რა დედისტყვნა გინდა, ერო?!

“ქართველებს მეზარბაზნეები არასდროს გვყოლია” და ალბათ არც არასდროს გვეყოლებიან, იმიტომ რომ ყოველთვის გვყავდა ის გამყიდველი, რომელსაც საქართველო ერთ ადგილას ეკიდა და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებდა.

ამ ნაბიჭვართა რაოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. მხოლოდ ბოლო თვეში ნანახი და მოსმენილი ფაქტები რომ შევაგროვოთ, დავინახავთ თუ როგორი საგანგაშო სიტუაცია გვაქვს.

დავიწყოთ პაატა ბურჭულაძით. ადამიანი, რომელიც პატრიარქის შემდეგ, მგონი ყველაზე მეტად უყვარს მოსახლეობას და უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ერში (თან საუბედუროდ, პოლიტიკაში მოსვლასაც აპირებს როგორც ვატყობ), ამბობს ამ სიტყვებს:

ქართველებსაც არავინ ჰყავთ უფრო ახლობელი ერი, ვიდრე რუსეთია. დაწყებული რწმენითა და დასრულებული მენტალობით. მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან – ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ. (სრული ინტერვიუ)

სოსო პავლიაშვილი, გარუსებული ქართველი, რუსული ესტრადის კავკასიური სისხლი და ქარიზმა, საკუთარ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ამაყად ამბობს:

რეგიონი, რომელსაც ახლა დავასახელებ, ნამდვილად ბრილიანტია რუსეთის იმპერიისა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მთელი რუსეთი გრძნობს სიყვარულსა და ერთგულებას რეგიონისას, რომელსაც ჰქვია – ჩემი კავკასია!

იქვე ამბობს ამ სიტყვებსაც:

А сейчас мне хотелось бы спеть песню о моей стране – о России. Да, я грузин и мои корни там, также как и душа, но люблю я Россию. Я всегда говорил и буду говорить, что Россия великая страна (სტატია სრულად)

შემდეგი, ასევე გარუსებული, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა. ტელეკომპანია იმედმა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ტელეშოუ “ვოისის” ჟიურიში ქეთა უნდა მჯდარიყო და მალე ჩამოვა. არ ვიცი, გაქვთ თუ არა მოსმენილი, მაგრამ მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ ქეთას ნამღერი “нам нужна одна победа”-თი, რომელიც 9 მაისისადმი მიძღვნილ “ძერჟავულ” კონცერტზე შეასრულა:

От Курска и Орла война нас довела
До самых вражеских ворот такие брат дела
Когда-нибудь мы вспомним это
И не поверится самим
А нынче нам нужна одна победа
Одна на всех мы за ценой не постоим

Нас ждет огонь смертельный
И все ж бессилен он
Сомненья прочь уходит в ночь отдельный
Десятый наш десантный батальон

ჯონდი ბაღათურიას ალბათ არც არაფერი უნდა მოვთხოვოთ და შეიძლება არც ღირს მისი აქ ჩასმა, მაგრამ მაინც ძალიან ტეხავს, ქართველი პოლიტიკოსების ასეთი აზროვნება:

რუსეთი არის მოკავშირე და ჩვენი მოძმე ქვეყანა, რომელთან ერთადაც ჩვენ აქამდე შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფო. რუსი ჯარისკაცის და რუსი ხალხის სისხლის ფასად (ბუნებრივია, მათ ქართველებიც ედგნენ მხარში), დავიბრუნეთ საქართველოს ტერიტორიები, აჭარა გამოვგლიჯეთ თურქეთს, იმ თურქეთს რომელსაც დღეს ძმებს უძახიან, რუსების დახმარებით დავიბრუნეთ ახალციხე და ახალქალაქი და დღეს შენარჩუნებული გვაქვს სახელმწიფო. (სრული ინტერვიუ)

შემდეგი სირცხვილი ზვიად სიჭინავას სადღეგრძელოა, რომელიც ამბობს:

სოხუმი ძალიან მიყვარს. აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს ჩემთვის. ეს მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის. ეს არის ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ყბაში მიმიღია, სადაც მიჩხუბია… მე ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა დავლიო სადღეგრძელო ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, აქვს დანიშნულება, სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიდის. (ვიდეო).

ამ ხალხის გვერდზე აუცილებლად უნდა მოვიხსენიო ის კახელი მევენახე, რომელიც ამბობს: სახელმწიფო ვერ გვეხმარება, ავიღებთ სეტკას, შემოვღობავთ კახეთს და რუსეთს შევუერთდებით. რუსებს ფულიც აქვთ და ქართული ღვინოც უყვართ, ისინი მოგვხედავენო. სამწუხაროდ, ვეღარსად მივაგენი ვიდეოს და ეს ის წინანდადებაა, რომელიც დამამახსოვრდა. (თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი ვიდეოზე, გთხოვთ კომენტარებში დამიტოვოტ და ჩავსვამ პოსტში).

აქვე მინდა შევეხო თავიდან აგორებულ სტალინის დიდების თემას. გორში გახსნილი სუპერმარკეტი სტალინის სურათით და ზომბების აქცია “დიდება დიდ სტალინს!”

stalin market

stalin

ეს დედამოტყნული, რით ვერ შეთანხმდა ერი და მსოფლიო, რომ სტალინი იყო დედამოტყნული ტირანი და არ უნდა ვაღმერთებდეთ, არ უნდა მივტიროდეთ, არ უნდა “ვაპრავდებდეთ” იმით რომ მსოფლიო დონის პიროვნება იყო, ისოტრია შეცვალა და პატივი უნდა ვცეთო. სტალინს ძაღლი მიაკვდა სულში, დაივიწყეთ და პატივი საქართველოს ეცით, მოვლა-პატრონობით გამოხატეთ სიყვარული და არა კერპთაყვანისმცემლობით.

გვგონია, რომ ასეთი ხალხი ცოტაა, თითზეჩამოსათვლელია და ძირითადი მასა ნორმალურად აზროვნებს, მაგრამ თუ კომენტარებს წაიკითხავთ ამ ფოტოების ქვეშ, ქეთა თოფურიას მიმართვის ვიდეოს ქვეშ, “რუსეთი ჩვენი ერთადერთი საიმედო მოკავშირეა” სტატია-ინტერვიუების ქვეშ, ნახავთ, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ, სირცხვილის შეგრძნება დაკარგულია და ღრმად ვართ უკანალში. გახსოვთ ალბათ ძველი იუმორისტული სიმღერა “უკანალი აქვს თურმე ყველას, სპილოს, ძროხას, ტურას და მელას”. “ყველაფერი მიდის, მარტო უკანალი რჩება”. თუ ამას დავუკავშირებთ, უნდა ვთქვათ, რომ უკანალი კი ყველას აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს “არაფრის ტრაკი არ აქვს”, ოღონდ უკანალი იგრძნოს თბილად და სითბოს მომტან გზებს არაფრად აგდებს, ყველაფერზე თანახმაა. ხოლო ყველაფერი რომ მიდის და მარტო უკანალი რჩება, ის არის რომ მთელი მსოფლიო წინ მიდის, შენდება, ვითარდება, ჩვენ კი უკანალში ვრჩებით და არსად მივდივართ.

არ ვიკითხავ საით მივექანებით-მეთქი, არ მიყვარს ეს ფრაზა, მაგრამ სტატიაში უცენზურობის გამო, ბოდიშის მოხდით ვიკითხავ – რა დედისტყვნა გინდა, ერო, რა გინდა?!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to რა დედისტყვნა გინდა, ერო?!

  1. siqer says:

    გამარჯობა, გამიხარდა ასეთი გულისტკივილით კიდევ ერთი ადამიანი რომ ვნახე, იმაზე დავამატებ გორში არ ვიცი რა მარკეტინგული ხრიკით ხსნიან, მაგრამ ის მაღაზია სტალინის სახლმუზეუმის გვერდზეა, ახალი გახსნილი არაა, უბრალოდ ის სიფათი მიატყლიპეს და სუვენირებიო უწერიათ. ისე გორში ცოტა ასაკოვან ხალხში მაინც არის სოსორასტობის შეგრძნება და როდის ეშველება ან თუ ეშველება ვერავინ იტყვის.

  2. giorgi says:

    stalini magari kaci iko ras erchiii vin mixedavs qveyanas saqartvelos mimxedavii arsad ar chans yvela tavisi jibis gasqelebaze zrunavs

  3. zviad xorguashvili says:

    shen getyoba damoukidebel saqartveloshi daibade da azrze ar xar am cxovrebis. turqebic davinaxet vin arian chventvis, amerikelebic davinaxet da chveni mtavrobac davinaxet, yvelas qartveli xalxis xmareba undat. da yvela cudshi ircheven naklebad cuds. scored rusetia naklebad cudi . ert rames itxovs ro, chvengan safrtxe ar iyves. chen kide xan raketebs uyenebt xan tankebit vemuqrebit. mokled turqeti ro ajarashi shemovides rusetis garda veravin gvishveli,

  4. Rode says:

    ერს დედისტყვნა უნდა, და სამწუხაროდ, პირდაპირი გაგებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: