მაჭანკლობა იმედზე

მაჭანკალი — მექორწინე მხარეთა საქმის მომგვარებელი, შუამავალი, რომელიც გასამრჯელოს მიღების პირობით დასაქორწინებელთა, უმთავრესად ვაჟის ოჯახის, დავალებებს ასრულებდა. გადაცემა ხანუმა

ისტორიულად მაჭანკლობა განვითარდა შუაკაცთა ინსტიტუტიდან, რაც არქაული დროიდან იყო ცნობილი საქორწინო ურთიერთობებში. პროფესიონალი ეკონომიკურად დაინტერესებული მაჭანკალი საქართველოში კაპიტალისტური ურთიერთობებთან ერთად გაჩნდა. ამ საქმეს ძირითადად მისდევდნენ ასაკოვანი პირები (უპირატესად ქალები),

ვიკიპედია

ასე განმარტავს სიტყვა მაჭანკალს ვიკიპედია. ამ ტრადიციის შესახებ, ასე თუ ისე ყველას აქვს გაგონილი ცოტაოდენი მაინც: მოთხრობებიდან, ბებია-ბაბუისგან, ან თავადაც შესწრებია მაჭანკლობას რომელიმე სოფელში. ტრადიცია ბევრი იყო, მაგრამ რამდენიმე დავიწყებას მიეცა, რადგან მისი დროის თანამედროვე ადამიანი თვლიდა, რომ მის ეპოქაში მიუღებელი იყო ესა თუ ის ტრადიცია და მისი შემონახვა კარგს არაფერს მოუტანდა ხალხს. მეგონა, რომ დღეს, მაჭანკლობისა და გარიგების შემთხვევები ყველას მარაზმად მიაჩნდა, მეგონა, ყველა მიხვდა იმ ელემენტარულს, რომ საქმრო/საცოლის არჩევა სხვას არ უნდა მიანდო და თავად მიიღო გადაწყვეტილება… მეგონა, მეგონა მაგრამ ვცდებოდი… ახალი გადაცემა ხანუმა იმედზე. ეკა კახიანი,წურწუმია

ჩემდა გასაკვირად, პირადად წავაწყდი გარიგების შემთხვევას ხაშურის ერთერთ სოფელში და შეუღლებული წყვილიც გავიცანი (2011 წელს), თუმცა მაინც იმედიანად ვიყავი, რომ ეს მარაზმი მალე შეწყდებოდა და ეს შემთხვევა ,,შემორჩენილ იშვიათობად” ჩავთვალე.

2012 წელი. ახალი გადაცემა ტელეკომპანია ,,იმედზე”, სახელწოდებით – ,,ხანუმა” Read more of this post

Advertisements

სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ  და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”. Read more of this post