ჩემი საუკეთესო წელი…

Tomushka-ს პოსტის წაკითხვისა და მისი მოწოდების შემდეგ – ყველას დაგვეწერა 2009-ის ,,შედეგებზე”, გადავწყვიდე მეც დავწერო, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ ვიზამ ამას და ცოტა ამსახველ მასალასაც დავურთავ 🙂

საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ წლით და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუკეთესო წელი იყო 🙂

2009 წლის მთავარი სიხარული ძმისშვილი იყო, რომელიც 2 თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას :*

დავით-ნიკოლოზი

ამავე წელს მეწვია პირველი სიყვარული და უკანვე გაბრუნდა… 🙂

დავიწყე მუშაობა და დავანებე კიდეც თავი…

დაოჯახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთა მეჯვარეც მე ვიყავი…

ლაშა და სალო

2 დაუვიწყარი დღე გავატარე იპოდრომზე – ,,Tbilisi Open Air”…

2009 წლის ზაფხული: ეს კი სასწაული იყო… არდადეგები დამეწყო თუ არა პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად წავედი სიონში, ტყეში, კარვებით (ტრადიციულად)…
ჩვენი სახლი სიონში 🙂
 

 

სიონიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირით ვიყავი ალპინიადაზე ყაზბეგში, ხდეს ხეობაში, სადაც დავიპყარი მწვერვალი – ,,უნივერსიადა 62” და პირველად ცხოვრებაში, 25 ივლისს ვიდექი მუხლამდე თოვლში…
ცოტა მზე და ბევრი თოვლი
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ წავედი კვლავ ალპინიადაზე, ამჯერად გუდამაყარში და დავიპყარი მწვერვალი – ,,გორგასალი”, ვიყავი გოდერძი ჩოხელის სახლში და გავიცანი მისი მამა და დედინაცვალი…
მწვერვალი – ,,გორგასალი”

გუდამაყრიდან ლექვინასთან ერთად წავედი ქობულეთში 1 კვირით…

ქობულეთიდან პირდაპირ – ციხისძირში 1 კვირით… (მართლა სასწაული იყო)…

ციხისძირი – პეტრას ციხე

ციხისძირიდან კი 5 დღით მანგლისში მეგობრებთან ერთად, მეგობრის სახლში…

მგონი ჩამონათვალი ღირდა იმად რომ მეთქვა კარგი წელი მქონდა თქო, მითუმეტეს მაშინ როცა წლის მთავარი მოვლენა არ აღმინიშნავს 🙂 რა მოვლენაა? რა და:
თბილისი… 2009 წელი… 14 ივლისი… 19 საათი… ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ჩემი უსაყვარლესი ქეთი მელუა… იმ დღეს ოპერიდან რო გამოვედი, გადატვირთულ რუსთაველზე ისე მოვდიოდი რო ვერავის ვხედავდი და ვერავის ვამჩნევდი… უბედნიერესი და შოკირებული ვიყავი… არ მჯეროდა რო მე ქეთის Live-ში ვუსმინე… იმ დღის მერეც, ყოველ გახსენებაზე, არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება ხოლმე…


აი ეს იყო ჩემი 2009 წელი…

რაც შეეხება 2010-ს ვისურვებდი, რომ 2009-ზე ცუდი არ ყოფილიყოს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს :* :* :*
პირველი სიყვარული! ლუდი! კარავი! სექსი კარავში! პივა! ქეთი მელუა! ციხისძირი! პეტრას ციხე! მზე და თოვლი! ალტერვიზია! ახალი წელი! საუკეთესო წელი! გულავი და დასვენება! მწვერვალი! მაგარი ქორწილი!
Advertisements

We Wish You a Merry Christmas

აი ამაზე მაგარი ,,Jingle Bells” არავის არ აქვს ნამღერი და სწორედ ამ სიმღერით გილოცავთ ახალ წელს!!!
ნუ მომწერთ რაღაც ლინკებს 1000 სხვა შემსრულებლისას, ბევრი მინახავს და ამაზე უკეთესი არცერთია… 🙂

იან გილანი! გილანი! დედის მტყვნელი მომღერალი! დედის მტყვნელი ვოკალი! სუპერსტარი! დიფ ფარფლი! როკის მამა! უბერებელი ვოკალისტი! იან გილანი საქართველოში! იან გილანი სიონში!

