრების სიყვარულითა და ენთუზიაზმით განმსჭვალული ხალხის ერთობა, რომლებსაც სურთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრონ გულშემატკივრობის ორგანიზებული სტილი, სურთ, რომ ერთიანი შეძახილებითა და სიმღერით 90 წუთის მანძილზე გაამხნევონ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ა.შ.), აგრძნობინონ ნამდვილი გულშემატკვირობა და სიყვარული, გაუჩინონ პასუხისმგებლობა და სიმღერით მოთხოვონ ბოლომდე დახარჯვა და მოედანზე თავგანწირვა…

Read more of this post