Tbilisi Open Air 2013 – მიმოხილვა

tbilis-open-air-2013

ჯერ იყო და დღეებს ვითვლიდი 5 ივნისამდე, გახდა ხუთი და საათების თვლა დავიწყე, ვცქმუტავდი და ვერ ვითმენდი ფესტივალის დაწყებამდე. რაღა თქმა უნდა ადრე მივედი დინამო არენაზე და ყველა სექტორის შემოვლა გადავწყვიტე, მოვიარე ყველა ადგილი და კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ არსაიდან ყოფილა სცენა იმდენად შორს, რომ მსმენელი უკმაყოფილო დარჩენილიყო, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა, როგორი იქნებოდა ზედა სექტორებში ამავალი ხმა, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, არც ისე კარგი “ზვუკი” მიდიოდა იქამდე, იმედი მაქვს, სამომავლოდ გაითვალისწინებენ ორგანიზატორები და გამოასწორებენ ამ მნიშვნელოვან საკითხს. Read more of this post

Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე

ალბათ გვახსოვს სტეფანე და 3G, მათი სიმღერა “We Don’t Wanna Put In”, უარი ევროვიზიიდან და აღშფოთებული ქართული საზოგადოება. ეს ყველაფერი 2009 წელს ხდებოდა. წელს ამ ამბის წყალობით დიდი ამბავი იქნება თბილისში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ნაწილობრივ სტეფანესა და 3G-ს დამსახურებაა. მივყვეთ მოვლენების განვითარებას…

tbilis open air

2009 წელს ევროვიზიიდან მოსული უარის შემდეგ Altervision Group-მა უკმაყოფილო ქართულ საზოგადოებას ევროვიზიის ალტერნატიული ფესტივალი შესთავაზა სახელწოდებით “Tbilisi Open Air”. ფესტივალზე მოწვეულ იქნა რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმება მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება. რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფესტივალზე დასწრება უფასო იყო და მას სამი დღის განმავლობაში 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

Tbilisi Open Air– მა გააერთიანა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი და შეკრიბა მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ და საერთაშორისო მედიაში – 36 სიუჟეტი, 52 მონაწილეობა ახალ ამბებში და 75 პუბლიკაცია სხვადსხვა ინტერნეტ საიტზე, ბლოგებსა და ფორუმებზე. Read more of this post

მაშინ, როცა…

მაშინ, როცა სტამბულიდან დადებითი ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბრუნდები, დაესწარი საყვარელი როკ-ჯგუფის კონცერტს და მშვიდად (ან, არც ისე მშვიდად) გეძინა ლურჯი მეჩეთის კალთებთან დაცემულ კარავში… როცა ჯერ კიდევ ,,Strange Kind of Woman” ჩაგესმის ყურებში და თვალწინ ბებერი გილანი გიდგას, ტელევიზორს რთავ და რეალობას უბრუნდები… ხედავ ამბოხებულ ხალხს, რომლებიც ნიღაბაფარებულნი, ხელჯოხების ქნევით მშვიდობიან პროტესტზე საუბრობენ; ხედავ სპეცრაზმელ ჯარისკაცებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ,,მშვიდობიან მომიტინგეებს” და თავისა და სახის არედან მჩქეფარე სისხლიც არ მოქმედებს მათზე, რომ ხელი აუკანკალდეთ, გაჩერდნენ ან სხვა მომიტინგისკენ მიმართონ ძვლისმსხვრეველი ხელკეტი.

ორივე მხრიდან წარმოჩენილი უკიდურესობა ზიზღს გგვრის და სურვილი გიჩნდება ტელევიზორი ,,მაჩკა” პარკში მოწყობილ სცენად იქცეს, ისევ გლოვერნაკლულ Deep Purple-ს ხედავდე და მსოფლიოს ყველა დროის, ერთერთ, საუკეთესო ვოკალიოსტს უსმენდე, მაგრამ ტელევიზორი ტელევიზორად რჩება და მშიერ ხალხს, კვლავ უმოწყალოდ სცემს მაძღარი სპეცრაზმი… მიტინგზე შეკრებილმა ხალხმა არ იცის რას ითხოვს, რა მიზანს ემსახურება მათი ქალაქის ცენტრში დგომა, უბრალოდ შიათ და შეპირებულმა საკვებმა და მცირეოდენი ფულის აღების იმედმა მიიყვანა იქ…

პურს იღებენ, სანახაობის შექმნა კი თავად უწევთ

არც სპეცრაზმელმა იცის რა დაუშავა იმ ადამიანმა, რომელსაც ასე გამეტებით ურტყამს, მაგრამ არ უნდა, მის ოჯახსაც მოშივდეს და შვილს ჩიტის რძე მოაკლდეს.

Read more of this post