ჯერ ვხატავთ, მერე ვჭრით…

,,ტალღა” _ ასე ეწოდება ნახატს, რომლის სიგრძე, არც მეტი არც ნაკლები 6,5 კმ-ია (:O )სიმაღლე 2 მეტრზე მეტი, წონა კი, 6 ტონას აღემატება. ამ დროისთვის ეს ყველაზე დიდი ტილოა მსოფლიოში და ,,გინესის” რეკორდების წიგნში აქვს ადგილი მიჩენილი. მისი ავტორი ხორვატი მხატვარი – ჯურო სიროგლავიჩია, რომელმაც ვერ მოიფიქრა, რა მოეხერხებინა ნახატისთვის რომელსაც ვერცერთი მუზეუმი ვერ იტევდა. ბოლოს გადაწვიტა მისი დაჭრა, ნაწილ-ნაწილ გაყიდვა და მიღებული თანხის ბავშვთა სახლებისათვის გადარიცხვა.

მხატვარი ,,ტალღას” ორ დამხმარესთან ერთად, გასული წლის თებერვლიდან ივლისის შუა რიცხვებამდე ქმნიდა. ნახატს 2,5 ტონა საღებავი და 13 ათასი კვ.მ. ტილო დაჭირდა. სიროგლავიჩი დიდი ხანია დაინტერესებულია უპატრონო ხორვატიელი ბავშვების დახმარებით, რომლებსაც მშობლები დაღუპული, ან გაუჩინარებული ჰყავთ. 

,,ამ ხერხით, ყველას შეუძლია შეიძინოს მსოფლიო ხელოვნების ნიმუში და ამავე დროს გააკეთოს კეთილი საქმე”,_ განაცხადა უდიდესი ნახატის ავტორმა – ჯურო სიროგლავიჩმა. 

P.S. არ ვიცი ეს ჯურო, სიროგლავიჩია თუ სირ-ო-გლავიჩი 🙂 მარა მგონი რაც ტილოზე და საღებავზე დახარჯა, იმაზე მეტს ,,ნაჭერ-ნაჭერ” ვერც ამოიღებს… 😀 😀 😀

სირი! ყლე მხატვარი! ყლე ნახატი! უდიდესი ტილო! უდიდესი ნახატი მსოფლიოში! ტალღა! დედის მტყვნელი ტალღა! ულამაზესი ტალღა! ცუნამი! დედა მოტყნულობა! აუქციონზე გაყიდული ნახატი!

,,განარკამანებული” ბრიტანეთი

ნიურბერგის ფარმაცევტიკის ინსტიტუტის პროფესორმა ფრიც სერგელმა, სხვა მეცნიერებთან ერთად ევროს ბანკნოტებს ექსპერტიზა ჩაუტარა. რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გერმანიაში ყოველი 10 ბანკნოტიდან 9-ს კოკაინის კვალი აქვს. მეცნიერების ვარაუდით ამის მიზეზი ნარკოტიკების მომხმარებლების მიერ, დახვეული ბანკნოტით კოკაინის შესუნთქვაა. სერგელის თქმით ბანკნოტებზე კოკაინის კვალის შესწავლით, შესაძლებელი გახდება იმის გაგება თუ რომელ ქვეყანაშია ნარკომანიის დონე მაღალი.

