მშპ და ტურიზმი საქართველოში (2010)

უკვე რამდენიმე წელია გვესმის რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება პირდაპირპროპორციულად მოგვიტანს ძლიერ ეკონომიკას, გაზრდილ საშუალო ფენას და საზოგადებრივ კეთილდღეობას. მთავრობის ოფიციალური საიტების მონაცემებით გვაქვს კიდეც ამის პოტენციალი. საქართველოში არსებობს 12000 ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 150 მუზეუმი, 102 კურორტი, 19 ნაკრძალი, 7 ეროვნული პარკი და ა.შ.

რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, რომელსაც ტურიზმის განვითარებისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ავრცელებდა 2010 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორთა რიცხვი 2009 წლის ვიზიტორთა რაოდენობას 38%-ით აღემატებოდა. Read more of this post

Advertisements

პირველი შეხება ფოტოშოპთან

ვიქექებოდი კომპიუტერში და დაახლოებით 2 წლის წინანდელ ,,ნამუშევრებს” წავაწყდი… ჩემი პირველი შეხება ფოტოშოპთან, პოპოვის ვიდეო გაკვეთილების შედეგად გაკეთებული სამი ფოტო, მათ შორის ერთი, თვით, GIF გაფართოებით 🙂

Read more of this post

სექსუალური იდენტობა

სქესი, გენდერი, ორიენტაცია, იდენტობა

რა რა არის

სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს იმას თუ რომელი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს ადამიანს ემოციური და სექსუალური ლტოლვა.

გენდერული იდენტობა/თვითაღქმა გულისხმობს იმას თუ რომელ ბიოლოგიურ ან სოციალური სქესთან ახდენს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.

Read more of this post

,,კაი ბიჭის და ვარ, მამაჩემის ბოზი ვიყო!”

18.01.2011

დაახლოებით 16:30

მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია!

მაღალ ქუსლზე მდგარი 20-21 წლის გოგო მიმართავს მისივე ასაკის გამდარ და დაბალ ბიჭს:

– ვიღაც ახვარი ხარ შენ! რეებს მკადრებ? იცი რო კაი ბიჭის და ვარ?

– ვისი და ხარ?

– ნეტა რა შენი ტრაკის საქმეა? ღირსი კი იქნები არ გითხრა ვისი დაც ვარ და პროსტა მაგრად ვაცემინო შენი თავი! პახოდუ მეორე კაი ბიჭის შეყვარებული ვარ!

გაწითლდა, დაიბნა, გასაცოდავდა და შიშმა ამოყო თავი ენაჩავარდნილი ბიჭის თვალებიდან. გოგომ კი დაუმატა:

– მამაჩემის ბოზი ვიყო თუ რამეს ვაჭარბებდე ან ვიტყუებოდე, შე ჩმორო!

სამწუხაროდ, ჩემი სამარშუტო ტაქსი მოვიდა და ავედი… ამაზე ფიქრის დროს კი ერთი კითხვა გამიჩნდა, ეს გოგო კი უნივერსალი იყო ამ შემთხვევაში მაგრამ ზოგადად:

ნეტა კაი ბიჭის და მოერევა თუ კაი ბიჭის შეყვარებული?

 

1001 რატომ (Part 6)

,,ფიზიკა დიასახლისებს

  1. გამოცდილი დიასახლისი ჭიქაში მდუღარე წყლის ჩასხმამდე, მასში კოვზს ჩადებს. რატომ?
  2. რომელი საცვალი უკეთ ათბობს ზამთარში: ტილოსი, ტრიკოტაჟის, ბამბის თუ შალის?
  3. სიცხეში რძე რომ არ აიჭრას, რძიან ჭურჭელს დგამენ წყალში და აფარებენ ხელსახოცს, რომლის ნაპირიც ჩაშვებულია წყალში. რაზეა დამოკიდებული რძის შენახვის ეს ხერხი?
  4. რატომ ,,ხმაურობს” ჩაიდანი წყლის ადუღების წინ?
  5. რა მიზნით უკეთებენ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტს?
  6. მდუღარე წყალში შეიძლება მშვიდად ჩავასხათ მცენარეული ზეთი, მაგრამ თუ მდუღარე ზეთში ჩავაწვეთებთ წყალს, იგი გაშხეფთება. რატომ?
  7. რატომ ჭრიან თხელ ნაჭრებად ვაშლს, მსხალს, კომშსა და სხვადასხვა ბოსტნეულს, რომელთა გახმობაც სურთ?
  8. შეიძლება თუ არა თერმოსში გაყინული პროდუქტების შენახვა? ანუ მისი გამოყენება ,,მაცივრად”?
  9. ყინვიან დღეს ღია სარკმელში სქელი ნისლი შემოდის როცა ოთახში თბილა. რატომ?
  10. თუ წაბლს მოვათავსებთ ცხელ ნაკვერჩხალზე, იგი დასკდება ძლიერი ტკაცანით. რატომ?

  1. ლითონის კოვზი კარგი თბოგამტარია, იგი სითბიოს შთანთქავს მდუღარე წყლისაგან, ამით დიასახლისი მინის ჭიქის მოსალოდნელ გახეთქვას იცილებს თავიდან.
  2. ტრიკოტაჟის და შალის. მათი ბოჭკოები მეტი რაოდენობით შეიცავს ჰაერს, რომელიც ცუდი თბოგამტარია.
  3. ხელსახოციდან წყლის განუწყვეტელი აორთქლება იწვევს რძის გაცივებას.
  4. ჭურჭლის ფსკერზე წარმოქმნილი ბუშტულა, რომელშიც წყლის ორთქლია, ადის მაღლა, წყლის ცივ ფენაში მოხვედრისას მოცულობაში მცირდება. მასში მოთავსებული ორთქლი კონდენსირდება და ბუშტულა სკდება. ბუშტულების მასიური გასკდომა იწვევს ხმაურს.
  5. ორთქლის გამოსასვლელად. თუ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტი არ ექნება, წყალი შეიძლება ჩაიდნის ცხვირიდან გადმოიღვაროს.
  6. ზეთის ტემპერატურა წყლის დუღილის ტემპერატურაზე მაღალია. როდესაც წყალი მოხვდება მდუღარე ზეთში სწრაფად ორთქლდება და ზეთს აშხეფებს.
  7. თხელ ნაჭრებად დაჭრის შემთხვევაში, აორთქლების ზედაპირი იზრდება და ამით გახმობის პროცესი ჩქარდება.
  8. შეიძლება! (ბევრს ჰქონია, რომ თერმოსს მხოლოდ ცხლად შენახვა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის )
  9. გარეთა ცივი ჰაერი ოთახის თბილ ჰაერს იმდენად აცივებს, რომ მასში მყოფი ორთქლი კონდენსირდება და წარმოიქმნება ნისლი – ჰაერში წყლის წვრილი წვეთების დიდი რაოდენობა.
  10. ჰაერი, რომელიც მოთავსებულია წაბლში, გახურებისას ფართოვდება და ძლიერი ტკაცანით აპობს მის კანს.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 4 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 5 – ფიზიკა და ტრანსპორტი

ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #4

Revaz Baramidze
ერთი გოგოს გადაკოცნის მერე ჩემს სახეზე იმდენი ტონალური კრემი დარჩა რომ 3 წუთია მთელ სახეზე ვინაწილებ.

Lexo Machavariani
ღარიბი ქვეყნის დამახასიათებელი ორი ნიშანი – ბევრი ეკლესია და ბევრი ლატარია

Soso Dolidze
ბიჭს მამა მოუკვდება, წვერი არ აქვს და კრანს მოუშვებს

Kate Alukard
Приходит муж домой и видит картину: сидит жена, а вокруг толпа мужиков.
М: КТО ЭТО?
Ж: А, это члены моего кружка.
Наследущий день приходит жена домой и видит картину:сидит муж, а вокруг толпа девушек.
Ж:КТО ЭТО?
М: А это кружки моего члена!

უდროო ამბები
დღეს შობის მარხვა დაიწყო, ამასთან დაკავშირებით დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მარხვის გახსნილებამდე სკოლის დირექტორთა სისხლს არ დალევს.

Ani Chankotadze
ვახ ჩოხაო, რა შიგან ხარ, ვით გვარიდებ ყოველს გჭირსა, კაცი შენგან შემოსილი ემსგავსება მამაც გმირსა, შენ იფარავ ნამდვილ ქართველს, ძიძიგურის შვილს დაა ძირსა, პოსტმოდერნი შეიფარებს კაცსა შენგან განაწირსა!))) ( C) ლელა გაფრინდაშვილი

Lado Lomidze
Durex-მა ახალი, ზამთრის პრეზერვატივები გამოუშვა, ახლა უკვე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

Cyb Mcloud
ბიჭი ეკითხება გოგოს:
რომის პაპი და მე რო დავრჩეთ ბოლო ადამიანები დედამიწაზე ვის აირჩევდი?
– რა თქმა უნდა შენ
– ხოო? – ზა ტო მე შენ კი არა რომის პაპს გავჟიმავდი!

David Doody Kurdadze
მღვდლის ცოლი აღსარებაზე მეუღლესთან:

– ხო იცი რაც?
– ღმერთმა შეგვინდოს.

Irina Egoisti Kvelidze
Baby, baby , baby , AAH!!!
Dad walks in : “Are you listening Justin Bieber”
Kid : “No , i am watching porn”
Dad: ” Oh , thanks God”

Part 1

Part 2

Part3

რეპორტაჟი კარალეთიდან – ისევ ,,აგვისტოს“ ამბები

30-მდე ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტით სავსე 22-კაციანი მიკრო-ავტობუსი გზატკეცილზე ,,მიაგელვებს“, სიჩქარე ზოგჯერ 50 კმ/სთ-საც კი აღწევს… ვიღაცის დასმულ კითხვაზე: ,,რამდენ ხანში ჩავალთ?“, ხუმრობით ვპასუხობ: ,,საერთოდ, ტრანსპორტით საათ-ნახევარი ჭირდება, მაგრამ ,,ამით“ როდის ჩავალთ თქმა გამიჭირდება“… ჩვენ, ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მივდივართ, ომის შედეგად დაზარალებულ ხალხთან გასასაუბრებლად და მათი დღევანდელი საცხოვრებელი პირობების სანახავად…

როგორც იქნა მივაღწიეთ! მიკრო-ავტობუსი გზატკეცილიდან უხვევს და ვხედავ წარწერას დაფაზე ,,ცხინვალი“, სწორედ ამ მომენტიდან ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივ, მშვიდ სოფელში არ ვარ. სამმა ,,ბეტეერმა“ ჩაგვიარა, სამხედრო ,,პიკაპები“ პატრულირებენ და თითქმის ყველა შემხვედრი მამაკაცი სამხედრო ფორმით დადის. ვიღაც ხუმობს: ,,საახალწლოდ ამ სოფლებში სანტა კომუფლირებული ქურქით მოდისო“.

კარალეთში ჩამოვდივარ… პირველივე, რაც თვალში მხვდება გადამწვარი და დანგრეული სახლებია. ზოგი ისეა დანგრეული, რომ ვერანაირი რეკონსტრუქცია ვერ უშველის, ზოგს კი ეტყობა ომის კვალი, თუმცა რამდენიმე ოთახი გაურემონტებიათ და სახლის მეოთხედ ნაწილში ცხოვრობენ.

 

როგორც მოსახლეობისგან გავიგე კარალეთზე საჰაერო თავდასხმა არ განხორციელებულა, ყველა დანგრეული სახლი ოსი და რუსი ჯარისკაცების მიერ, რაღაც ფქვილივით თეთრი, ფეთქებადი ნივთიერებით იყო გადამწვარი. რამდენიმეჯერ კი ბენზინიც გამოუყენებიათ.

ნახევრად დამწვარი სახლის ჭიშკართან ხნიერი ქალბატონი ზის, რომელსაც პატარა ძაღლი უწევს ფეხებთან და წკმუტუნებს, სავარაუდოდ შიმშილისგან, თუმცა შეიძლება ფეხის ტკივილიც აწუხებს, რადგან ჩემი მიახლოებისას არც კი განძრეულა… ქალბატონს ვთხოვ, რამდენიმე სიტყვით გაიხსენოს აგვისტოს ომის გავლენა მის ოჯახზე. Read more of this post