დაეხმარეთ… დავეხმაროთ… ვიამაყებთ!

რეზო კიკნაძის განცხადება/მიმართვა/თხოვნა, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ვნახე ფეისბუქზე, პოსტის გაზიარებისკენ წავიღე ხელი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ ორ ადამიანზე უფრო მეტი უნდა ვთქვა, ვიდრე უბრალო შეარია.

rezo kiknadze

ბოლო წლის განმავლობაში ხშირად დავდიოდი ჯაზ-საღამოებზე. ყოველთვის მიზიდავდა და პოზიტივით მმუხტავდა იქაურობის სულის და გულის რეზო კიკნაძის საქსოფონი, მისი დამოკიდებულება სტუდენტებთან, პატარა, ახალგაზრდა და გამოცდილ მუსიკოსებთან ურთიერთობა. ის არამხოლოდ კარგი რექტორი და ძალიან მაგარი მუსიკოსია, მისი შემხედვარე ხედავ და გრძნობ, რომ ის ადამიანია, ამ სიტყვის იმ საუკეთესო გაგებით, რომელიც უმაღლესი შეფასების გასაკეთებლად აღმოგვხდება ხოლმე – ადამიანია. როცა “მოძრაობის თეატრში” ჯემსთეიშენია, დამკვრელები იცვლებიან და თითქოს რაღაც მომენტში რეზო ისვენებს, თუ მას აკვირდები ხედავ რომ რეზო არ ისვენებს. ვისკის წრუპავს და დიდი ყურადღებით უსმენს თითოეული ინსტრუმენტის ჟღერადობას, მის სახეზე მოძრაობს ღიმილი, კმაყოფილება, აღფრთოვანება, სიამოვნება და ხანდახან მსუბუქი უკმაყოფილობა. უყურებ მას და ხედავ როგორ ქომაგობს თითოელ ახალგაზრდას, როგორ ალალად უხარია მათი ფროფესიული ზრდა, ამაყობს და დაუღალავად აკეთებს მაქსიმუმს მათი წინსვლისა და მწვერვალებისკენ მიმავალი გზის გასაკვალად. იშვიათად შემხვედრია მისნაირი ადამიანი და თუ არ იცნობ (არ ვგულისხმობ პიროვნულად და “ოჯახებით” ნაცნობობას), ალბათ რთული წარმოსადგენია ასეთი ადამიანის არსებობა.

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი? უბრალოდ, არ შემეძლო სხვანაირად…

გიო კაპანაძე არ მახსოვდა “ნიჭიერიდან”, მაგრამ ძალიან კარგად დამამახსოვრდა “მოძრაობის თეატრის” ერთერთი ჯაზ-საღამოდან, როცა გაკვირვებულ-გაღიმებული სახით ვიდექი და ვერ ვიჯერებდი, რომ დრამის იმ ჟღერადობას რომელიც იქ მესმოდა ეს პატარა ბავშვი გამოსცემდა. მას მერე არაერთ საღამოს დავესწარი და უფრო და უფრო ვიხიბლებოდი მისი შესრულებითა და რიტმის შეგრძნებით. თუ შორიდან უსმენთ მუსიკას და ვერ ხედავთ შემსრულებლებს, ვერც კი წარმოუდიგენთ რომ დრამთან ეს 14 წლის ბავშვი ზის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მხოლოდ ასაკით არის ბავშვი, ინსტრუმენტთან ის უნიჭიერესი პროფესიონალია. ხოდა მართლა დიდი ცოდვა იქნება თუ ამ ნიჭს ფართე გზა და დიდი გასაქანი არ მიეცა. ეს გასაქანი კი “New School Drummer’s Collective, New York”-ია და თუ აქ სწავლა, საცხოვრებელი ხარჯების უქონლობის გამო ვერ მოახერხა, ვფიქრობ რომ დიდი დანაკარგი იქნება ქართული და მსოფლიო დრამის განვითარებისთვის.

ვისაც ხელგეწიფებათ, მოუსმინეთ რეზოს და აუცილებლად იამაყებთ, ან ყველამ ერთად შევაგროვოთ როგორღაც საკმარისი თანხა და ყველამ ერთად ვიამაყოთ. ძალიან მინდა რომ არ გაიმარჯვოს უსამართლობამ ამ შემთხვევაში და დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი წავა სასწავლებლად ნიუ იორკში.

gio kapanadze

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: