რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?!

ყველა ალაპარაკდა თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ გამოყენებულ ელექტრო ენერგიასთან შეფარდებით (1 კვტ ელ.ენერგიაზე 0.05 ლარი). ინიციატივას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე არ მესმის ძალიან მარტივი რამ: რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან, ან ნაგავს ელექტრო ენერგიასთან? Read more of this post

მსუბუქი ცინიზმი და მოგზაურობა წარსულში

სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა დოქტორი ემეტ ბრაუნი, რომ არავისთვის გაუნდია დროის მანქანის შექმნის საიდუმლო, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ არავინ იცის სად დატოვა ,,დოკმა“ უკვეშ შექმნილი, გამართული, გამოცდილი და ათას დროში გადამხტარი დროის მანქანა, რომლის მეშვეობითაც მომავლის შეცვლას ცდილობდა.

ემეტ ბრაუნის ახლობლები, ნათესავები, მეგობრები იქექებიან დოქტორის არქივებში და ეძებენ მინიშნებებს, რომ მიაგნონ იმ ქმნილებას, რომელზეც ყველა ეპოქაში ოცნებობდა ადამიანი… მაძიებლებს წამთ, რომ დროის მანქანის პოვნის შემთხვევაში მმართველები და მბრძანებლები გახდებიან, სულ ცოტა, დედამიწაზე მაინც…

მაგრამ… სანამ ვიღაც ეძებს, ვიღაც დამოუკიდებლად ცდილობს გამოგონებას, ვიღაც კი, საერთოდ არ ფიქრობს მასზე, რადგან არ ჯერა დროის მანქანის არსებობის, მანამდე კალამს ვიხელთებ და ფანტაზიას მივცემ გასაქანს, წარმოვიდგენ, რომ ,,დოკმა“ მე დამიტოვა მისი საამაყო ქმნილება და ჩუმად, არასაზეიმო ვითარებაში გადმომცა გასაღები… Read more of this post

უ–ტორენტობით გამოწვეული შფოთი

3 წლიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა ,,აგვისტოს 5 დღე”, გამოვიდა და რამდენიმე დღეში საგინებელი და ავადასხსენებელი შეიქნა ასეულობით ადამიანისთვის არა შინაარსის, გადაღებისა და რენის ხედვის გამო (ამ მიზეზით ალბათ ათასობით შემგინებელი ცალკე ჰყავს), არამედ მას მოყოლოლილი შედეგისთვის: ანუ, იმის გამო რომ ,,ჰოლივუდური შედევრი” პირატულად არ გავრცელებულიყო  გათიშეს ტორენტ საიტები და ვარეზები…

რეალურად რომ შევხედოთ ტორენტის მომხმარებელთა სრულ უმრავლესობას, ბოდიში მომითხოვია და – კურსორზე ჰკიდია ,,აგვისტოს 5 დღე” და ენდის სააკაშვილობა. ხალხი სხვადასხვა სერიალების, შოუების, თამაშების, მულტფილმებისა და კონცერტების გადმოსაწერად იყენებდა ტორენტ საიტებს, ახლა კი ამ ავადსახსენებელ ფილმს იწერს ყველა და ცხელ გულზე ავრცელებს და ავრცელებს. რატომ ჰგონია ვიღაცას რომ 20–25 საიტის დაბლოკვით მთელი World Wide Web-ის კონტროლს შეძლებს? საიტების დაბლოკვის შედეგად გამოწვეული აგრესია და აღშფოთება წამიერად იზრდება ფეისბუქზე და ყველა, ვინც კი კინოთეატრში აპირებდა ჰარლენის ფილმის ნახვას ,,ჯანდაბას, წავალ, ვნახავ რა გადაიღესო”–ს პრინციპით, ახლა ისინიც ჩემსავით იწერენ ამ ფილმს და პრინციპულად ამბობენ უარს კინოთეატრში წასვლაზე (არ უნდოდათ რძე და ყველი?). ეხუმრებიან ინტერნეტ მომხმარებლის გაღიზიანებას? – ნურას უკაცრავად! გამოსავალს ყოველთვის ვიპოვნით! Read more of this post

,,ნიჭიერი” ციალა მაჭარაშვილის ,,საშინაო ყოფა”

დამთავრდა ,,ნიჭიერი”, მაგრამ დღეს ნიჭიერი მონაწილის არასაფილარმონიე შაირები აღმოვაჩინე… როგორც ნახვების მიხედვით ვასკვნი ახალი არაფერი აღმომიჩენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრს არ ექნება ნანახი ეს ვიდეოები და ბარემ საკონკურსო და რასაკონკურსო, საფილარმონიე და უცენზურო შაირებს ერთად მოვუყრი თავს:

Read more of this post

განცხადება გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნების და გადარჩენის შესახებ

                 

     პეტიცია 

 ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა . გუდიაშვილის სახელობის მოედნის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ ამჟამად, ქ. თბილისის მერია აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან გუდიაშვილის მოედნზე არსებულ შენობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად ქცეული არასწორი რეაბილიტაციის გამო, არსებობს რეალური საშიშროება, შენობათა ავარიული მდგომარეობის მიზეზით დაიკარგოს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი და მის გარშემო ჩამოყალიბებული ისტორიული, ურბანული ღირებულების მქონე ქსოვილი.

 

– რამდენადაც, ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ ინვესტორის სურვილს, წვლილი შეიტანოს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საქმეში.

– ვინაიდან, ეს მოედანი, რომლის ადგილი და გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი და ამჟამად XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის შენობათა ანსამბლს წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ძველი ქალაქისათვის და თბილისის მოქალაქეების თავშეყრის, საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

– ვინაიდან, მისი იერსახე, მიუხედავად ორი უსახური თანამედროვე შენობისა, დღესაც ინარჩუნებს ავთენტურობის მაღალ ხარისხს, როგორც არქიტექტურული, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით.

Read more of this post