Be Careful – Suck Djarum!

სიტყვას ჰაერში ვყრი,

სიტყვას ჰაერში ვყრი,

სიტყვას ჰაერში ვყრი!

ამ წინადადების თქმა, თან 3-ჯერ ,,გრეხი” და ,,არაქურდული” იყო ჩემ ბავშვობაში, მაგრამ იძულებული იყავი გეთქვა მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, მაგალითად, რომ არ ,,შეგწეროდა” რამე…

ახლა კი, სრულიად ,,არაქურდულად” ერთერთ პოსტს ,,ჰაერში ვისვრი”, ანუ ბოდიშს მოვიხდი იმ კრიტიკისთვის, რომელიც დიდი ხსნის წინ ,,ჯარუმმა” დაიმსახურა ჩემგან… რაც დაიწერა, მიდა რომ ეწეროს და ბლოგიდან არ წავშლი, მაგრამ აზრი შემეცვალა და სწორედ ამ ,,ახალს” მოგახსენებთ ახლა…

მაშინ, როცა ის პოსტი დავწერე ,,ჯარუმზე”, სულ რაღაც 1 კოლოფი მქონდა მოწეული და პირველი შთაბეჭდილების სწრაფი გადმონთხევა იყო… იმის შემდეგ არც კი მომიწევია საერთოდ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, ძმაკაცმა (მ)იყიდა და მოვწიე… მოვწიე და პირველივე, რაც გამახსენდა ჩემი პოსტი იყო… გამიკვირდა საკუთარი თავისგან, რომ ის რაც ახლა ასე მესიამოვნა, თავის დროზე გავაკირიტიკე და აღარ გავკარებივარ… მოკლედ, ნამუსმა შემაწუხა… უსამართლოდ მოგექეცი – ,,ჯარუმ” ❤

რა თქმა უნდა ,,Djarum Black”-ზე ვსაუბრობ… მთელი კოლოფი ისე მოვწიე, რომ მოკიდებამდე ნახევარი საათის განმავლობაში, უბრალოდ, ვყნოსავდი სიგარეტის ღერს და დარიჩინის არომატით ვერთობოდი; პირველივე ნაფაზის დარტყმის შემდეგ ტუჩს ვილოკავდი და იმ ტკბილი გემოთი ვტკბებოდი, რომელიც ფილტრს აქვს; ამ ყველა სიამოვნებასთან ერთად კი ტკაცუნიც მართობდა, რაც ძალიან სიამოვნებს ყურს…

არ მინდა პროპაგანდა გავუწიო სიგარეტს და ვინმეს მოწევისკენ მოვუწოდო, მაგრამ ვინც უკვე ეწევა და არც ისეთი სტაჟიანი მწეველია, რომ ,,ჯარუმი” მსუბუქად მოეჩვენოს, მაშინ მათ ვურჩევდი, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთონ და დატკბნენ დარიჩის არომატით გაჟღენთილი ,,Djarum Black”-ით…

Be Careful – Suck Djarum!

Happy Birthday Jesus!

Happy Birthday To You,

Happy Birthday To You,

Happy Birthday Dear Jesus

Happy Birthday To Youuu…

 

 

 

 

Read more of this post

ახალი წლის დამკვეთები… უნდა აღვნიშნოთ თუ არა ახალი წელი?!

ახალი წელი არის შეკვეთილი დღესასწაული და ვეცდები დამკვეთებს მივაკვლიო:

  • ფეიერვერკის (ან ფოიერვერკის) მწარმოებელი კომპანიები… (,,ხლაპუშკები” და მისთანანიც აქ შედის)
  • ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიები.
  • ხის მჭრელი ადამიანები (ლიცენზიით მჭრელი და ულიცენზიოდ მჭრელი).
  • უმუშევარი კაცები, რომლებსაც წითელი მოსასხამი და ხელოვნური, თეთრი, წვერი აქვთ სახლში.
  • უმუშევარი ,,ლამზმანები”, რომლებსაც თეთრი მოსასხამი და ქერა ნაწნავები აქვთ.
  • ნიგვზის პლანტაციების მეპატრონეები.
  • პურის საცხობი ქარხნები, იგულისხმება ლავაშზე და შოთზე მომუშავე საცხობები… (საშუალოდ, ერთი თბილისური ოჯახი იმდენ ლავაშს ყიდულობს 31 დეკემბერს, რამდენსაც დარჩენილი 363-364 დღის მანძილზე ერთად).
  • ქართული ესტრადის ვარსკვლავები (წურწუმია, სეფაშვილი და მისთანანი).
  • ტაქსისტები.
  • ,,რატომღაც” ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთერთი დამკვეთი ,,კოკა-კოლაც” არის.
  • ხეზე მომუშავეები, კონკრეტულად – მეჩიჩილაკეები.
  • ასევე ერთერთი დამკვეთია სტეფანეც, რომელმაც შეუკვეთა ახალი წელი, დაელოდა ,,Wham”-ს როდის ჩაწერდა ,,Last Christmas”-ს, მერე კი გადააკეთა და ბალიშის ქვეშ შეგვაყოფინა ხელები.

ახლა კი დავფიქრდეთ რისთვის აღვნიშნავთ საერთოდ ახალ წელს? ნუთუ სხვა დროს არ შეიძლება, ,,საზეიმო განწყობა” შეგქვექმნას?

წარმოიდგინეთ, თუკი არ აღვნიშნავთ ახალ წელს:

  • არ გაგვაყრუებს ბათქა-ბუთქი და სიმშვიდეში ვიცხოვრებთ.
  • დავზოგავთ ფულს ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების არ-შეძენით… ჩიჩილაკის 4-5 ლარიც აქ შედის…
  • არ გაიჩეხება ხე-ტყე, კონკრეტულად – ნაძვი.
  • შვილებს გავზრდით ტყუილის გარეშე და არ ვეტყვით, რომ არსებობს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი… ,,სნეგუროჩკა” და ფიფქია-ფერიაც აქ შედის…
  • ნიგოზს შევიძენდით 7 ლარად (ია ტაკ დუმაიუ).
  • არ დავდგებოდით ლავაშის რიგში, იმის გამო რომ სტუმართან არ შევრცხვეთ ,,ჩვეულებრივი პურის” სუფრაზე დადებით.
  • წურწუმიას, სეფაშვილს და მათ მსგავსებს არ გადაუხდიდნენ ფულს ახალი წლის შესახვედრად სიმღერისთვის, რის შედეგადაც მიხვდებოდნენ, რომ სიმღერა არ არის შემოსავლიანი, დაეუფლებოდნენ სხვა პროფესიას (ოჯახების სარჩენად) და ჩვენი ყურებიც დაისვენებდა ,,გაღიმებული პატარისა” და ,,ღამე ქუჩას გაყოლილი” ფიქრებისგან…
  • არ დავთვრებოდით ისე და ისეთ ადგილას, რომ ტაქსით წასაღები ვიყოთ სახლში.
  • კოკა-კოლას ალბათ ისევ დავლევდით, ნუ ფანტას მაინც ❤
  • სტეფანეც ვეღარ შეგვაყოფინებდა ხელებს ბალიშის ქვეშ და ჩვენც, კაცურად, ჯიბეში ხელებჩაწყობილები ვივლიდით…


სახელმწიფო პროპაგნდა თუ უბრალო დამთხვევა?!

იშვიათად ვუყურებ საინფორმაციო გადაცემებს ტელევიზიით და საერთოდ ტელევიზორსაც (არამგონია სიახლე იყოს ვინმესთვის), მაგრამ ამ 2 დღის განმავლობაში ზურგსუკნიდან მომავალმა საინფორმაციო გადაცემების ხმამ მიიზიდა ჩემი ყურადღება, კერძოდ კი იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა არზე, ინტენსიურად საუბრობენ ქართველი სამხედროების ავღანურ ყოფაზე… გასაკვირი არაფერი იქნებოდა ჩემთვის, თუკი ეს არხები რაიმე თვალშისაცემ ახალ ამბავს (News) გაავრცელებდნენ, მაგრამ ქართული გონტინგენტის ავღანეთში ყოფნა არავისთვისაა სიახლე… მაშ რატომ გადაწყვიტა სხვადასხვა ტელევიზიამ მაინცდამაინც ეს თემა, ერთდროულად გაეშუქებინათ?

საინფორმაციოდან გვატყობინებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ყველაზე რთულ და ცხელ წერტილში არიან განლაგებულნი, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ყველაზე კარგად ახერხებენ მშვიდობის დამყარებას სოფლებში, ავღანელები სიხარულისგან ხტიან ქართველების დანახვაზე და ყველამ ძალიან შეიყვარა ,,ჩვენი ბიჭები”… გვეუბნებიან რომ კარგ პირობებში ცხოვრობენ ქართველები და კარგად არიან მოწყობილნი, აქვთ სრული თავისუფლება (თავისუფალ დროს), აკეთებენ იმას რაც მათ სურთ, შეუძლიათ კომპიუტერით სარგებლობა და გართობა სხვადასხვა გზით… რაც მთავარია ქართველები ყველას უყვარს და დიდ პატივს სცემენ… ნუთუ თალიბებსაც უყვართ? Read more of this post

ჩემი საშობაო სიმღერები

საუკეთესო და უსაყვარლესით დავიწყებ

Read more of this post

ბლოგი-მოგი ხალხი და Karaoke Party

სამშაბათს საქართველოს ბანკის ფეისბუქის ფეიჯზე, თვალი მოვკარი მიმართვას ბლოგერებისადმი, სადაც 40-მდე ბლოგერს კარაოკე ფართიზე ეპატიჟებოდნენ, მაშინვე გამოვთქვი დასწრების სურვილი და პასუხს დაველოდე… პასუხმაც არ დააყოვნა (არადა ბევრი გაითანგა ლოდინით :)) და მეორე დღესვე მომივიდა ,,თან წაიღეში” მოსაწვევი წერილი…

8 საათზე კაფეში მისვლამდე ვფიქრობდი, ნეტა რა მინდა იქ? 40 ბლოგერის ერთად ნახვას რა გაუძლებს? საშინელი ყაყანი, არეულობა და ,,დომხალი” იქნება-მეთქი… მერე კი გადავწყვიტე: წავალ, მონატრებულ სახეებს ვნახავ, ახლებსაც გავიცნობ იქნებ ივარგოს ვინმემ და სამომავლოდ მონატრებულ სახედ იქცეს, თუ არ მოვიხიბლე იქაურობით, დავთვრები და წამოსვლამდე ერთს მაინც ვიმღერებ-თქო… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ჩემი ნააზრევი ,,ჰაერში ავყარე” (არაქურდული საქციელი) და სიამოვნებისგან ვცქმუტავდი (ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მე ხო ვიცი რო ვცქმუტავდი)… ეს იყო საღამო, რომლის მსგავსიც არასდროს გამიტარებია და ვერ წარმომიდგენია უკეთესი დროის გატარება ამდენ ბლოგერთან ერთად… Read more of this post