,,Time Warp” ფოტოკოლაჟი (Part 2)

იმედია პირველი ნაწილი მოგეწონათ… 🙂 ვაგრძელებ და ვდებ იმ ფოტოებს რომლებიც ბევრი ,,ჩალიჩისა” და წვალების შედეგად ,,მოვიპოვე”…

Read more of this post

Advertisements

,,Time Warp” ფოტოკოლაჟი (Part 1)

არ ვიცი უყურებდით თუ არა Discovery-ზე გადაცემას ,,Time Warp”, მაგრამ ვისაც არ უნახავს მისთვის საინტერესო იქნება ალან სეილერის იდეის შედეგად გადაღებული ფოტოების ნახვა… ეს არის Nikon D40-ით გადაღებული სურათები და დაფიქსირებულია ტყვიის შეჯახების მომენტი სხვადასხვა ნივთთან…

Heep, Heep Uriah ან უბრალოდ ,,გიპ, გიპ ურაა”

19.03.2010 ეს თარიღი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან… ანუ გუშინ ბედნიერი დღე მქონდა…

დღის მანძილზე ორჯერ, ორჯერ ვნახე LIVE-ში მთელი Uriah Heep-ი… პირველად სასტუმრო ,,ვერე პალასში” პრესკონფერენციაზე, მერე კი ფილარმონიაში დაუვიწყარ კონცერტზე… ვერ აღვწერ რა შეგრძნებაა, როცა რომელიმე ჯგუფს უსმენ, გიყვარს, მისი წევრები შენგან შორს ცხოვრობენ და იცი რომ 40 წელი სცენაზე დგანან, დღე-დღეზე შეიძლება ,,გაღმაც გავიდნენ” და ამ დროს შენ ქალაქში ჩამოდიან რომ შენთვის იმღერონ… განა შეიძლება ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება და ამ კონცერტზე წაუსვლელობა? არა, არა და არა, რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა…
პრესკონფერენციაზე ისე ახლოს ვიყავი, რომ ბერნი შოუს ხელიც კი ჩამოვართვი, მაგრამ სამწუხაროდ არც პლაკატი მქონდა, რომ ყველას მოეწერა ხელის, ფოტოკამერაც კი არ მქონდა წესიერი, რომ სურათი გადამეღო, მაგრამ არ ვჩივი არაფერს, არ ვწუწუნებ ნამდვილად, მე ისიც მეყოფა რაც ვნახე და Uriah Heep – ,,Live In Tbilisi”-ს დავესწარი…
რაც შეეხება კონცერტის სურათებს, სამწუხაროდ ჩემმა საწყალმა ციფრულმა საშინელი სურათები გადაიღო და მეც ნასტასია არაბულს დავეთხოვები რამდენიმე ფოტოს და იმედია დაგეხმარებათ, ცოტათი მაინც აღიქვათ რა ხდებოდა იქ 😉

ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნასტასია არაბულსა და ,,სქოლიოზიან ემბრიონს” :*

გიპ, გიპ ურააააააა…

"მე მაქვს უფლება ვისწავლო"

მომენატრა პოსტის დაწერა… ძალიან მომენატრა… დრო არ მქონდა და ვერ ვწერდი, არც ვიცოდი რა დამეწერა… როცა შენიშვნებიც კი მომცეს – რატო აღარაფერს არ წერო, მივხვდი რომ რაღაც უნდა დამეწერა, მაგრამ რა?!… მოულოდნელად კი, დაახლოებით 1 წლის წინ საკონკურსოდ დაწერილ ,,ნაშრომს” 😀 წავაწყდი და გადავწყვიტე ეს დავპოსტო…

,,რატო უნდა დავკარგო ძვირფასი დრო ვიღაცის ნაწერის კითხვაში, როცა შეიძლება ეს დრო ათასნაირი კომპიუტერული თამაშისათვის გამოვიყენო?!” – სამწუხროდ ასე ფიქრობს ახლანდელი მოზარდების უმრავლესობა… მათ არ უყვართ წიგნი და არც მოთხოვნილება აქვთ მისი. თუმცა მთელი პრობლემა მათში არ არის: მათი ამ ნააზრევის გამგონე მშობლები პრობლემას იმით წყვეტენ, რომ კომპიუტერთან მისვლასაც უკრძალავენ (წიგნის შეთავაზება აზრადაც არ მოსდით) და ურჩევნიათ ბავშვი ქუჩაში გაუშვან – წადი შენ ტოლებთან ითამაშეო! თავად კი, ბავშვისგან დასვენებულნი, მშვიდად მიირთმევენ ყავას და უყურებენ ტელესერიალებს.
რა გავლენას ახდენს ეს ქუჩა ბავშვზე? ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველოში ვცხოვრობთ… პატარა, გამოუცდელი გოგონა უმეტეს შემთხვევაში აყვება ხოლმე მასზე ოდნავ უფროსი ბიჭის არშიყს… გავა სულ ცოტა დრო და ეს გოგონა ან სასოწარკვეთილი ტირის თავის ოთახში და თავისმოკვლაზე ფიქრობს, ან ხდება უარესი და 13-14 წლის ასაკში თხოვდება… ფიქრობს ვინმე, როგორ გაზრდის მომავალში ეს ბავშვი – საკუთარ ბავშვს???

