ახალი საბაგირო: რიყე-ნარიყალა

როგორც გუშინდელი ფეისბუქის სტატუსიდან დავასკვენი, ბევრმა არ იცის რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნის ამბავი და მითუმეტეს ამ საბაგიროთი მგზავრობის პირობები…

მოკლედ, ახალი საბაგირო 23 ივნისს გაიხსნა და მას შემდეგ, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მარშუტი არის რიყის პარკი-ნარიყალას ციხესიმაგრე. მგზავრობის საფასურია 1 ლარი. სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის 50 თეთრი, სკოლის მოსწავლეებისთვის – უფასო. გადახდა ხდება ,,მეტრომანის” სამგაზვრო ბარათებით (ან მერიის მიერ გაცემული სხვა საშეღავათო ბარათებით: სტუდენტური, მოსწავლის, მასწავლებლის და ა.შ.) სტუდენტური. შესასვლელში დგას ,,მს+” ჯიხურები, სადაც რიცხავ ფულს, ზუსტად მეტროსნაირი სისტემაა.

სულ არის 7 კომფორტული და ,,ნავაროჩენი” გონდოლა (კაბინა), რომელთაგან 6 კაბინა იტევს 8 მგზავრს, ხოლო ერთი არის შუშისძირიანი, რომელშიც მაქსიმუმ 5 მგზავრი თავსდება. Read more of this post

გაფუჭებული ტელევიზორი

2 თვე სრულდება, რაც მშობლიური სახლი დავტოვე და საცხოვრებლად მეგობართან ერთად გადავედი. ახალ სახლში ორი ტელევიზორი დაგვხვდა, კომპიუტერი ჩვენ მივიტანეთ და მსოფლიო ქსელსაც დავუკავშირეთ. ინტერნეტმა ტელევიზორის ფუნქციონირების აზრი პირველივე წუთებში დაგვაკარგინა, თან თავი დაიზღვია და გვითხრა: ,,თუ რამეა, არც ეგ არის ჩემთვის პრობლემაო“ და myvideo.ge-ზე შევიდა. ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა და ყოველთვიური 15 ლარი დავზოგეთ საკაბელო ტელევიზიის არ შემოყვანით. ლუდის ქილისა და სპილენძისაგან სახელდახელოდ გავაკეთეთ ,,ზე-მოშნი ანტენა“ (ასე დავარქვით), გამოვცვალეთ პულტის ელემენტები და დაზოგილი 15 ლარით ახალი ანტენების დასამზადებელი მასალა შევიძინეთ.

დღეღამეში 18 საათს მომუშავე კომპიუტერს წუთიერი მარტოობაც არ ახსოვს, შესაბამისად, უინტერნეტოდ დარჩენილი ,,მეორე კაცი“ იძულებულია ტელევიზორს უყუროს, რომელიც მხოლოდ 3 არხს აჩვენებს ნორმალურად და რამდენიმე სხვა არხის სილუეტს – არა ნორმალურად. Read more of this post

Freedom Music in Tbilisi

გამოვიდა მზე და კარგმა ამინდებმა ცხოვრება გააქტიურა. ფართი ფართს მისდევს, კონცერტი – კონცერტს, ფესტივალი – ფესტივალს… გაუვარჯიშებელი კუნთები ტკივილს იწყებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ძილი უფრო სასიამოვნო ხდება და მცირედი დასვენების შემდეგ, ორგანიზმი მუსიკის სასურველ დოზას ითხოვს. ელექტრონულმა მუსიკამ ერთი ვენა გაიარა, როკ მუსიკა მეორე ვენაში ჩაეშვა და მთელი სხეული დააბუჟა, ახლა კლუბური მუსიკის ჯერი დგება და ისიც არ აყოვნებს: Freedom Music თბილისშიც აღწევს და 8 ივნისს, ტელევიზიის ერთერთ პავილიონში დაუვიწყარ ივენთს გვპირდება. Line-up: Read more of this post

Tbilisi Open Air 2012 – Спасибо Юрий Шевчук

2-3 ივნისი, კიდევ 2 სასიამოვნოდ მოსაგონარი დღე შეემატა ცხოვრებას. სასიამოვნოდ მოსაგონარი კარგი, მაგრამ 3 ივნისს მიღებული პოზიტივი, განცდები და ემოციები ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. სცენაზე მდგარ შევჩუკს ვუყურებდი და ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, კლასელი, ბავშვის ნათლია, ბიძა და უახლოესი ადამიანი მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვიყავი, დღეს უკვე დეპრესიული განწყობა მაქვს, არ მეყო… არ მეყო არც კონცერტი, არც ურთიერთობა, არც 10-15 მეტრიანი სიახლოვე, იურა ის კაცია, რომელთან ურთიერთობაც ყოველდღე უნდა გქონდეს, უსმინო, ესაუბრო, უსმინო, უსმინო… გუშინდელი ლაივის მერე, დდტ-ს ვერცერთ სიმღერას ვეღარ ვუსმენ, იმედია მალე გადამივლის ეს ეიფორია და ისევ შეავსებს აიპოდის ფლეილისტს დდტ.

მოკლედ შევეხები მთლიანად Tbilisi Open Air 2012-ს და ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი ოუფენ ეარი იყო რა თქმა უნდა. არცერთ ფესტივალს არ ახსოვს მსგავსი ლაინაპი და რადგან ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ორგანიზატორები ამ ფესტივალს, იმედი მაქვს მომავალ წელს მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვა ხალხი Tbilisi Open Air 2013-ზე.  Read more of this post