ქართველს უყვარს საქართველო?!

ქართველს უყვარს საქართველო

ქართველს უყვარს საქართველო!
ვაშა, ვაშა, ვაშა!!!
დიდ პატივს სცემს ისტორიას
მართლაც, მართლაც, მართლაც!
თუმც არ იცის ისტორია –
არაუშავს არა,
მთავარია სიყვარული გულში უდევს მყარად!
როცა კარგად გამოძღება
ნარჩენს დაყრის დაბლა,
მზესუმზირას დააყოლებს
ნაჭუჭს მიმოფანტავს,
ნახველსაც კი არ დააკლებს
ქუჩებს მორწყავს კარგად,
მეორე დღეს დაჯდება და
იქვე დალევს არაყს…
ის ხომ ამით თავის გრძნობას
ნათლად გამოხატავს?!
უყვარს, უყვარს საქართველო!
რა ქნას? რა ქნას? რა ქნას?
გრძნობას გამოხატვა უნდა
ისიც – ასე ,,ხატავს”.
ქართველს უყვარს საქართველო!
მართლაც, მართლაც, მართლაც!
,,ივერია” გაბრწყინდება!!!
ვაშა, ვაშა, ვაშა…

Advertisements

3 კვირიანი თავგადასავლის მოკლე შეჯამება

როგორც იქნა, 3 კვირიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი სახლს და საყვარელ კომპიუტერს… მომენატრა ბლოგი და პოსტის წერა… გახსოვთ ალბათ, რომ ამ 22 დღის წინ 7.1 ლარად აფრიკიდან ქობულეთში ჩავედი, ხოდა ეს პერიოდი თითქმის სულ ქობულეთში გავატარე… ვეცდები მოკლედ, ვთქვა რა იყო იქ წაუ-განსხვავებულ/განსაკუთრებული:

1. პირველ რიგში, განსაკუთრებულად განსხვავებული იყო შავი ზღვა თბილისის ზღვისგან და წყალში პირველივე შესვლამ, კვლავ, მაგრძნობინა, რომ მხოლოდ მთა და კარავი კი არა, ზღვაც ძალიან მყვარებია…

2. იმავე დღეს ნავით შემოვლა მთელი ქობულეთის პლიაჟის, შედეგად კი სიამოვნებისგან დაღლა და ხელებზე ე.წ. ,,მაზოლები”…

3. მიდია (!)… ეს არის რაც არის… ვინაიდან თევზის დიდი მოყვარული არ ვარ, მიდია (მოლუსკი) ყოველთვის ზღვის უგემრიელესი წიაღისეული იქნება ჩემთვის… ვჭამე: მიდია – მოხარშული, მიდია – შემწვარი და მიდია – ფლავში შეზავებული სხვადასხვა სანელებლებითა და გემრიელობებით, აქიდან ნებისმიერ შემთხვევაში დასაყოლებელი იყო ლუდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მუქი ყვითელი სითხე და მუქი ყვითელი ხორცის ნაგლეჯი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები…

4. 3-ჯერ გამოვაცხვე კექსი ქიშმიშით და ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს დავამუღამე…

5. წელსაც წავიექსკურსიე ციხისძირში და პეტრას ციხიდან კიდევ ერთხელ გადავხედე ზღვას…

6. ქალაქი ბათუმი, რომლის მიმართაც საშინელი ანტიპათიით ვიყავი განწყობილი, ბოლოს მაინც მომეწონა… ახალმა ბულვარმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…

7. კინაღამ დამავიწყდა, დეიდაშვილს კიბეები მთლიანად შევუღებე (მწვანედ :)) ანუ ,,მალიარობაც” დავამუღამე…

8. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ზღვაზე 3 კვირის გატარებისა, არ გავრუჯულვარ და თითქმის ისეთივე თეთრი ვარ როგორიც წავედი… რა ვქნა, რომ არ ვარ ,,ზაგრის ხამი” და დღის 4 საათზე ზღვაზე არ ვხმები ხოლმე… ზღვაში ბანაობისგან სიამოვნების მიღების მსურველებს ვურჩევ – დილას 8 სთ.-მდე საღამოს 8 სთ.-ის მერე…

9. მადლიანი ზღვა ხანდახან გართობის უფლებასაც გვაძლევდა ხოლმე და ოდნავ ღელავდა ხოლმე, მოკლედ საკმაოდ კარგი ზომის ტალღები იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისათვის, რომ ტალღაზე გაყოლისას ქვებზე ვეხეთქებინე, სახეში ,,ლოდი” ჩაერტყა და ქვიშაზე ვეხოხიალებინე… მოკლედ, მასაჟიც არაჩვეულებრივი იყო…

10. ნასტასიას წყალობით დავესწარი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” დახურვას და ,,Astro Georgia”-ს შემდეგ ლეგენდარულ ჰიუ მასაკელას ვუსმინე… მართლა არ ვარ ჯაზის გადაკლული მსმენელი, მაგრამ ცოცხლად შესრულებული და თან ასეთი ჯგუფის მიერ შესრულებული მუსიკა ფრიად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო…

11. ამ დღეების მანძილზე, სულ ნასიამოვნები და გაღიმებული არ ვყოფილვარ… დეპრესიული განწყობა სტენდალის ,,პარმის სავანემ” შემიქმნა, რომლის კითხვის დროსაც ხან ფაბრიციო დელ დონგო ვიყავი, ხან გრაფი მოსკა; ხან ჯინა სანსევერინა მიყვარდა, ხან კლელია კონტი და წარმოუდგენელი გულისწყვეტა განვიცადე, როცა ყველა საყვარელი გმირი დაიღუპა და თან რა ტრაგიკულად დაიღუპა… ნერვებაშლილი ვიყავი სტენდალზეც და თავად გმირებზეც, რომლებსაც ,,დებილებს” ვეძახდი და მწარედ ვილანძღებოდი 🙂 მოკლედ დავასკვენი რომ ძალიან მგრძნობიარეც ვყოფილვარ და მართლა ,,დამგრუზა” ამ ერთმა ,,კინკილა” წიგნმა…

12. წამოსვლისას მაგარი რაე-ბანები ვიჩუქე და 3 სახის სათვალიდან, რომელიც მომწონს 2 უკვე მაქვს… სიმართლე რომ ვთქვა მესამე ისე მომწონს სხვას რომ უკეთია და მე თავს არ ვიკლავ მის საშოვნელად, სულ უსათვალოდაც მშვენივრად ვგრძნობ ხოლმე თავს…

მოკლედ, მეტი არაფერი მახსენდება… სამწუხაროდ, წელს ფოტო აპარატი არ მქონია და არცერთი სურათი არ გადამიღია… ეს ჩემი ძველი სურათებისა და გუგლის ფოტო გაფორმებაა…

პატარა და ბილწი ლექსი

მთვრალმა დავწერე, მთვრალმა დავპოსტე, სიფხიზლეში წამაშლევინეს… ახლა დავთვერი და დავრწმუნდრი, რომ მომწონს ეს ლექსი… ასე, რომ ბოდიშის მოხდით (მათთან ვინც უკვე წაიკითხა) ვპოსტავ და იმედია ამჯერად  აღარ წაიშლება…
ძუძუ და ტრაკი აყლევებს კაცს
,,ლამაზი სახე კი გამხდარ ქალს აქვს”,
ქართველი კაცის დევიზი ერთია –
,,ააფარე და ჰკარ სანამ შენია”…
გრძნობა და განცდა ქალის ჰკიდიათ
ეს ყველაფერი მათთვის მითია…

გავცხე, გავარტყი ღარის ყველა ხამს,
ანუ მას, ვინც აქ იცნობს თავის თავს!

აფრიკა – ქობულეთი – 3 გამოცვლილი მატარებელი და 7.1 ლარი


როცა თბილისში ძალიან ცხელა, ქალაქი იწვის, სუნთქვა შეუძლებელია, ღამე დახუთულობა არ გაძინებს და 4-ზე ძლივს ჩაძინებულს, დილის მზე გაღვიძებს… ასეთ ვითარებაში, ვისაც დრო და საშუალება აქვს ქალაქიდან გადის… დიდი ნაწილი კი აჭარის ზღვისპირა ქალაქებისკენ იღებს გეზს, რის გამოც უკვე ტაციაობაა მატარებლის ბილეთებზე და 1 კვირით ადრე უნდა აიღო ბილეთი თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილამდე ჩახვიდე…

მაგრამ რა უნდა ქნა, როცა დილას გაიღვიძებ, მოულოდნელად დაგკრავს თავში – დღეს ქობულეთში უნდა წავიდეო? რა პრობლემაა? გასწავლით… მოკლედ, მივდივართ რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, ვიკავებთ რიგს და ჩვენი დრო რომ მოვა ვეკითხებით: ბათუმის მატარებელზე დღევანდელი დაგრჩათ რამე? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია და საერთოდ, დღეს კი არა ზეგამდე ყველაფერი გაყიდულია, 5.5 ლარიანი ,,პლაცკარტი” კი 1 კვირის მანძილზეა გაყიდული… აი ამ დროს კი ირთვება გონება (ანუ იხსენებთ ამ რჩევას ) და იმართება შემდეგი დიალოგი:

– ოზურგეთის მატარებელზე გაქვთ დღევანდელი ბილეთი?
– გვაქვს ,,პლაცკარტი” 5.5 ლარიანი.
-გადასარევია : )
– სადამდე გნებავთ?
– ურეკამდე…

ასე და ამგვარად დილის 5 საათისთვის ხართ ურეკში და იქიდან გინდათ ტაქსის გაყევით, გინდათ სამარშრუტო ტაქსის დაელოდეთ და გინდათ ბათუმის – მატარებელს…

როგორ მოვიქეცი მე: ანუ რა შუაშია 3 მატარებელი? ე.ი. აფრიკიდან მეტროთი ,,ვაგზლამდე” (მეტროც მატარებელია), შემდეგ ურეკამდე და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ბათუმის მატარებლით – ქობულეთამდე…

ტარიფები:

აფრიკა – ,,მეტრო სამგორი” – 40 თეთრი (,,მარშუტკა”)

,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური)

,,ვაგზალი” – ურეკი – 5.5 ლარი (მატარებელი)

ურეკი – ქობულეთი – 1 ლარი (მატარებელი)

ჯამში 7.1 ლარი – აფრიკა – ქობულეთი!

