მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა

წინა პოსტში, როცა სადაზღვევო თემას შევეხე, აქცენტი მიმართული მქონდა ტელევიზიების დამოკიდებულებაზე ამ სფეროს მიმართ, ანუ ანტი-სადაზღვევო პროპაგანდაზე, ახლა კი, ზოგადად, დაზღვევას და რა თქმა უნდა უმთავრესს – სამედიცინო დაზღვევას მინდა შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის სპეციფიკა დიდად არ გამეგება, ჩემი აზრის დაფიქსირება მაინც გადავწყვიტე…

,,კაცობრიობის განვითარებასთან ერთად შეინიშნებოდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისათვის საჭირო თანხების გადახდა და შესაბამისად ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.“ Read more of this post

ბრძოლით, ჟინით, თავდადებით მოტანილი გამარჯვება!

ბრძოლა, ჟინი, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!

ეს არის ქათული სპორტის ქომაგთა ერთერთი ლოზუნგი და მთავარი შეძახილი და სწორედ ამ შეძახილის ასრულება მოხდა გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე…

არ დავიწყებ თამაშის განხილვას და იმაზე საუბარს თუ რა მაგრად ითამაშა დაცვამ, მეკარემ, მთელმა გუნდმა… როგორ გამოცოცხლდა თამაში მეორე ნახევარში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ და როგორ ფროფესიონალურად, როგორც იტყვიან ,,ხუთიანზე” გააკეთა ყველაფერი მარცვალაძემ, კობიაშვილმა კი უშეცდომოდ და მიზანმიმართულად გადაგზავნა ბურთი ხორვატიის ნაკრების კარში… (მაინც შემომესაუბრა :)) Read more of this post

ცეცხლოვანი ფოტო-კრეატივი

ერთერთ რუსულ ფორუმზე წავაწყდი ამ ძალიან მაგარ ფოტოებს და რისი გაგებაც მოვახერხე, მხოლოდ ის არის, რომ მათი ავტორი არის 28 წლის ვინმე –  ,,პოლტერგეისტი”, რომელიც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ცხოვრობს…

კოქტეილი

თაიგული

Read more of this post

დოპსი, ,,ჯოჯოხეთის ამწეები”, ბლუზი და დაუვიწყარი სიამოვნება

კონკრეტულად არ მახსოვს რომელიმე პოსტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაწერილი მექნება ისეთი რამ, სადაც ჩემი ემოცია ჩანს, მკითხველი ხედავს ამას, შეუძლია საკუთარი თავი წარმოიდგინოს ჩემ ადგილზე და დაახლოებით მაინც იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძნობდი იმ კონკრეტული პოსტის წერის პროცესში… მაგრამ რის შესახებაც ახლა ვწერ, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ამ ზე-ემოციის პოსტში ჩადება და გაზიარება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შესაგრძნობლად  აუცილებელია, ყოფილიყავი ივენთ ჰოლში 22 მარტის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე…

მოკლედ, გუშინდელი ჯაზ-სერიების დახურვა – Dwayne Dopsie-სა და უძლიერესი ჯგუფის Zydeco Hellraisers-ის კონცერტი, ჩემთვის მართლა დაუვიწყარი და ერთერთი საუკეთესო იქნება ალბათ… ვყოფილვარ ჰიუ მასაკელას კონცერტზე, სადაც უდიდესი სიამოვნება მივიღე და იქ დაგროვილი ემოცია რამდენიმე დღის მანძილზე გამყვა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვეინ დოპსიმ დაჩრდილა, თვით, მასაკელაც კი (ნუ იფიქრებთ რომ მასაკელას ხაზი გადავუსვი ამით, ეს უბრალოდ შეუძლებელია და ,,ნამუსიც კარგი საქონელია”)… Read more of this post

ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

საქართველოს ბანკისა და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO -ს ტრადიცია გრძელდება… ჯაზ-სერიები კი სრულდება და სრულდება ნიუ-ორლეანელი ცეცხლოვანი აკორდეონისტის – დვეინ დოპსის ბლუზური საღამოთი…

არ იცით ვინ არის დვეინ დოპსი? არაუშავს… არც მე ვიცოდი, სანამ მისი ჩამოსვლის ამბავს გავიგებდი… მაგრამ რომ გავიგე ოოო… მხოლოდ მაშინ ვინანე, რომ მანამდე არ ვიცნობდი. კარგი ვინმე ყოფილა, გადასარევი და ,,ჩასაყლაპიო” (ასეც ამბობენ), თუმცა მამამისი ზაიდეკოს (ბლუზის ერთერთი მიმდინარეობა) მეფე (როკინ დოპსი) ყოფილა და რა გასაკვირია თუ შვილი არანაკლებ ნიჭიერი გამოვიდა? – მამულს ხომ ის ურჩევბნია, რომ შვილი მამას ჯობდეს? Read more of this post

,,Fashion დიქტატორი” – მუამარ კადაფი

No Comment ფოტოკოლაჟი  🙂

Read more of this post

,,ბირთვული ნინძა” – სასიკვდილო მისია იაპონიის გადასარჩენად

რამდენიმე “გმირმა”, რომლებიც,  ფუკუშიმას დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე, ურანის სრული დნობის თავიდან ასაცილებლად მუშაობენ, თავიანთ ახლობლებს უთხრეს, რომ არ დალოდებოდნენ მათ ცოცხლად დაბრუნებას სახლში. იაპონიის მედიამ 180 ელიტურ ტექნიკოსს “მებრძოლი სამურაები” და “ბირთვული ნინძები” შეარქვა, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების კრიტიკული დოზა, თავის ცოლს უთხრა: “გთხოვ გააგრძელე ცხოვრება, მე დიდი ხანი ვერ დავბრუნდები სახლში”.

ერთ-ერთის პატარა ქალიშვილმა კი ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა: “მამაჩემი ატომურ ელექტოსადგურში წავიდა. არასდროს მინახავს რომ დედაჩემს ასე მწარედ ეტიროს.” გოგონა ევედრებოდა: “მამა გთხოვ დაბრუნდი სახლში.”
Read more of this post