მაშინ, როცა…

მაშინ, როცა სტამბულიდან დადებითი ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბრუნდები, დაესწარი საყვარელი როკ-ჯგუფის კონცერტს და მშვიდად (ან, არც ისე მშვიდად) გეძინა ლურჯი მეჩეთის კალთებთან დაცემულ კარავში… როცა ჯერ კიდევ ,,Strange Kind of Woman” ჩაგესმის ყურებში და თვალწინ ბებერი გილანი გიდგას, ტელევიზორს რთავ და რეალობას უბრუნდები… ხედავ ამბოხებულ ხალხს, რომლებიც ნიღაბაფარებულნი, ხელჯოხების ქნევით მშვიდობიან პროტესტზე საუბრობენ; ხედავ სპეცრაზმელ ჯარისკაცებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ,,მშვიდობიან მომიტინგეებს” და თავისა და სახის არედან მჩქეფარე სისხლიც არ მოქმედებს მათზე, რომ ხელი აუკანკალდეთ, გაჩერდნენ ან სხვა მომიტინგისკენ მიმართონ ძვლისმსხვრეველი ხელკეტი.

ორივე მხრიდან წარმოჩენილი უკიდურესობა ზიზღს გგვრის და სურვილი გიჩნდება ტელევიზორი ,,მაჩკა” პარკში მოწყობილ სცენად იქცეს, ისევ გლოვერნაკლულ Deep Purple-ს ხედავდე და მსოფლიოს ყველა დროის, ერთერთ, საუკეთესო ვოკალიოსტს უსმენდე, მაგრამ ტელევიზორი ტელევიზორად რჩება და მშიერ ხალხს, კვლავ უმოწყალოდ სცემს მაძღარი სპეცრაზმი… მიტინგზე შეკრებილმა ხალხმა არ იცის რას ითხოვს, რა მიზანს ემსახურება მათი ქალაქის ცენტრში დგომა, უბრალოდ შიათ და შეპირებულმა საკვებმა და მცირეოდენი ფულის აღების იმედმა მიიყვანა იქ…

პურს იღებენ, სანახაობის შექმნა კი თავად უწევთ

არც სპეცრაზმელმა იცის რა დაუშავა იმ ადამიანმა, რომელსაც ასე გამეტებით ურტყამს, მაგრამ არ უნდა, მის ოჯახსაც მოშივდეს და შვილს ჩიტის რძე მოაკლდეს.

Read more of this post