ეს ძალიან მოკლედ რაც გოგონას შეეხებოდა, მაგრამ მოზარდი ბიჭი? აი აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემა გვაქვს. ქართული ქუჩის მენტალიტეტი – ,,ქურდობა და კაიბიჭობა”… ამას წინათ, ჩემს ეზოში, ასეთ საუბარს შევესწარი:

– ,,ვააა გუჯის გაუმარჯოს, რავა ხარ ძმა?
– რავი ვარ რა ძაღლების ჯინაზე.
– ჰა რას შვები, თამაშობ ,,ქაუნთერს”?
– არა ძმაო, მე ქუჩის ბიჭი ვარ, ,,ქაუნთერს” აღარ ვთამაშობ!
– ვაა, ,,მგლების” კითხვა ხო არ დაგიწყია?
– აუ ძმაო ,,მგლები” ძაან მაგარია და ქურდულია, მაგრამ სად მაქვს მაგის კითხვის თავი? სულ ქუჩაში ვარ და წიგნით ხო არ ვივლი?…”

უნდა აღვნიშნო, რომ ეს ,,გუჯი” 14 წლის ბავშვია, რომელიც იმ მომენტში ფეხში იყო დანით დაჭრილი. რა თქმა უნდა ყველაფერს აღარ მოვყვები ამ საუბრიდან, მაგრამ ვიტყვი რომ, როგორც ამდროს ხდება ხოლმე, ,,გუჯიმ” ძალიან იქო თავი ამ ჭრილობით და ისიც თქვა, რომ ნაკერების ახსნის შემდეგ, ,,იმათ” (დამჭრელებს) ძალიან ცუდი დღე ელოდათ და მთელი საძმოთი ,,ზედ გადაუვლიდა”…

ეს ორი პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ გავიგოთ ყველამ: არ შეიძლება ბავშვის ქუჩაში ,,გაგდება” და მისი წიგნის გარეშე გაზრდა! თუმცა არც ის წყვეტს ამ პრობლემას, მშობელი რომ წიგნის თაროსთან მიუშვებს შვილს და ეტყვის: აიღე და წაიკითხე რამეო… არ შეიძლება მულტფილმის ნახვის შემდეგ 9 წლის ბავშვს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მიაჩეჩო ხელში და მისი წაკითხვა და გაგება დაავალო. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, აუხსნას, ასწავლოს წიგნისა და ცოდნის ფასი და მის ასაკთან შესაფერისი წიგნი მისცეს, თუ იმ წიგნშიც ვერ გაიგებს ბავშვი რამეს, მშვიდად უნდა აუხსნას და გააგრძელებინოს კითხვა.

თუმცა ჩვენს ქვეყენაში ბევრ დედას, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ურჩევნია ბავშვი თავიდან მოიცილოს და მშვიდად დაისვენოს ტელევიზორის ეკრანთან…

P.S. ასე რომ, ჩემი აზრით ერთადერთი რაც გვიხსნის ამ პრობლემისგან და ქვეყანას წიგნისაკენ მოაბრუნებს, ეს არის დოჩანაშვილისეული – ,,კარცერი-ლუქსი”…
მოვრთოთ ქალაქი ,,კარცერი-ლუქსებით” და ბევრი პრობლემა გადაიჭრება…

,,9 პიესა ომზე”

1 და 2 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაგეგმილი იყო დრამატურგების, მსახიობებისა და მსურველ მაყურებელთა თბილი, მშვიდი და ძალიან საინტერესო შეხვედრა – ,,9 პიესა ომზე” … ,,დაგეგმილი იყო” იმას არ ნიშნავს, რომ რამე მოხდა და შეხვედრები გადადიო… არა, არაფერიც არ გადადებულა 🙂 ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, უბრალოდ მე ვერ დავესწარი პირველ დღეს და 5 პიესა გამოვტოვე 😦

დღეს კი ,,თეატრი სხვენში” მე მელოდებოდა და ვგრძნობდი, რომ თუ არ მივიდოდი პროექტი ჩაიშლებოდა და შეხვედრა არ ჩატარდებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ ,,ჩემი ცოდვა უწევდა” ყველა იქ მყოფს 😀 ხუმრობა იქით იყოს და…

14:00-ზე დაგეგმილი პიესების კითხვა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ორგანიზატორების ბრალი, მთავარი მიზეზი დამსწრე საზოგადოების არაპუნქტუალურობა იყო…

მოკლედ, დღეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ, წაკითხულ იქნა ზაზა ბურჭულაძის, მანანა დოიაშვილის, ლაშა ბუღაძისა და თამარ ბართაიას პიესები. კმაყოფილი ვარ თქო, რომ ვთქვა მსუბუქი ნათქვამი გამომივა, რადგან მართლა მოვიხიბლე, ძალიან კარგი პიესები იყო… მე არ მოვყვები მათ შინაარსს, ისინი უნდა წაიკითხოთ, უკეთეს შემთხვევაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების მიერ წაკითხული მოისმინოთ, საუკეთესო შემთხვევაში კი დადგმა უნდა ნახოთ, თუკი საერთოდ მოხდება ამის ორგანიზება…

ეს პიესები იმით იყო საინტერესო, რომ მათი თემა იყო ომი, მაგრამ მათში არ იყო შავებში ჩაცმული დედა, რომელიც შვილის გასისხლიანებულ ცხედარს დასტირის, არ ყოფილა ომის ამაზრზენი სურათები (წინა პოსტის მსგავსი), ეს უკანასკნელი ხომ მარტვიად სათქმელი და მრავალჯერ თქმულია… ამ პიესებში იყო ,,ომი – ომის გარეშე”, შედეგები – დადებითიც და უარყოფითიც, ომის გავლენა და ადამიანთა ფსიქოლოგიურ-სულიერი მხარეები…

პიესების წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია დრამატურგებთან ერთად, იყო კრიტიკა, იყო ქებაც, მაგრამ იმ აზრს, რომ ომი ნგრევა, უბედურება და სიკვდილია, არავინ შეწინააღმდეგებია…

ასე რომ ვიცხოვროთ ,,მშვიდობიანად – მშვიდობისათვის”!

Piece By Piece