მაგალითად: ფრანგული, ფინური და ბერძნული ევროს ბანკნოტებზე კოკაინის კვალი მცირეა, მაგრამ ესპანეთის ფულში კოკაინის შემცველობა ასჯერ აღემატება გერმანიისას. ნიურბერგელმა ფროფესორებმა გამოკვლვა თითქმის მთელ ევროპაში ჩაატარეს და გარიკვა, რომ ყველაზე მეტი ნარკოტიკის მომხმარებელი დიდ ბრითანეთშია, სადაც ბანკნოტების 99%-ს კოკაინის კვალი აღმოაჩნდა.
ნარკოტიკი! წამალი! ნარკომანია! ჰეროინი! კოკაინი! ბარიგა! წამლით ვაჭრობა! ევროპული ბინძური ფული! ნარკომანი! კაკაინი! გერაინი! წამლის გაკეთება! პლანი! მარიხუანა! მოსაწევი! დაბოლილი! კაიფში!

მიყვარხარ!

ადრე ვკითხულობდი ერთ წიგნს (რატომღაც არ ვასახელებ სახელს) და ამოვიკითხე ისეთი მაგარი სიტყვები რომ მოვიხიბლე და მაშინვე ამოვიწერე… დღეს კი კომპიუტერში ქექვისას წავაწყდი მას და მომინდა ჩემს ბლოგზეც ყოფილიყო ,,ამოკაწრული” ეს ულამაზესი სიტყვები…
ვიღაცას წაკითხული ექნება ეს წიგნი და ყურადღებასაც გაამახვილებდა ამ სიტყვებზე, ვიღაცას წაკითხული აქვს, მაგრამ ყურადღება აქ მიუქცევია მათთვის… თუმცა აუცილებლად იქნება ვიღაც ვინც პირველად წაიკითხავს ამ სიტყვებს და იმედია გამოადგება კიდეც…

,,ახლა სრული თავისუფლება მაქვს, თავისუფლება რომელზეც ვოცნებობდი” სისულელეა! ტყუილია! არავის არ ჭირდება ასეთი თავისუფლება. ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა, გვერდით მჭირდება ადამიანი, რომელიც თბილისის სილამაზით ჩემთან ერთად დატკბება; ვისაც წიგნებზე, სტატიებზე, ფილმებზე შევეკამათები… ან… ან სულაც სენდვიჩს გავუყოფ იმიტომ, რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არა მაქვს. მერწმუნე, ნახევრის ჭამა ჯობია მთლიანის ჭამას. გულისგატეხა, იმედგაცრუება, უყურდღებობა… მოკლედ ყველაფერი სჯობს, ყვე-ლა-ფე-რი – თბილისში მარტოდმარტო ხეტიალს, როცა ქალაქიც და ქვეყნიერებაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაუნაწილებლად, მარტო ჩემია…
დამერწმუნე ყველაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი სჯობს! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს. იმიტომ, რომ როცა მარტო ვარ, – და მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ მარტოობას კი არა, იძულებით მარტოობას ვგულსხმობ! – თითქოს კაცობრიობის ნაწილი აღარა ვარ. არავინ არა ვარ!!!” 

P.S. თბილისი არაფერ შუაშია რომანის მიხედვით… უბრალოდ ჩვენთან რომ უფრო ახლოს ყოფილიყო, იმ ქალაქის ნაცვლად რაც რომანშია, თბილისი ჩავსვი…

მიყვარხარ! ყველაზე მეტად მიყვარხარ! წრფელი სიყვარული! ნამდვილი სიყვარული! უნაზესი გრძნობა! მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ! პირველი სიყვარული! გულგატეხილობა! დეპრესია! სიყვარულის ახსნა!

გაიცანით ,,Santa Qilipa”…

ბოლო დროს შემიყვარდა ჩემი ბლოგი და ძალიან მივეჩვიე 🙂 ამიტომ მინდა მე რო რაღაც გამიხარდება – ბლოგიც გავახარო, რაღაც რო მესიამოვნება – ბლოგიც ვასიამოვნო, რაღაც რო მეწყინება – ბლოგიც დავამწუხრო… საბედნიეროდ ახლა ნასიამოვნები ვარ და იმედია ბლოგი გამხიარულდება…
მოდის ახალი წელი და მე უკვე შევიგრძენი ეს 🙂 თან იცით როგორ შევიგრძენი? სამსახურეობრივი მოვალეობით, 2 დღით, ბავშვებისთვის, ახალი წლის ყველაზე სანატრელი ადამიანი ვიყავი… გცმიათ სანტას ფორმა? ალბათ ყველას – არა 🙂 მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ იცოდეთ, რომ მე – ეს სიხარული განვიცადე 🙂 

