ახალი სასიამოვნო გატაცება

  • უძველესი თამაში, რომელიც შემოსავლის წყაროდაც შეიძლება იქცეს.
  • თამაში, რომელიც ვიღაცისთვის აზარტთან, გართობასა და სიამოვნებასთან ასოცირდება, ვიღაცისთვის – იმედთან, თვითდამკვიდრებასა და შემოქმედებასთან, ზოგისთვის კი, უბრალოდ, დროის ინტელექუალური მეთოდით გაყვანის ხერხია.
  • ზუსტად არავინ იცის საიდან მოდის ის, მისი ,,აკვანი” ბევრს ურწევია (როგორც თავად ამბობენ): ჩინელები იმპერატორ მუ ცუნგს უკავშირებენ, იტალიელები და ესპანელები – ,,პრიმეროს”, ფრანგები – ,,ლა პრიმე”-ს, გერმანელები – ,,პოხშპილ”-ს, სპარსელები – ,,ას ნასი”-ს, ინდოელები კი – ,,ტიინ ჰატი”-ს… ჯერ არ მსმენია ჩვენი მეზობლებისგან, რომ ის არარატის მთის ძირას დაიბადა, მაგრამ არც მაგის გაგონება გამაკვირვებს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ბაზალეთის ტბის ძირას მისი აკვანი არ მდგარა 🙂

მიხვდებოდით ალბათ, ამ თამაშს პოკერი ჰქვია! თავად ეს სახელი – ,,Poker” XIX საუკუნის I ნახევარში გაჩნდა და ერთერთი ვერსიით ის ინგლისური ,,Pocket”-დან მოდის რაც ჯიბეს ნიშნავს, ამბობენ, რომ ჯიბის ქურდების საყვარელი თამაში ყოფილა.

Read more of this post

Advertisements

გაშარჟებული სამეფო ქორწილი

Read more of this post

ობოლაძე ,,მზეა, მზეა”

კურიერის დასასრულს – ზაალ უდუმაშვილი: ,,თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე და დღის მთავარი სპორტული სიაახლეებით დიმა ობოლაძე გვიერთდება”

ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო მიმოხილვაში – დავით მინაშვილი: ,,საღამო მშვიდობის. დღეს სამშაბათია და ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი რეპორტაჟის წინ, ტრადიციულად, გთავაზობთ წინასამატჩო მიმოხილვას სტუმართან ერთად.”

ერთდოულად ორ გადაცემაში, ორ სხვადასხვა სტუდიაში ყოფნა, მაშინ როცა ორივე გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ!

,,აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ,

იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ”!

წერილი გარემოს დაცვის სამინისტროს

წერილს ვწერ იმის გამო, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, სახლამდე გასავლელი 100 მეტრი სირბილით გავიარე, რადგან ჰაერი მგუდავდა და თვალებს მწვავდა…

მოგეხსენებათ, საქართველოში ტრადიციულად, აღდგომის წინ, ვნების კვირაში, ოთხშაბათ დღეს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება ხოლმე… არ შევეხები მის არსს: წარმართულს თუ ქრისტიანულს (აქ იხილეთ ერთერთი მოსაზრება), უბრალოდ აღვნიშნავ იმას, რომ ეს ტრადიცია საშინლად წამლავს ჰაერს და მისგან გამოწვეული სუნი რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიალებს… ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ კი გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს!

არ ვიცი, როგორ ხვდებიან ამ დღეს  თბილისის ცენტრალურ უბნებში, მაგრამ მე გარეუბნებზე შემიძლია გესაუბროთ და ვიტყოდი, რომ საშინელი მდგომარეობაა. არაფერი მაქვს საწინაარმდეგო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლს შეშით დაანთებდნენ (გამხმარი ხეები, ნაფოტები, ფიჩხები), მაგრამ საუბედუროდ ფიჩხებს მხოლოდ ,,გასახურებლად”, დასაწყისში იყენებენ, შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში კი მანქანის საბურავები იწვის, იწვის და იწვის… Read more of this post

ერთგვარი Follow Up გამოცდების ეროვნული ცენტრისგან

რამდენიმე დღის წინ დაწერილმა პოსტმა ,,პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და ,,იდუმალებით მოცული” შეფასების სისტემა” გამოიღო შედეგი და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაასწორა საიტზე განთავსებული დოკუმენტი…

შედეგად პასუხი გაეცა ჩემს მიერ დასმულ კითხვას ,,რამდენია მაქსიმალური ქულა და რამდენია გამსვლელი?” აღმოჩნდა, რომ მაქსიმალური ქულა არის 28, გამსვლელი კი – არც 21, არც 22 და არც 23, არამედ 20 ქულაა.

Read more of this post

კანონიერი თვითმმართველობა (SELF GOVERNMENT)

სასურველი თვითმმართველობა

 სტუდენტების მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მართვაში

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2010 წლის მაის – სექტემბერში ტემპუსის ეროვნული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში ჩართულობის ხარისხის შესაფასებლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 17 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 500-მდე სტუდენტი, 17 სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ან წარმომადგენელი და 17 ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შესწავლილი იქნა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტეციის არსებობა და მათი შინაარსი. ანგარიშში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსდ მართვაში სტუდენტების მონაწილეობა; ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ხასიათი; გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების აზრის გათვალისწინება; სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხი საკუთარ უფლებამოსილებებზე; თვითმმართველობების საქმიანობა; და სტუდენტების უსდ მართვაში ჩართვასთან დაკავშირებული ბარიერები.

ძირითადი მიგნებები:

  • სტუდენტები ნაკლებად არიან ინფორმირებულები როგორც თავიანთი, ასევე თვითმმართველობის უფლება-მოვალეობის შესახებ უსდ მართვაში მონაწილეობასთან მიმართებაში; სტუდენტების 70% აცხადებს, რომ არ იცის, რა უფლებები და მოვალეობები აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას.
  • თვითმმართველობის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას; ამ მიმართულებით მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. გამოკითხული სტუდენტები ყველაზე ხშირად ასახლებენ თვითმმართველობების მიერ სილამაზის კონკურსებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას. გვხვდება შემთხვევები, როცა თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას უწევს ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებს, ეხმარება სტუდენტებს სწავლების გადასახადის გადავადებაში. თვითმმართველობა ნაკლებად ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სტუდენტების მოთხოვნა მსგავსი პროექტების განხორციელებაზე ნაკლებია; Read more of this post

თსუ–ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თავისი სახე გამოავლინეს

დღეს თსუ–ს მე–5 კორპუსში, 313 აუდიტორიაში შედგა სტუდენტური ინიციატივა თარგმნე‘- ს პრეზენტაცია, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაზე მასალების ნაკლებობის პრობლემას ეხებოდა. http://www.facebook.com/event.php?eid=175119859204226&ref=ts

მათ წარმოადგინეს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც თსუ–ს მასშტაბით ჩაატარეს და პრინციპში დაასაბუთეს ამ პრობლემის არსებობა, რომელსაც მეც, როგორც ამ ფაკულტეტის სტუდენტი, კარგად ვიცნობ. პრეზენტაცია შინაარსიანი და გაწონასწორებული იყო და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უნივერსიტეტს ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც შესთავაზეს. უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის არაეფექტურობაც (!)  კარგად წარმოაჩინეს. მოკლედ, კარგი წამოწყებაა და ბოლომდე დავუჭერ მათ მხარს, იქნებ ჩვენს მომავალ თაობებს მაინც მიეცეთ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე სოციალური მეცნიერებები და თან, როგორც აღნიშნა ერთ–ერთმა მომხსენებელმა, ქართული, როგორც სამეცნიერო ენა, განვითარდეს.

მაგრამ ახლა მინდა  სხვა პრობლემას შევეხო, რომელიც სრულიად თავხედური ფორმებით გამოჩნდა დღეს.. ჯერ კიდევ სტრესში ვარ იმის შემდეგ, რაც დღეს საკუთარი თვალით ვნახე. საკითხი ეხება თსუ–ს თვითმმართველობას.. უფრო სწორად იმ მეთოდებს, რომლებსაც ისინი იყენებენ მათთვის არამისაღები აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ძალაუფლებას, რომელსაც (როგორც აღმოჩნდა) ისინი ფლობენ და ამ ყველაფრის ფონზე გაჩუმებულ პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

Read more of this post