სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

This slideshow requires JavaScript.

მართალია თბილის 14-ე ჯაზ ფესტივალი ჩარლზ ლოიდმა გახსნა, მაგრამ ეფექტურ გახსნას კიდევ უფრო ეფექტური გაგრძელება მოჰყვა იმავე საღამოს, ივენთ ჰოლში, სადაც გრემის მფლობელი დრამერი სონი ემორი, უმაგრეს ჯგუფ ,,Cachet Fusion”-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე. მუსიკოსებმა  ივენთ ჰოლში ისეთი ,,ცეცხლი დაანთეს”, დიდ საკონცერტო დარბაზში, მართლა რომ ხანძარი გაჩენილიყო, ალბათ სულ დაიწვებოდა მთელი ფილარმონია, რადგან არცერთი მეხანძრე არ ავიდოდა საქმის გასაკეთებლად და ივენთ ჰოლში დარჩენას გადაწყვეტდა. Read more of this post

Advertisements

Start of Tbilisi Jazz Fest

This slideshow requires JavaScript.

თბილისის 14-ე ჯაზ-ფესტივალი გახსნილია და ის ჩარლზ ლოიდის კვარტეტმა გახსნა, შემადგენლობით:

Charles Lloyd – Sax

Jason Moran – Piano

Reuben Rogers – Bass

Eric Harland – Drums

მათ მერე კი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა, თამაზ ყურაშვილის კვარტეტმა დაიკავა:

Tamaz Kurashvili – Bass

Alex Golovnia – Sax

Jacob Okun – Piano

Sasha Mashin – Drums

ორივე ბენდი ძალიან მაგარი იყო და პირადად მე დიდი სიამოვნება მივიღე მათი მოსმენით… უბრალოდ, ერთი სამწუხარო ფაქტი მინდა აღვნიშნო: როცა, ჩარლზ ლოიდის კვარტეტმა ბისზე გამოსვლის შემდეგ ორი კომპოზიცია დაუკრა და მსმენელს დაემშვიდობა,  თამაზ ყურაშვილის ბენდის გამოსვლამდე 10-15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ამ 10 წუთში კი მოხდა ის, რაც ,,დინამოზე” საქართველოს ეროვნული ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ბოლო წუთებზე ხდება ხოლმე – მსმენელთა 30%-ზე მეტი დარბაზიდან გასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა და მანქანების ღმუილითა და ტაქსის გაჩერებით დატოვებს ფილარმონია… დარჩენილებმა კი ბისზე გამოსვლაც არ მოსთხოვა ბენდს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩარლზ ლოიდის კვარტეტს და მაქსიმალური მონდომებითა და ოსტატობით ასრულებდა უმაგრეს კომპოზიციებს… Read more of this post

როკი და პროტესტი დღეს

ვთვლი, რომ როკ-მუსიკა იყო, არის და იქნება პროტესტის გამოხატვის, ერთერთი, საუკეთესო საშუალება. 60-70-იან წლებში დაიწყო და დღემდე უამრავი პროტესტის გამომხატველი სიმღერა შეიქმნა, რომლებსაც მუსიკალური ღირებულებებიც გააჩნია და ტექსტიც ლოგიკურად აყალიბებს მომღერლის სათქმელს. საპროტესტო სიმღერები იქმნებოდა და იქმნება სხვადასხვა პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე რთული, პოლიტიკური შინაარსის პროტესტია და დიდი გამბედაობაა საჭირო საკუთარი ხელისუფლების შეცდომებზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაგალითისთვის ჩემი საყვარელი მომღერლის, ვიქტორ ცოის, ერთერთ სიმღერას ,, Перемен“-ს მოვიყვან: სიმღერა, რომელიც 1988 წელს საბჭოთა კავშირში იმღერა ცოიმ და ცვლილებებს ითხოვდა. ის ,,თვალებით, გულით და პულსის ცემით” გრძნობდა ცვლილებების საჭიროებას და იმღერა კიდეც… იმღერა 88-ში და გარდაიცვალა 90 წელს (მაინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას), დაიღუპა ავარიის შედეგად, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს უბედური შემთხვევა ,,ზევიდან” იყო დაგეგმილი (ამაზე მსჯელობას ალბათ აზრი არ აქვს და დიდხანს ვერ გავიგებთ სიმართლეს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ). Read more of this post

თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

წლევანდელი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი” ტრადიციულად, დახუნძლული იყო ვარსკვლავებით,  ბათუმის ქუჩებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა და ამ ქუჩებს მომავალ ზაფხულამდე ემახსოვრება ის ჰანგები, რომლებიც მეისი გრეიმ, იელოუჯეკეტსმა და სტენლი ჯორდანმა დაუტოვა, 2012-ში კი ახალ მელოდიებს აჩუქებს Eastern Promotion-ი, შემდეგ ისინი დარჩებათ სამომავალწლოდ და ასე დაუსრულებლად… (იმედია).

სანამ ბათუმი ,,ივლისის მელოდიებს” ღიღინებს, თბილისი ოქტომბრის დაუვიწყარი საღამოებისთვის ემზადება. ამ ორ ქალაქს შორის გამართულ, თითქოს და, კონკურენტულ მუსიკალურ პაექრობას 27-30 ოქტომბერს Charles Lloyd-ისა და თამაზ ყურაშვილის კვარტეტები, Larry Coryell-ის ტრიო და Sonny Emory შეუერთდებიან, საბოლოო დარტყმას კი 4 გრემის მფლობელი, ნეო-სოულის დედოფალი ერიკა ბადუ (Erykah Badu) განახორციელებს.

იმის გამო, რომ წელს ბათუმში მხოლოდ რამდენიმე კონცერტს დავესწარი, ცოცხლად მოსმენილი ჯაზის აშკარა უკმარისობა დამრჩა, დიახ, ვთვლი რომ ცოცხლად მოსმენილი ჯაზი 51-ჯერ უფრო სასიამოვნოა ვიდრე აიპოდში მოსმენილი, 51-ჯერ ეფექტურია ვიდრე, სახლში, უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებით მოსმენილი, 51-ჯერ სანახაობრივია ვიდრე youtube-ზე ნანახი ლაივი და 51-ჯერ დაუვიწყარია ვიდრე, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტი. Read more of this post

,,მუზეუმის თაფლობის თვე”

არ ვიცი ყოფილხართ თუ არა ფულის მუზეუმში, მაგრამ მე როგორც მონეტების შემგროვებელი ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ამ დაწესებულებას… ძალიან კარგი და კეთილმოწყობილი მუზეუმია, საიდანაც კმაყოფილი გამოდის ნუმიზმატიც და ,,ერთჯერადად დაინტერესებული” ადამიანიც.

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სახელმწიფო/საქართველოს ეროვნული ბანკი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 1992

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში. მასში დაცულია: ფულის მოჭრისა და მიმოქცევის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები VI ს-დან XX ს-ის ჩათვლით: კოლხური თეთრი, ანტიკური მონეტები, სასანური დრამები, არაბული დირჰემები, ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე და სხვ.) მიერ მოჭრილი მონეტები, თურქული, რომაული, ირანული, ავსტრიული, პოლონური დახ სხვა ქვეყნების ფულადი ნიშნები, აგრეთვე ფულის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფულის მულტიმედიური გამოცემა (კომპაქტ-დისკზე).
Read more of this post

მარკმა იფიქრა ქართველებისთვის

რომ არა ფეისბუქი, ვერ გავამარიაჟებდით:

 

რა მაგარ ადგილას ვმუშაობთ

 რა “ფეშენ” ფეხსაცმელი გამოვიწერეთ საიდანღაც

 რა “სვეცკი” ფართიზე ვიყავით გუშინ

 რა სერიოზული გემოვნება გვაქვს როცა ვუსმენთ ჯექსონს მას შემდეგ რაც იგი მოკვდა

 რა გონებამახვილები ვართ როცა ვაკრიტიკებთ “პროფილს”

 რა “დასტოინი” ფოტოები გვქვას გადაღებული “რაღაცა სტუდიოში”

 რა ინტელექტუალები ვართ როცა ვაშეარებთ აკუტაგავას

 რა ფოტოგენურები ვართ ნაირ-ნაირ “ნარიადებში”

 რა კარგად გვესმის პოლიტიკა და დავცინით “სარკოზობას”

 რა მაგარი შეყვარებულები გვყავს – საყვარლები, ლამაზები, ჭკვიანები, ფულიანები

 რა კაი ტიპები ვართ იტალიაში, საფრანგეთში, ეგვიპტეში …

 რა მაგრად ვერკვევით კინოში, მუსიკაში, პოეზიაში, მხატვრობაში და ა.შ.

მოკლედ ეს სია უსასრულოდ გრძელდება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მეც ბევრჯერ მიმიქარავს და ალბათ კიდევ მივქარავ )))

ჰოდა იფიქრა მარკმა და მოიფიქრა ეს ყველაფერი ქართველებისთვის

პოსტის ავტორი ირინა ჭოჭუა

,,საფილარმონიედ” აღტყინებული ლელა

როცა ტელე-რეკლამა ვნახე, რომელიც ფილარმონიაში ლელა წურწუმიას სოლო კონცერტზე მეპატიჟებოდა, გაკვირვებისგან ოხვრა აღმომხდა: ჰოი, საოცრებავ? ნუთუ ახლა, 2011 წელს, როცა არავინ აღარანაირ ინტერესს არ იჩენს ამ ადამიანის მიმართ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა (მსუბუქად რომ ვთქვა) და მართავს სოლო კონცერტს, თანაც თბილისის ფილრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც განახლების შემდეგ 2260 ადამიანს იტევს…

დღეს დავრეკე სალაროში და ბილეთის ფასი ვიკითხე, აქ უკვე მეორე ოხვრა აღმომხდა: ,,ბალკონი – 30 ლარი, პარტერი – 40-50 ლარი”… მაშინვე გამახსენდა იგივე საკონცერტო დარბაზი, რომელიც არ გავსებულა მაშინ, როცა Uriah Heep ან ტანია მარია იდგნენ სცენაზე, ბილეთის ფასი კი 50 ლარი ღირდა (Eastern Promotion-ის ჩამოყვანილ სხვა ჯაზ-ლეგენდებზე აღარაფერს ვამბობ).

წლები გავიდა და ლელა დაიხვეწა?

წლები გავიდა და ,,ბედისწერას” ან ,,მარტოობას” ტექსტი და მელოდია შეეცვალა?

წლები გავიდა და ლელას შესრულებული ,,ჯუჯა-ლარი” მოენატრა ხალხს?

წლები გავიდა და გიო ხუციშვილთან შესრულებულ დუეტს სხვა ეშხი/პეწი და ელფერი აქვს?

სიმფონიურ ორკესტრთან შესრულების შემთხვევაში ლელა წურწუმია – ლელა ო’კონორად წარმოჩნდება? Read more of this post