ბეზრუკოვი, ლეპსი… ტაში… და, თავმოყვარეობა?

ჯერ პუტინის ერთი მონა გვესტუმრა, ღიმილიანი სახით დაგვცინა და გავიხარეთ, ჩავიხუტეთ, ცად ავამაღლეთ, ჩოხა ჩავაცვით (“ძალიან მოუხდა მის მამაკაცურ იერს”) ტაშით გავაცილეთ…

ახლა მეორე მონა ჩამოდის, ოღონდ ეს უფრო “დასტოინია”, ხელის მოწერით არ ადასტურებს პუტინის ქმედებებზე თანხმობას, (რუსული კულტურის მოღვაწეები, რომლებიც იზიარებენ პრეზიდენტის დამოკიდებულებას ყირიმთან დაკავშირებით) კაცია და სიტყვაც საკმარისია…

ზემოთ მოცემულ ბმულზე იხილავთ ბეზრუკოვის ხელმოწერას, თუმცა ვერ ნახავთ ლეპსისას, როგორც აღვნიშნე მან მხოლოდ სიტყვიერად გააჟღერა პუტინისადმი მხარდაჭერა:

“მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ჩემ პრეზიდენტს და სწორად მიმაჩნია ყველა საქმე, რასაც ის აკეთებს, მას ვენდობი და ვაფასებ. რაც შეეხება კითხვას, ვემხრობი თუ არა მე იმას რაც ყირიმში მოხდა? ალბათ, პასუხი ორნაირი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ალბათ, რუსეთისთვის მომგებიანი იქნება თუ ყირიმი მის შემადგენლობაში იქნება და თუ ეს ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ე.ი. ასეც იქნება” (წყარო 1 + ვიდეო; წყარო 2)

სპორტის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, ახლოვდება ანშლაგი და ტაშის ცემა, მაშინ, როცა ამ ადამიანს არათუ კონცერტის ჩატარების უფლებას არ აძლევენ, არამედ საერთოდ აღარ უშვებენ ამერიკაში, მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფება “Brother’s Circle“-თან თანამშრომლობის გამო.

რას ვიზამთ? სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ვაფასებთ ხელოვნებას და ხელოვან ხალხს, ყოველთვის შეგვიძლია გაუაზრებლად ვიძახოთ “ნუ ურევთ პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთში”-ო და არ ვაქცევდეთ ყურადღებას, თავად ის “ხელოვანი” როგორ დამოკიდებულებაშია ამ ამბავთან.

სასხვათაშორისოდ, ერთი სიტყვის დეფინიცია მინდა მოვიყვანო:

თავმოყვარეობა – საკუთარი თავის დაფასების უნარი, საკუთარი ღირსების გრძნობა.

“საუკუნეა” არაფერი დამიწერია და არც ვიცი რატო დავწერე ეს, როგორც ჩანს ისევე აღმაშფოთა, როგორც ბეზრუკოვის ამბავმა, თუმცა აქ ხომ არაფერი იცვლება? ალბათ აღშფოთებებიც გაგრძელდება, რომელიმე კინოფესტივალზე ბონდარჩუკს დავუგებთ წითელ ხალიჩას, ჯაზ-ფესტივალებით გამოყრუებულ ფილარმონიას ვალერიას და გაზმანოვს გავახალისებინებთ, მერე იქნებ უფრო გაგვიღრმავდეს სიყვარული “კეთილმოსურნე” ხალხის მიმართ და შემდეგი ნადირობის სეზონის გახსნაზე ჟირინოვსკი დავპატიჟოთ, ამბობენ კარგი მსროლელიაო და ვახოცინოთ ჩვენი ცხოველები ნაკრძალებშივე, ბევრი წვალება რომ არ დაჭირდეს, მაინც, 68 წლისაა უკვე.

მოკლედ, აღარ გამაკვირვებს არაფერი, ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც თავმოყვარეობისა და ღირსების დაკარგვაზე მნიშვნელოვანი, ქალიშვილობის არ დაკარგვაა…

Лепс 2

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: