საქართველო ღირსია ჰქონდეს ევროპული დონის მუზეუმი

წერეთელი ზურაბ კონსტანტინეს ძე დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. ოჯახს სადაც ის იზრდებოდა ხშირად სტუმრობდა ხელოვნების მოყვარული ხალხი, მათ შორის მხატვრები: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე და სხვები. ბიძა – გიორგი ნიჟარაძეც მხატვარი იყო, ასე რომ ამ გარემოცვას უკვალოდ არ ჩაუვლია, შემდგომში, ზურაბის პროფესიის არჩევისას.

სკოლაში სწავლისას გაკვეთილებზე ხშირად ხატავდა პატარა ზურაბი, არდადეგებზე სოფელ გუბში ჩადიოდა ბებიასთან და ხალხურ შემოქმედებას ეცნობოდა.
,,სოფელში ჩასვლისას ქალაქის ბორკილები მძვრებოდა და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი”. – იხსენებს ზურაბ წერეთელი.

ზურაბი სწავლობდა თბილისის ხელოვნების აკადემიაში, სადაც უ.ჯაფარიძე, ა. ქუთათელაძე, ი.ა. შარლემანი და ვ.ი. შუხაევი ასწავლიდნენ. მეგობრებთან ერთად დღეში 12-16 საათს მუშაობდა, მას იზიდავდა პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და ქანდაკებები. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო.

1958 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო – სპრტსმენის პორტრეტი. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტში. ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და დიდი მადლიერებით იხსენებს იმ დროს, რადგან მაშინ მიეჩვია სისტემატურ მუშაობას და დიდი ნაბიჯი გადადგა – უმაღლესი მწვერვალისკენ.
1983 წელს იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1997 წელს კი ნიუ-იორკის შტატის – ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის – პროფესორი.

1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან კი ხელმძღვანელობს რუსეთის სამხატვრო აკადემიას. მიღებული აქვს ლენინური პრემია და სსრკ სახელმწიფო პრემიები. ის არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი , ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დაფუძნებელი და გაცხადებული “მულტიმილიონერი”. მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში.

ასევე ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი წმიდა ნინოს მონუმენტი და თავისუფლების მოედანზე აღმართული ,,წმიდა გიორგი”, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა – ,,გლოვის ცრემლი” აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და ,,თავისუფლების ქანდაკების” მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

2001 წლის 14 მაისს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეზოში უნიკალური ექსპონატი გაჩნდა – ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი. ამ დიდებული კონსტრუქციის საწყისი ნაწილი, რომელსაც ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეიფელის კოშკის ასოციაციის წევრმა ანრი მორვანმა ზურაბ წერეთელს გადასცა. თავის მხრივ, ბატონმა ზურაბმა ახალი ინდუსტრიული ეპოქის ეს უნიკალური სიმბოლო, ავანგარდული ხელოვნების მაუწყებელი და წლების მანძილზე უტილიტარული ფუნქციის მატარებელი ეიფელის კიბის ფრაგმენტი მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანა, რომელიც 1999 წელს უშუალოდ ზურაბ წერეთლის ინიციატივით გაიხსნა და მას შემდეგ მისი დირექტორია. მუზეუმის ეზოში შეკრებილმა პუბლიკამ მეტრ წერეთელს თამამად უწოდა დიდი ეკატერინეს ტრადიციების გამგრძელებელი, შედევრების შეკრებასა და რუსეთის დედაქალაქში თავმოყრაში მისი ტრადიციების ერთგული.

– მუზეუმის კარი ღიაა საჩუქრების გასაღებად. მე ვარ მოწმე – მოდიან, მირეკავენ, მთავაზობენ ექსპონატებს. ზოგსაც მე ვაწუხებ. მუზეუმი ვითარდება და რეალურ წვლილს მოითხოვს. თავს არ ვზოგავთ. მინდა იგივე გავაკეთო თბილისისთვისაც. უნიკალური არქივი მაქვს, 2 000-მდე ექსპონატი. აქ არის ჩემი საკუთრება ფიროსმანი. ვხსნი ელენე ახვლედიანის პერსონალურ გამოფენას, შემდეგ – ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, გოგი ოჩიაურის, მარიკა რატიანის, მჭედლიშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების ექსპოზიციებს მოვაწყობ. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ზურაბ ნიჟარაძის, კოტე კალანდაძის, ჯიმშერ ქურდაძის და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები კიდია. მე ერთხელ ხმამაღლა ვთქვი და ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა ჩემს იდეას თბილისის აბრეშუმის ქარხნის გადმოცემის შესახებ. თუ გადმომცემენ, მე ვკისრულობ მის მოწესრიგებას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სტანდარტების – კლიმატის, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, მზად ვარ შევქმნა თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმი ევროპის დონეზე. საქართველო ღირსია, ჰქონდეს ასეთი მუზეუმი. რამდენი დიდი და ლამაზი ნიჭის თავმოყრა და მთელ მსოფლიოში გატანა შეიძლება. ამის საშუალებას თუ მომცემენ, მიმოსვლა განახლდება მსოფლიოში – თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა რამდენ ნიჭიერ კაცს გაუხსნის ასპარეზს – როდემდე უნდა ვირბინოთ ასე საწყლად გალერეებში ნამუშევრების გამოსაფენად. თუ ქართველმა მხატვრებმა მსოფლიოს არ ვაჩვენეთ, არაფერი გამოგვივა. ხომ ხედავთ, როგორ თავისუფლად გადის რუსეთის ხელოვნება მსოფლიოში? საცოდაობა იქნება, რომ ჩვენ ინიციატივა არ ავიღოთ ხელში, არ გავხსნათ თბილისში ასეთი ცენტრი. მით უმეტეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საფრანგეთის წამყვან მუზეუმებთან. ასევე იქნება მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, რომლებსაც ქართველი მხატვრები თავიანთი გამოფენებით მოივლიან. – ეს 2001 წელს განაცხადა ზურაბ წერეთელმა და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უმთავრესი კი ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აღარ არის…

წერეთელი ზურაბი! უნიჭიერესი ქართველი! მასონი! ქართველი მასონი! საუკეთესო სკულპტორი! მოქანდაკე! მილიონერი! წარმატებული ქართველი! მასონთა ლოჟის წევრი!

ქუთაისი – ბელფასტი – ლონდონი

ქეთევან (ქეთი) მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ადრეული ბავშვობა მშობლებთან, ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1993 წელს ქეთის მამამ მოწვევა მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის, ქალაქ ბელფასტის, ერთერთი კარდიოლოგიური კლინიკიდან და, იმავე წელს, ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა.

ქეთიმ წარმატებით დაამთავრა ბელფასტის წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი. 13 წლის ქეთი არც კი ფიქრობდა მომღერლობაზე, იმ ასაკში ის ისტორიკოსობასა და პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაემყარებინა.

,,მე ვფიქრობ, რომ პატიოსნად მოვახერხებდი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას თუ მისი მმართველი ვიქნებოდი” – ამბობს მელუა.

1998 წელს ქეთი ოჯახთან ერთად ინგლისის ქალაქ – რედჰილში გადასახლდა. 2000 წელს 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ტალანტების სატელევიზიო კონკურსში ,,Stars Up Their Noise” და ,,Bedfinger”-ის სიმღერით ,,Without You” გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა.

17 წლის ასაკში ის ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში შევიდა. ერთხელ, ამ სკოლას კომპოზიტორი და პროდიუსერი მაიკ ბეტი ეწვია, რომელიც ჯაზისა და ბლუზის შემსრულებელ ახალგაზრდას ეძებდა.მოსმენაზე ქეთიმ შეასრულა ,,Faraway Voice” და გამოცდილმა კომპოზიტორმა მაშინვე იგრძნო რაღაც განსაკუთრებული ამ გოგონაში. ძალიან მალე მელუამ ხელი მოაწერა კონტრაქტს მაიკ ბეტთან, თუმცა ალბომის ჩაწერაზე მუშაობის დაწყებამდე, სწავლა უნდა დაემთავრებინა. 2003 წლის ზაფხულში კი პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი ,,Call Off The Search”, რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და ამ მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც დიდი სიმპათიით მიმართა:

,,მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა”.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა მეორე ალბომი ,,Peace by Peace” რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა – 3.5 მილიონი ასლი ევროპის მასშტაბით, მათ შორის გაყიდვების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში.

ქეთი მელუას მსოფლიო აღიარებას ხაზს უსვამს ჰოლანდიელი თაყვანისმცემლების მიერ გაკეთებული საჩუქარი – ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც ,,Tulipa Katie Melua” უწოდეს.

2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა მელუას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით ,,Pictures”, რომელიც ქეთი მელუასა და მაიკ ბეტის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია.

,,ქეთი მელუა – ყველაზე ფანტასტიური აღმოჩენაა ჩემს ცხოვრებაში, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ უნიკალურ პიროვნებას შევხვდებოდი, ის არის ერთერთი! ყველაზე ჭკვიანი, თავდაჯერებული და მის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებული, ის განუმეორებელია სცენაზე, და ბოლოს, მას ძალიან ლამაზი თვალები და მომნუსხველი მზერა აქვს ”– განაცხადა ერთერთ ინტერვიუში კომპოზიტორმა მაიკ ბეტმა.

მესამე ალბომმაც დიდი წარმატება ჰპოვა და გამოსვლიდან 8 თვის შემდეგ გაყიდული იყო 1.5 მილიონი ასლი. 450.000 ასლის გაყიდვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ალბომმა პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. 2008 წელს, ,,Sunday Times”-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრიტანეთის უმდიდრეს მომღერალთა სიაში – 30 წლამდე, ქეთი მელუამ მეშვიდე ადგილი დაიკავა 18 მილიონი ფუნტ-სტერლინგით.

რაღა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 2 ოქტომბერს, ქეთი მელუა შეიყვანეს ,,გინესის რეკორდების წიგნში” ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით ,,Concert Under The Sea”.

2005 წლის აპრილში ქეთი გერმანიას ეწვია, სადაც გადასცეს ,,ECHO Award”-ის ჯილდო ნომინაციაში – ,,საუკეთესო ახალი მომღერალი”. იმავე წლის აგვისტოში ქეთიმ და მისმა ოჯახმა ერთგულება შეჰფიცეს ინგლისის დედოფალს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2006 წლის დასაწყისი წარმატებული გამოდგა ქეთი მელუასთვის: მისი სახელი ფიგურირებდა – ,,Brit Awards”-ის 2 ნომინაციაში, ,,Edison Awards” -ით დაჯილდოვდა ჰოლანდიაში და აღიარებულ იქნა საუკეთესო უცხოელ შემსრულებლად.

მართალია ქეთი მელუამ 9 წლის ასაკში დატოვა მშობლიური საქართველო, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არ დავიწყებია ქართული ენა, თავის კონცერტებზე ხშირად მღერის ქართულ სიმღერებს და საქართველოშიც ჩამოდის, როცა რთული გრაფიკი ამის საშუალებას აძლევს. მისი ბებია და ბაბუა თბილისში ცხოვრობენ და მშობლები და ძმაც ხშირად ჩამოდიან საქართველოში.

მელუა ქეთი! ყველაზე მაგარი ქართველი მომღერალი… გინესის რეკორდსმენი ქართველი… საუკეთესო მომღერალი… ულამაზესი ქართველი… katie melua… საამაყო ქართველი…