ფრანგის თვალით დანახული თბილისი

This slideshow requires JavaScript.


გუშინ, ოფიცერთა სახლში ვიყავი ძალიან მაგარ გამოფენაზე, სახელწოდებით ,,Portraits De Ville” (,,ქალაქის სახეები”)…  გამოფენის ავტორია ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლაპარტიენი (Vincent Lappartient). ამ გამოფენამდე ვინსენტმა საქართველოში განახორციელა 2 პროექტი: ,,Vestiaires” (,,რეპორტაჟი პოდიუმის მიღმა”) და ,,Vine to Wine”…

ახლა კი რუსთაველის 16 ნომერში მისი შექმნილი წიგნის ,,თბილისი”-ს ნახვაა შესაძლებელი… 6 თვის მანძილზე ფოტოგრაფი 6-ჯერ ჩამოვიდა თბილისში და თითო კვირა მუშაობდა, შედეგად მისი თვალით დანახული თბილისი ერთ წიგნად გამოიცა. გამოფნაზე წარმოდგენილია ის ფოტოებიც, რომლებიც წიგნში არ არის შეტანილი, მაგრამ ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვდნენ. Read more of this post

Advertisements

ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #7

‎- Я сегодня не выспался…
– А причина?
– Причина тоже не выспалась…

Dad can I go to a 50 Cent concert?
Dad: Here’s $1, take your sister too.

Мальчик подбегает к маме на улице.
– Мама! А у мальчика от мальчика могут быть дети?
– Нет, конечно.
Убегает от мамы с криками: – Пацаны, продолжаем

ბატონი ბიძინა იმ ქოხში დაიბადა, რომელიც თავად ააშენა. Read more of this post

პირველი თოვლი (საშინაო დავალება)

დღეს პირველი თოვლი მოვიდა და არ დავიზარე ძველი რვეულების ქექვა, მივაგენი 7-8 წლის წინ სკოლაში დაწერილ თემას და გადავწყვიტე გამებლოგა :რასაყვარელივიყავი:


,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.”

ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს ლექსი, მაგრამ გუშინ, ,,მწვანე ტალღაზე“ ამ ლექსის როკ-შესრულება მოვისმინე, არ ვიცი რომელი ჯგუფი მღეროდა და საერთოდ, მივაგნებ თუ არა მეორედ ამ სიმღერას, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ კარგად ჩამესმის ყურში ის მძიმე ჰანგები, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და ნაცნობი ტექსტი გამაგონა. Read more of this post

კენ ჰენსლი – ლეგენდად ქცეული ,,კაი ტიპი”

კენ ჰენსლი უკვე თბილისშია და ,,შერატონში” დაბინავდა. გვპირდება: უპრეცედენტო ფორმატის კონცერტს. აკუსტიკური ნაწილის შემდეგ, ,,მძიმე ჯვართან” და ,,ქომიქ ქონდიშენი”-ს წევრებთან ერთად Uriah Heep-ის ოქროს ჰიტების დაკვრას, სხვადასხვა საჩუქარსა და 2 საათის დაუვიწყარად გატარებას. ბილეთის ფასი 45 ლარია და კონცერტი 5 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე ,,ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში” გაიმართება.

მსგავსი შინაარსის ინფორმაციას უკვე გაეცნობოდით ტელევიზიითა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდზე, ან ლოკოპრომის ფეისბუქის გვერდსა და ოფიცილაურ საიტზე. მე კი გესაუბრებით იმაზე, რაც საინტერესოდ მეჩვენა დღევანდელ პრესკონფერენციაზე…

იმით დავიწყებ, რომ კენი ძალიან მაგარი ტიპია, ღიმილიანი და საქმიანი; ლეგენდად ქცეული და ბევრისთვის უცნობი; მკაცრიც და კარგი იუმორის მქონეც… Read more of this post

მლიქვნელის ჩანაწერები

ამბობენ, ივანიშვილის კარზე რიგი დგასო. მლიქვნელებს და იოლად გამდიდრების მსურველებს საქართვლეოში რა დალევს. ამის დასტურია ერთ-ერთი მლიქვნელის ჩანაწერი, რომელიც ხელში შემთხვევით ჩამივარდა. აი, რა ეწერა მასში:

“პირველ რიგში უნდა ვიპოვო ადამიანი, ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემზე სიტყვას დაასველებს. დაარწმუნებს, რომ გამოსადეგი და ნიჭიერი კაცი ვარ, რომ სააკაშვილის გვერდით დგომას ვინანიებ და ჩემი ცხოვრების უდიდეს შეცდომად მივიჩნევ.. მერე უნდა დაარწმუნოს, რომ შემხვდეს. როდესაც შეხვედრა დაინიშნება, ივანიშვილის კართან მოდარაჯე ჟურნალსიტებს უნდა ვუთხრა, რომ ბიზნესმენმა თავად დამიბარა და ჯერ არ ვიცი, რაზე უნდა მესაუბროს. მასთან რომ შევალ, რაც შეიძლება მწარედ და მწვავედ უნდა გავლანძღო სააკაშვილი..  ეს მასთან მისასვლელი ბილეთია. როგორც თქვა შუალედურ პოზიციას ვერ იტანს. შემდეგ უნდა წარმოვთქვა ვრცელი სიტყვა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და მასთან დაკავშირებულ იმედებზე. მასთან დაკავშირებულ საქართველოს მომავალზე, რაც შეიძლება ვრცლად და ამომწურავად ვისაუბრო, გამოსვლა უნდა დავამთავრო შემდეგი სიტყვებით: -ჩვენ მას ბაზალეთის ტბის ძირას ველოდით, ის კი ჭორვილაში დაბადებულა! როგორც ცნობილია, ბიზნესმენს თავისი სოფელი ჭორვილა ძალიან უყვარს, ამიტომ მის გულამდე მისასვლელ გზას სწორედ ჭორვილაზე გავლით ვიპოვი. შეიძლება დავწერო სიმღერა, მაგალითად ასეთი: ჭორვილადან მობერილო შენ იმედის ქარო, დაუბერე საქართველოს დივლი დალა ლალო. ან დავწერო ლექსი: ჩემო პატარა ჭორვილა, შენს სანახებში ეს ვინ შობილა?! ან კიდევ ასეთი: არ მინდა სახლი, არ მინდა ვილა, უნახავადაც მენატრება შენი ჭორვილა. მოკლედ,  ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ღმერთო შენ მაპოვნინე ჭეშამრიტი გზა ივანიშვილის გულამდე.” 

პოსტის ავტორი – მერაბ მეტრეველი