Pencil Art (ფოტოკოლაჟი)

This slideshow requires JavaScript.

მასაჩუსეტში მოღვაწე, უნიკალური, ფანქრის ქანდაკებების ავტორი ჯენიფერ მაესტრი, 1959 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დაიბადა.  დაამთავრა უელსის კოლეჯი და აღებული აქვს მასაჩუსეტსის სამხატვრო კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი.

მისთვის შთაგონების ძირითადი წყარო ზღვის ზღარბის ფორმა და ქსოვილია. ქანდაკებების შესაქმნელად ჯენიფერი მრავალგვარ ფანქარს, ლურსმანსა და ნაწიბურს იყენებს. ის ასობით ფანქარს პატარა, ერთინჩიან ნაწილებად ჭრის, შემდეგ თითოეულ მათგანს ხვრეტს, პირს უწვეტებს და ერთმანეთს აკერებს.

Read more of this post

,,უმადური ჰოსპიტალიზაცია”

This slideshow requires JavaScript.

ზამთრის დადგომას კახეთში  მეგობართან შევხვდი და როცა 2 დეკემბრის დილას, ნაბახუსევზე, მაღაზიის ძიებისას ლაგოდეხის ცენტრში აღმოვჩნდი, მომეჩვენა, რომ მეტისმეტად ბევრი ადამიანი ირეოდა ახლადაშენებეული ,,არქიმედეს კლინიკის” წინ, რომელიც იმდენად ლამაზი იყო, მხოლოდ დასათვალიერებლადაც კი მიიზიდავდა ხალხს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ხალხი კლინიკის ოფიციალურად გახსნას და ამ ცერემონიის აღმსრულებლებს – საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრს ელოდა. ასე გავხდი ამ ღირსშესანიშნავი ცერემონიის მომსწრე და რა თქმა უნდა დეტალებითაც დავინტერესდი:

20 საწოლიანი ,,არქიმედეს კლინიკა” საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” ააშენა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვა. კლინიკაში დასაქმებული ექიმებისა და მენეჯერების გადამზადება მოხდა ისრაელში, ხოლო დანარჩენი პერსონალი საქართველოში, რამდენიმე ეტაპად, ინდივიდუალური პროფილების მიხედვით გადამზადდა. სულ დასაქმებულია 124 ადამიანი და კლინიკას დღეღამეში 100 პაციენტის მიღება შეუძლია, ამ ყველაფრისთვის კი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ის, რომ კლინიკა ძალიან ლამაზია, ულტრათანამედროევა და მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული, ზოგადად, სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ჰოსპიტალი ფუნქციონირებს ლაგოდეხში და არა თბილისში ან ბათუმში. უმეტეს შემთხვევაში კახელებს, თბილისის საავადმოფოებში ჩამოსვლა და მკურნალობა უწევდათ, ახლა კი შეძლებენ ხარისხიანი სამედეცინო დახმარება ,,სახლში”, დედაქალაქში ჩამოუსვლელად მიიღონ. Read more of this post