ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #6

Zura Zurriuss Balanchivadze

თბილისის მერიამ გუდაურში შეჯიბრება მოაწყო, სახელწოდებით “გამოექანე, რითიც გინდა”

‎”- ეს რა არის?
– ეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებია.
– ნეტავ დედა სვამს თუ შვილი?
– კი მაგრამ, დედას ორი დღის წინ ქმარი გარდაეცვალა, შვილი კი გათხოვილი არ არის.”
სერიალი დეტექტივები.
…არადა უკვე სიმპათიით ვიყავი განწყობილი.

 

Дочка:
– Папа, мне нужна твоя помощь!
– А ну-ка, дай угадаю. Он тебе обещал вечную любовь, потом оттрахал как шлюху и бросил?
– …Вообще-то нет. Я же только в 3-ем классе, помоги математику сделать.

ჯარიმა მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო

– მოპედი, გადააყენე!

ეს ხმა შემომესმა პატრულის მანქანიდან საავიაციო უნივერსიტეტთან… (ისედაც სულ ,,გადაყენებული” არ დავდივარ? – გავიფიქრე)

გავაჩერე. პატრულის მანქანამაც გააჩერა და ორივე თანამშრომელი გადმოვიდა… გული ამიჩქარდა და ფიქრებმა შემიპყრო რა შეიძლებოდა დამერღვია? მინი-მოპედით ვარ, წესით არაფერი მომეთხოვება, ველოსიპედისგან არაფრით განვსხვავდებით კანონის წინაშე… წითელზე გავიარე? – მერე რა? მარჯვენა მხრიდან გადავასწარი მანქანას?  – მერე რა? ვხვდები, რომ არანაირი ჯარიმა არ უნდა მემუქრებოდეს, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შეგრძნებაა…

გამეცნო ორივე თანამშრომელი, მეც გავეცანი…

– უნდა დაგაჯარიმოთ!

– რისთვის?

– როგორ ფიქრობ რისთვის?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ოოო, ძალიან ცუდი თუ წარმოდგენა არ გაქვს, ე.ი. ეგ შენთვის არაფერს ნიშნავს და ჩვეულებრივი ამბავია…

– რა რას უნდა ნიშნავდეს? რა არის ჩვეულებრივი ამბავი? არაფერი დამირღვევია. ვერ ხედავთ ,,ველოსიპედით” ვმოძრაობ?! 60 აქვს მაქსიმალური სიჩქარე და 50-ზე მეტს ვერც წევს. Read more of this post

პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზები

ერთერთი ტრენინგის ბოლოს ,,მედია და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები” მომცეს ფროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზების ჩამონათვალი და მიუხედევად იმისა, რომ მსგავსი პოსტები ამ ბლოგზე არ იწერება, გადავწყვიტე, მაინც გაგიზიაროთ, რადგან ნამდვილად მუშაობს და გამოსადეგია:

  • სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა პრობლემებზე (სტრესის გამომწვევ მიზეზებზე) ორიენტირებული მიდგომა. თუ გადაწვა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს ყოველნაირად ეცადეთ სიტუაციის გამოსწორება პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრის მიმართულებით.

იშვიათი სილამაზე – წითელი ხე

ალბათ ქუჩაში გასულს, სოფელში ჩასულს ან მთის წვერზე ასულს არ გინახავთ რა მშვენიერია წითელი ხე, მაგრამ ბევრს გექნებათ ნანახი, უბრალოდ, ფოტო – მეგობრის ფეიბუქის კედელზე ან მეზობლის საძინებელი ოთახის კედელზე… ვისაც ნანახი გაქვთ, იცით როგორი ლამაზია ეს ტროპიკული წარმოშობის იშვიათი მცენარე (ვისაც არ გინახავთ აქ გაიცნობთ). ბევრჯერ მისურვია ეზოში დამერგო 2 ასეთი ხე და მათ შორის გაბმულ ჰამაკში წიგნი მეკითხა; გამჩენია სურვილი, საქანელა ჩამომეკიდა ამ ხეზე და ყველა მსურველი ბავშვისთვის სიამოვნებინა მიმენიჭებინა; თვალწინ დამდგომია,  ულამაზეს, წითელ ხეზე მიჯაჭვული ხოსე არკადიო ბუენდია; მინახავს ამ ხეზე ჩამომხრჩვალი იუდა ისკარიოტელი; მიფიქრია, რომ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ჯაჭვს არ აიწყვეტდა, თუკი ხასხასა, წითელ ხეზე იქნებოდა მიბმული და ეს ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი მომჩვენებია…

არსებობს ორი სახის წითელი ხე: ერთერთ სახეობას ,,წითელი” უწოდეს არა იმ ვიზუალური სიწითლის გამო, რასაც შეხედვისთანავე შენიშნავ, არამედ მერქნის სიწითლის გამო. ეს სახეობა გამოიყენება ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად და ყველა დურგლის სასურველი მასალაა. მეორე სახეობა კი არის ის წითელი ხე, რომელზეც ახლა გესაუბრებით, რომელიც ძალიან იშვიათი (იმედი მაქვს მასაც ავეჯისთვის არ იყენებენ), მუდამ წითელი და ულამაზესია (იხ. ფოტოკოლაჟი)…

Read more of this post

სად გავერთოთ ქობულეთში?

გართობა ქობულეთში; ყველაზე მაგარი გასართობი ქობულეთში; ჭყონიას სასტუმრო; სტრეპტოციტი

ქობულეთში გატარებული 10 დღიდან, იდეაში, 2 მეტალ-ფესტისთვის უნდა მიმეძღვნა, 5 ჯაზ-ფესტისთვის და 3 დამესვენა ყველაფრისგან. მეტალ-ფესტის შესახებ გავიგე რო ჰედლაინერები არ ჩამოდიოდნენ, ორგანიზატორებმა ჩაისვარეს და მეც გადავიფიქრე 17-18-ში ბათუმში ჩასვლა… რა უნდა მეკეთებინა ჯაზ-ფესტის დაწყებამდე? ქობულეთში დავიწყე ადგილის ძებნა, სადაც კარგ მუსიკას მოვუსმენდი და მშვიდი გარემო იქნებოდა. ძიება-ძიებაში კი აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ბუნგალო ,,რიო” (Rio GNT), სადაც გრილა (იმიტომ რომ ბუნგალოა), რომელიც ახლოს იყო ჩემი სახლიდან (იმიტომ რომ ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო – ,,ჯორჯია პალასთანაა”), სადაც კარგი მუსიკაა (იმიტომ რომ კარგი ხალხი უკრავს) და რაც მთავარია – სადაც, იაფი ლუდია (3 GEL)…

დავდიოდი ,,რიო”-ში და სიამოვნებით ვუსმენდი სასიამოვნო მუსიკას. დაიწყო ჯაზ-ფესტივალი და ბათუმსაც მივეძალე, მაგრამ ყოველ ღამე, ბათუმიდან (ხაზს ვუსვამ ჯაზ-ფესტივალიდან) დაბრუნების შემდეგ, მაინც ,,რიო”-ს ვსტუმრობდით მე და ჩემი მეგობრები… Read more of this post