მართალია ქუჩაში ბავშვებს ხელს ვუქნევდი, ტკბილეულს ვჩუქნიდი და ისინიც ჭკუაზე არ იყვნენ, მაგრამ იმ დღეს გადაღებულ სურათებს რო გადავხედე თავი ბილი-ბობ ტორნტონი მეგონა 🙂 ვისაც ,,Bad Santa არ გაქვთ ნანახი გირჩევთ ნახოთ, მაგრად გაერთობით (ოღონდ 18 წლამდე ბღარებს ნუ აყურებინებთ მაინც 🙂 )…

ესენი კი ,,Santa Qilipa”-ს ფოტოებია პაწა კომენტარებით:

,,ცოტასაც მოვიგებ და საჩუქრებს ვუყიდი ბავშვებს”

Santa Love’s Beer (Drunk Santa)

ბავშვებს არ ანახოთ 🙂

სანტები ტუალეტში დადიან?! :O

,,ძმაო, შენი ბავშვები მე რა პონტში მაწუხებენ საჩუქრებზე?”

სანტა კლაუსი! მთვრალი სანტა! სანტა ტუალეტში! ნაბოზარი სანტა! ნატახტარი! ლუდი! ძველი ბიჭი! ყაზბეგი! პივა! თოვლის პაპა! თოვლის ბაბუა! სნეგურაჩკა! სნეგურაჩკა მინდა! მაგარი ნაშა სნეგუროჩკა!

 

ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს 25 დეკემბერია ანუ – შობა!

გაიხსენეთ ბაღში ნამღერი: ,,ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…”. გასაგებია, რომ მართლმადიდებლები, ახალი სტილით – 7 იანვარს აღვნიშნავთ შობას, მაგრამ მაშინ რატომ აღვნიშნავთ ახალ წელს 1 იანვარს? ჯერ ხომ შობაა და მერე ახალი წელი?! თუმცა საკამათოდ არ ვსვამ ამ კითხვებს, პირიქით, მინდა რომ შობაც და ახალი წელიც ორ-ორჯერ აღვნიშნოთ და მეტი ხალისი გვქონდეს! თუმცა აღნიშვნაში 3 ლიტრი ღვინის განსხვავებულებით დალევას არ ვგულისმობ! უბრალოდ მივულოცოთ ერთმანეთს ეს სასიხარულო დღე და საკმარისია…

სამწუხაროდ როცა შობას ვახსენებთ, არა სანტა კლაუსთან დაკავშირებით, არამედ ქრისტეს შობასთან დაკავშირებით, გვეცვლება განწყობა და ვსერიოზულდებით, ვფიქრდებით და ,,ვიგრუზებით”. არადა რა არის დასამწუხრებელი?! ყველაზე სასიხარულო დღე უნდა იყოს შობის დღესასწაული, რადგან ამ დღეს განკაცდა მაცხოვარი და მოევლინა დედამიწას ჩვენი გულისთვის, რომ საკუთარი წამებით შეენდო ჩვენთვის ცოდვები და აღედგინა ის ჩატეხილი ხიდი კაცობრიობასა და უფალს შორის, რომელიც ადამის მიერ ედემში ჩადენილი ცოდვის შემდეგ დაიმსხვრა, ჩაწყდა, დაიწვა…

ასე, რომ გილოცავთ შობას დღეს… და მოგილოცავთ 7-შიც. სიხარულით აღვნიშნოთ დღევანდელი დღე და დავივიწყოთ წყენა-ტკივილი… მივულოცოთ ახლობლებს და ვიზეიმოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული!
შობა! როდის ვიზეიმოთ შობა! უფალი იესო ქრისტე! ღმერთი! მამაო ჩვენო! ქრისტე იშვა ბეთლემსაო! ქრისტესშობა! იშვა ძე ღვთისა! 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი?