Oh Happy Day

დღეს მქონდა კოლოკვიუმი ,,ახალ აღთქმასა და ანტიკურ სამყაროში”, წიგნი რომლითაც მასალა უნდა მომემზადებინა ახალგამოსულია გაყიდვაში და ვერსად ვნახე გუშინ… ანუ სრულიად მოუმზადებელი, ,,უშპარგალკოდ” და შეიძლება ითქვას უიმედოდ მივედი წერაზე.

მაგრამ მადლობა ,,მშვიდობიან ბლოგს” და…

აუდიტორიაში რომ შევედი, როგორც ყოველთვის (კოლოკვიუმების დროს), ბოლო მერხისკენ გავეშურე… წინ გოგონები ისხდნენ, მაგრამ უცხოები… ეს საგანი ჰუმანიტარულიდან მაქვს დამატებითში არჩეული და საერთოდ არავის არ ვიცნობ იქ. მოკლედ, დაიწყო წერა და მე ჩუმად და მორიდებულად ვიჯექი ჩემთვის, ვფიქრობდი, რომ მორჩებიან მერე ვთხოვ ,,შპარგალკა” დამითოვეთ–თქო და უცებ გადავწერდი… მაგრამ ვინ გაცადა? 🙂

ერთი გოგო მოტრიალდა და გაიღიმა (უცებ ვიფიქრე დამცინის ალბათ ასე უაზროდ რო ვზივარ მეთქი), მეც გავუღიმე ნაძალადევად… მერე კი მითხრა: ,,აუ შენ ქილიფა არა ხარ, ბლოგერიო?” ვაააა?! არ ველოდი, მესიამოვნა 🙂 – კი, ეგა ვარ მეთქი. ,,ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს, კარგი ბლოგიაო”… (bluuush) ძალიან სასიამოვნო იყო ამის გაგონება და მდაბლად ვუთხარი მადლობა :)… კიდევ მობრუნდა და – ,,არ გაქვს მასალა, ვერაფერს წერო?” – აზრზე არა ვარ არაფრის – მეთქი… ჩანთიდან ფურცლები ამოიღო, გადახედა, 2 ცალი ამოიღო და მომცა – ,,აჰა გადაწერეო”… Wow (!!!) დავიღვარე მადლობებად… 🙂

ასე და ამგვარად კარგად დავწერე კოლოკვიუმი და იმედია კარგ ქულასაც მივიღებ… დიდი მადლობა ჩემს ბლოგს და იმ გოგოს, რომელსაც სახელიც კი არ ვკითხე და 1000 მადლობა გადავუხადე… 🙂

დღევანდელი დღე ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო და არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ!!! 🙂

,,სიმართლის დრო” – ,,პიკასო”

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – ირაკლი ნოზაძე (პიკასო) 31 წლის მომღერალი

1. მიგაჩნია რომ ,,ქუჩის ბიჭებთან” ურთიერთობაში ჩაიჭერი?

პასუხი – კი (სიმართლე)

2. ელენე ამერიკის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო, ცოლად მოიყვანდი?

პასუხი – კი (სიმართლე)

3. არსებული ურთიერთობა რომ დაგენგრეს, თადარიგში გყავს სხვა ადამიანი?

პასუხი – არა (სიმართლე)

4. შენი ყოფილი მეუღლის, ანუკას დაბრუნებაზე გიფიქრია ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

პასუხი – არა (სიმართლე)

5. ვინმესთან ურთიერთობა გქონია მხოლოდ ფულის გამო?

პასუხი – კი (სიმართლე)

6. ქუჩის ბიჭების ადგილზე, ,,პიკასოს” ჯგუფიდან გაუშვებდი?

პასუხი – არა (სიმართლე)

7. თვლით, რომ მეგობრებმა იმ დროს მიგატოვეს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა მათი მხარში დგომა?

პასუხი – კი (სიმართლე)

8. ოდესმე თავი მოგიმძინარებია იმის გამო, რომ სექსი არ გქონოდა?

პასუხი – კი (სიმართლე)

9. კაზინოში სათამაშოდ ფულის სასესხებლად მისულს, მოგიმიზეზებია პირადი ან ოჯახური პრობლემები?

პასუხი – კი (სიმართლე)

10. თვლი, რომ ქუჩის ბიჭებში ყველაზე ნიჭიერი ხარ?

პასუხი – კი (სიცრუე)

P.S. ,,პიკასომ” მოიგო მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი…

დავაჯვი ,,საბჭოურ” მენტალიტეტს

ერთი შეხედვით ვითომ უხეში სათაურია, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი გადაჭარბებულად… ახლა კი, რას შეეხება ეს პატარა პოსტი?

ყველას გაქვთ ალბათ ზოგადი წარმოდგენა ,,Facebook”-ზე და ,,Odnoklassniki”-ზე. ,,ფეისბუქს” აქვს სხვადასხვა გასართობი თამაშები, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარულია ფერმა, თამაში სადაც საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოგყავს მოსავალი, ამრავლებ ცხოველებს, ალამაზებ გარემოს, იშენებ სახლს და ა.შ… ,,ოდნოკლასნიკს” ამ დრომდე არ ჰქონია საიტზე თამაშები და მხოლოდ კონტაქტებისთვის იყენებდა ხალხი ამ სოციალურ ქსელს, მაგრამ…

,,მიმბაძველობა არის სრულყოფილებისაკენ სწრაფვა” – არსებობს ასეთი გამონათქვამი და ხშირად ამით იმართლებენ თავს ,,მიმბაძველები”… არ ვიცი ამ საიტის შემქმნელებიც თუ ამ გამონათქვამით ხელმძღვანელობენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ ბოლო დროს ,,ოდნოკლასნიკ”-ზეც გაჩნდა სხვადასხვა თამაში, მათ შორის – ფერმაც.

რა შუაშია ,,საბჭოური” მენტალიტეტი? რა შუაშია და ,,ფეისბუქის” ფერმა ამეგობრებს ხალხს, მოთამაშეები ეხმარებიან ერთმანეთს და სხვადასხვა საჩუქრებს ჩუქნიან, ,,ოდნოკლასნიკ”-ზე კი შეგიძლია შეხვიდე მეზეობელ ფერმაში და პატრონის საიტზე არ ყოფნის შემთხვევაში მოიპარო მოსავალი.

თამაშია და სასაცილოა ალბათ, მაგრამ თუნდაც ამ თამაშებში მოპარვის დაშვება, მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია შესაძლებელი, ქვეყნებში – სადაც ქურდობა კარგ ტონად ითვლება და ვიღაცეებისთვის საამაყოც კია…

მიშველეთ! სირები მასხამენ…

დღეს წავაწყდი ამას და არ შეიძლებოდა, არ დამედო. ჩემ პოსტს განიხილავენ და მასხამენ Face.ge-ზე…ყველაფერი კარგი მაგრამ ვერ გავიგე ამ ,,teko100″-ს ვინ უთხრა რომ ვინმე ამ პოსტს ხელოვნებად მიიჩნევს?! :დ მოკლედ, გაერთობითმზად ხართ? 1, 2, 3 დავიწყეთ:



teko100 (16)
18.01.2010 – 13:13

ai tkveni ocdameerte saukunis xelovneba

(დაკოპირებისას კარგად ვერ გადმოვიტანე და აი პოსტის ლინკი)

– ჩემი რომ გახდე?

– გაგიჭირდება…

– რატომ?

ახლავე გეტყვი: ჩემო კარგო, ჩემი რომ გახდე ბევრ რამეზე მოგიწევს უარის თქმა…

პირველ რიგში უნდა დაივიწყო ყველანაირი სახის ,,შპაკლი”… უნდა დაამსხვრიო ის პატარა პარფიუმერიის სარკე (მის გარეშე სახლიდან რომ არ გადიხარ)… დაივიწყე წამწამების პრეხა… არავითარ შემთხვევაში არ უნდა გესვას ტუჩზე საცხი, პომადა, ბლესკი (ხო იცი როგორ მეზიზღება)… ჩამოეთრიე მაგ სიმაღლიდან და კეტი ან ბოტასი ჩაიცვი…

უი, კინაღამ დამავიწყდა – არანაირი სუნამო (გულსმირევს)!!! თუმცა ნუ გადააგდებ, როცა ,,Lady Speed Stick”-ი გაგითავდება იღლიაში შეისხამ, მერე რა რომ ,,Dior”-ია?! ჩემთვის ხომ ყველა ერთი ნაგავია…

დასაწყისისთვის საკმარისია…

– მზად ხარ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

– რაა?

– მოგიკვდეს ჩემი თავი… რა სულელი ყოფილხარ…

Posted by Qilipa at 1:10 AM

ლინკი: http://www.face.ge/clubs_forum/10/199233

გვერდები: 1 2 3 4 [»]
ჯერ ახლები ჯერ ძველები
au vin magas mogtxov cudi asatania. 23.01.2010 – 15:04 natanati (26)
და ვინ თქვა რომ ხელოვნებაა??? 19.01.2010 – 15:26 tamrii (42)
ra ginda shvilo chemo 19.01.2010 – 13:41 marika-5 (15)
ups chemi intrigani mosula, gilocav qal natlisgebas :*19.01.2010 – 13:46 teko100 (16)
xelovneba???…… sainteresoa……….. 19.01.2010 – 13:17 kriss (23)
ეჰ ეს სად ვცხოვრობთ . 18.01.2010 – 19:01 MrJini (22)
ასეთ უაზრობებს რომ უფრო კითხულობენ და აფასებენ არ იცოდი? :DDD რასაც გებულობს იმას პასუხობს რაა…რა შუაშია ხელოვნება აქ 🙂 18.01.2010 – 17:38 ZEUS
ვინც ამას ხელოვნებას უწოდებს, ძალიან საცოდავი მგონია.
18.01.2010 – 16:41 Mamouka
18.01.2010 – 15:38 wolf1 (24)
ai maseti adamiani fexebit unda dakido loves rom magas txooovs 😀 :D:D 18.01.2010 – 15:31 MANUGEORGIA (18)
au esssssss dann magari ragacaaaaa.vicine magraa :)))))) didi madloba respect vam .klassssss 18.01.2010 – 15:22 sofo-mari (23)
:DDDDvinaa eg biji machvenet ra:DDDDD 18.01.2010 – 15:22 jgana (19)
ratomga unda mowoneboda iseti gogo, romelic mis standartebshi ver jdeboda tavidanve? gana cotaa ketasebiani, chemi azrit mouwesrigebeli gogo? xoda ras erchoda am sawyals ver gavige. 😦 18.01.2010 – 14:49 eka8 (19)
MAIKUSKUSEBI
xandaxan magars daaxetkeb xolme ra..:)))
18.01.2010 – 14:33 shoshita
ბარემ ეთქვა ძუძუები ლიფის გარეშე ათარეო…:D 18.01.2010 – 14:29 MAIKUSKUSEBI (25)
eg xelovneba ranairad aris, sad erekleo egre gansxvavdeba xelovnebisgan eg ragac sisulele:)))))))))))))) 18.01.2010 – 13:59 paata78 (32)
ara ra xelovneba :D:D 18.01.2010 – 13:54 popo932 (16)
aq mgoni saubaria imaze ro coli ki ar aris jer ro gaxdes da gogos tu ar akmayopilebs eg kriteriumebi sheulia sxva naxos 🙂 aris gogonebis orad gayofac.arian ketebit da arian 20 santimetriani quslebit ese rom vis rogoric moscons imas shexedos… 18.01.2010 – 13:49 nashocina (21)
ak akrdzalvaze ki araa sakme… xalxno mogcont ees? es xelovnebaa? 18.01.2010 – 13:49 teko100 (16)
barem suntqvac aukrdzalos da egaa :D:D 18.01.2010 – 13:46 popo932 (16)
vaaaaaaaaa 18.01.2010 – 13:45 Love4You (26)

ra sisulelea chemi qmari ar iqneba eseti .. aq ise gamovida rom titqos qalma tavs agar unda mouaros …. sunamo tu ar daisxa da tuchze elementaruli bleski agar waisva mashin coli ki ara chvari yofila da qmris monad dabadebula mere qmari gaichens sayvarels…. mere gashordebian coli ra gzas gayveba 50%50 zea an cudi an kargi… da ese …. 18.01.2010 – 13:42 QeTiKkk (16)
kaci ro egre chaereva qalis saqmeshi da egre shebochili eyoleba coli,eget kacebs yvelaze scrafad ubozdebat colebi:))))))))
dzneli misaxvedri ar aris tu ratom:)))
18.01.2010 – 13:37 paata78 (32)
paata me magaze metad is macuxebs rom am yvelapes xelovneba daarkves…
koshmaaaaaaaaaaaaar
18.01.2010 – 13:41 teko100 (16)
MaGaRiaa… Kai uLtiMatuMeBiaa 18.01.2010 – 13:30 TiKiTo
tetri sakelo…..tavs rashi daibaneo… 18.01.2010 – 13:28 li-na (25)
vai deda ___ esec chveni globalizacia da gaevropeleba 😀
kashmaaar 😀
martivi pasuxi amxela monologze …
geet out
18.01.2010 – 13:28 Tee777 (24)
kargad vixaliseeeeeeeeeee 18.01.2010 – 13:24 tatasofia (24)
ui egetebi kdev tu arsebobdnen ar megona…..veraa vinc eg tqva matorze.. 18.01.2010 – 13:21 elize (22)
xo exla martla egrea bichebi xandaxan upro met kosmetikas iyeneben :))))))) 18.01.2010 – 13:20 shoshita
mashin shenzec momicevs varistkmaa :P:D:D:D:D::D 18.01.2010 – 13:19 germania (26)
gamarjoba shoshita..
es vintkva da scored aset “ragaceebs” akvs sxvadasxva blogebze magali reitingi da shepasebebi… vai chvens patrons..
sacyali “tergdaleulebi”… amistvis ibrdzodnen?!
18.01.2010 – 13:19 teko100 (16)

,,სიმართლის დრო” – ,,კაბუ”

,,სიმართლის დრო”-ზე წერა ,,მულატკათი” დავიწყე და მანამდე გასულ გადაცემებზე არ დავწერ, მაგრამ ამჯერად თხოვნა იყო და გამონაკლისის სახით ,,კაბუს” ,,სიმართლის დროსაც” დავდებ… მომავალში კი ჩვეულებრივად მივყვები რაც იქნება…

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – კახა აბუაშვილი (კაბუ), 35 წლის მსახიობი

1. შენი მსახიობობა დედაშენისთვის ოცნების ასრულებაა?

პასუხი – კი (სიმართლე)

2. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ვანდალიზმში უსამართლოდ დაგადანაშაულეს?

პასუხი – კი (სიმართლე)

3. რეჟისორი რომ იყო, კაბუს მსახიობად აიყვანდი?

პასუხი – კი (სიმართლე)

4. მხედრიონელობაზე გიოცნებია?

პასუხი – არა (სიმართლე)

5. შენ 90-იან წლებში ჩარჩი?

პასუხი – კი (სიმართლე)

6. წამალდამოკიდებულების გამო, დუტასთვის, ახლო მეგობრიდან, მომაბეზრებელ მევალედ იქეცი?

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 400 ლარი და გააგრძელა თამაში

7. მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეული გქონდა, მანქანას მაინც მართავდი?

პასუხი – კი (სიმართლე)

8. КПЗ-ში თანასაკნელები გამღერებდნენ?

პასუხი – არა (სიმართლე)

9. შენს მეუღლეს გაყრის გადაწყვეტილება ჯობდა ადრე მიეღო?

პასუხი – კი (სიმართლე)

10. ბავსვებისთვის უკეთესია, რომ ერთად აღარ ცხოვრობთ?

პასუხი – კი (სიმართლე)

11. სპექტაკლებში ძირითადად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ თამაშობდი?

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 4 000 ლარი და გააგრძელა თამაში

12. შენი წამალდამოკიდებულება თეატრალური სარდაფის ბოჰემამ განაპირობა?

პასუხი – არა (სიმართლე)

13. მომავალი თაობისთვის ცუდი მაგალითი ხარ?

პასუხი – კი (სიმართლე)

14. ლევან წულაძეს უმადურად ექცევი?

პასუხი – კი (სიმართლე)

15. აფხაზეთის ომში ორდღიანი ,,ვოიაჟით” დიდხანს ,,მარიაჟობდი?”

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 10 000 ლარი და გააგრძელა თამაში

16. მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი ნარკოტიკებს აღარ გაეკარო?

პასუხი – კი (სიმართლე)

17. შეძლებ საკუთარი თავისთვის წამალდამოკიდებულების პატიებას?

პასუხი – კი (სიცრუე)

P.S. საბოლოოდ მხოლოდ 400 ლარი წაიღო…

ახალგაზრდა ქართველი პატიმრის ბლოგი

ბევრი არც მე ვიცი მის შესახებ და რაც ბლოგზე უწერია მხოლოდ იქიდან შევიქმენი მცირედი წარმოდგენა მასზე… მინდა გამცნოთ, რომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ციხეში მჯდომმა ქართველმა – ჯარჯიმ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გააკეთა საკუთარი ბლოგი და დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველებმა იკითხონ მისი ჩანაწერები და რჩევა-დარიგებებიც მისცენ… როგორც თავად ამბობს, მას აღარავინ დარჩა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მოთხოვნილება, არამედ საჭიროებაც კი აქვს იმისა, რომ ჰქონდეს კავშირი ქართველებთან… იმედია საინტერესო იქნება ჩვენთვის მისი პოსტები… ასე რომ ვიმეგობროთ ჯარჯი და წარმატებები… 😉
აი რას წერს ჯარჯი საკუთარი თავის შესახებ:

,,მე ვარ ჯარჯი, გვარს დავმალავ. ამჟამად ვიმყოფები ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ციხეში… გიკვირთ ხომ? მესმის თქვენი, რუსულის გარდა არცერთი ენა არ ვიცი და ჩემდა საბედნიეროდ რუსი დარაჯი მყავს, რომელსაც ძალიან დავუმეგობრდი და შეძლებისდაგვარად მეხმარება. უკვე 1 კვირაა ყოველდღე ცოტა ხნით თავის ოთახში შემოვყავარ და კომპიუტერთან დაჯდომის საშუალებას მაძლევს. საქართველოში აღარავინ დამრჩა და მეც ,,შემოვიპარე” ამ ქვეყანაში 2 თვის წინ, მაგრამ ქურდობის ბრალდებით დამიჭირეს და 4 წლიანზე გამიშვეს… დასაკარგი არაფერი მაქვს და ესეც მკიდია. წავაწყდი ქართულ ბლოგებს და მუღამი გამიჩნდა მეც გამეკეთებინა და ვინმეს მაინც წაეკითხა ჩემი აზრები ან რაღაცეები. თუ არადა ჩემთვის იქნება რა. ისე დიდად არც კომპი არ მესმის და ეხლა ვამურამებ. გვარს კი იმიტო არ ვწერ რო არ მინდა საქართველოში დაბრუნება და არც აქ მიმიცია რაიმე საბუთები რო დამადეპორტონ. ხოდა ვზივარ ეხლა აქ.”

,,სიმართლის დრო” – მულატკა

დღეიდან ბლოგზე იწყება ახალი რუბრიკა… აუ რა მაგრად ჟღერს 😀 მოკლედ, ვისაც აინტერესებს ,,სიმართლის დროში” დასმული კითხვები და ეზარება მთლიანი ვიდეოს ყურება, რომელიც დიდხანს გრძელდება ხოლმე, მათთვის აქ დაიდება მხოლოდ კითხვა-პასუხი და იმედია კმაყოფილნი დარჩებით…

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – მულატკა (ამჟამად ლიზი) კირიაკირი, 20 წლის სტუდენტი

1. როგორ ფიქრობ შენი მშობლების პატივისცემას იმსახურებ?

პასუხი – არა (სიმართლე)

2. გაგივრცელებია ბოროტი ჭორი შენს მეგობარზე, მისივე მამაკაცთან?

პასუხი – კი (სიმართლე)

3. სხვისი კბილის ჯაგრისი გამოგიყენებია მისგან დაუკითხავად?

პასუხი – კი (სიმართლე)

4. შენი და დათოს სექსი პირდაპირ ეთერში გადაცემის რეიტინგის გაზრდის მიზნით იყო შეკვეთილი?

პასუხი – კი (სიმართლე)

5. პაემანზე სენზე 30 წლით უფროს მამაკაცთან ყოფილხარ?

პასუხი – კი (სიმართლე)

6. ცნობილ ადამიანებთან ჯგუფური სექსი გქონია?

პასუხი – კი (სიმართლე)

7. შენი მეგობრის მშობლების მიმართ ლტოლვა გაგჩენია?

პასუხი – კი (სიმართლე)

8. რომელიმე პოლიტიკოსზე იცი ისეთი რამ, რისი გამჟღავნებაც საფრთხეში ჩაგაგდებს?

პასუხი – კი (სიმართლე)

9. მეგობრისთვის მამაკაცი წაგირთმევია?

პასუხი – კი (სიმართლე)

10. როგორ ფიქრობ, ადამიანი, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, ინტელექტით შენზე დაბლა დგას?

პასუხი – კი (სიცრუე)


P.S. ასე და ამგვარად, მულატკამ მოიგო მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი…