სათაყვანებელი სტუმარი – “ქართველთდამცინავი”

მიკვირს და მაოცებს ქართველების აღტაცება და აღფრთოვანება, “ვაიმე, დედა, დედიკო, 14 დეკემბერს ბეზრუკოვი ჩამოდის”-ით გამოწვეული სიხარული…

bezrukov tbilisi

ვინც მიცნობს, კარგად იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს რუსულ მუსიკასთან, ლიტერატურასთან, კინოსთან, ხალხთან, რუსულ იუმორთან… მეგობრები ზოგჯერ “რუსეთუმესაც” კი მეძახიან ამ ჩემი “სიყვარულების” გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიყვარს ყველაფერი რუსული, ან ყველა რუსი. ჩემთვის ათმაგად საზიზღარია რუსული პოლიტიკა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინძური პოლიტიკა. ათმაგად საზიზღარია რუსი შოვინისტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების შოვინისტი. ათმაგად გამაღიზიანებელია საქართველოზე ნათქვამი ცუდი სიტყვა რუსისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან… Read more of this post