ჰაა ვარ თუ არა ,,ეკონომ პაკეტი”?

,,სიმართლის დრო” – გიორგი სულხანიშვილი

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – გიორგი (გეგა) სულხანიშვილი, 65 წლის ვეტერანი კალათბურთელი

მეექვსე ცოლის ქმარი და კარგი იუმორის პატრონი!

1) ალფონსი ხართ?

პასუხი – არა (სიმართლე)

2) შესაძლებელია მეშვიდე ცოლიც მოიყვანოთ?

პასუხი – კი (სიმართლე)

3) მრავალცოლიანობის მომხრე ხართ?

პასუხი – არა (სიმართლე)

4) რომელიმე ცოლისგან ფარულად, ყოფილ მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობა გქონიათ?

პასუხი – არა (სიმართლე)

5) რომელიმე ცოლის სახელი დაგვიწყებიათ?

პასუხი – არა (სიმართლე)

6) თვლით, რომ თქვენი ამჟამინდელი მეუღლე საუკეთესოა ყოფილებთან შედარებით?

პასუხი – არა (სიმართლე)

მოიგო 400 ლარი და თამაში გააგრძელა

7) 60-იანი წლების თბილისის ,,დინამო” ბევრად სჯობდა დღევანდელ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს?

პასუხი – არა (სიმართლე)

8) თქვენი შვილის ცოლი, თქვენი ერთერთი მეუღლის მეგობარი იყო?

პასუხი – კი (სიმართლე)

9) ყველა ცოლთან თანაცხოვრების დროს გქონიათ ერთღამიანი ურთიერთობები ქალებთან?

პასუხი – კი (სიმართლე)

10) დარწმუნებული ხართ, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სხვა შვილი არ გყავთ?

პასუხი – არა (სიმართლე)

11) რომელიმე ცოლი გაძლევდათ ეჭვიანობის საბაბს?

პასუხი – არა (სიცრუე)

მოიგო 400 ლარი


,,გეყოფათ, რაც მასხრად მიგდეთ, წყეულებო!”

ეს კიდევ ერთი ნაწყვეტია ვისოცკის ,,დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)”-დან, მაგრამ ამჯერად სახალისო და ღიმილით წასაკითხი…

,,ერთმა, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ავადმყოფმა მთავარი ექიმის სახელზე განცხადება დაწერა. აი ტექსტი – სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

,,მე ქვემორე ხელისმომწერი, სამუელ იაკობის ძე სოლოვეიჩიკი, ეროვნებით სომეხი, თუ გნებავთ – არა სომეხი, 43 წლის, აქედან 12 თქვენ მოგიძღვენით, ჩემო პატივცემულო მეგობარო, სადღესასწაულოდ და გამგებთა თანდასწრებით ვაცხადებ, რომ:

  1. ჩემი წნევა მერყეობს ერთსა და იმავე საზღვრებში -1230-1240 კვ.კმ./წმ;
  2. ჩემი პულსია – 3-3,5 დარტყმა საათში;
  3. როე – 12 მეგაჰერცი რაუნდში;
  4. შარდი – მუდამ იისფერია;
  5. პრეტენზიები არ მაქვს;
ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით, თავს, ბოლოს და ბოლოს მივიჩნევ გამოჯანმრთელებულად და აბსოლუტურად, გესმით, აბსოლუტურად ნორმალურად. გთხოვთ, გამიშვათ და გადამცეთ ჩემს შინაყმებს, რომელიც გუშინ გაწერეთ ამ საავადმყოფოდან (თქვენ ხომ ერთხელაც არ მოგვეცით საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით), რომლებიც გულმხურვალედ მიყვარს. იმედია, მათაც ვუყვარვარ.

გეყოფათ, რაც მასხრად მიგდეთ, წყეულებო!
სიყვარულითა და პატივისცემით,

ი. სოლოვი”

დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)

ეს 2 დღეა ვლადიმერ ვისოცკის მოთხრობებს ვკითხულობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს კაცი… მანამდე მიყვარდა როგორც მომღერალი, პოეტი და მსახიობი, დღეს კი დავრწმუნდი რომ ,,უნივერსალი” იყო ეს კაცი, ,,უნივერსალურ ჯარისკაც” – ვან დამზე მაგარიც კი… მოკლედ, ახლა მინდა 1 მოთხრობიდან, რომელსაც ,,დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)” ჰქვია და რომელსაც წინ უძღვის ავტორის სიტყვები:
,,ყველაფერი, ჩემ მიერ ქვემოთ აღწერილი,
არ ექვემდებარება არაფერს და
არც არავის საკუთრებაა.
ასეა…

1 ნაწყვეტი მოვიყვანო, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა… დავიწყებ:

…დღეს ძიძამ ,,ჩვენო ლამაზო” მიწოდა და თქვა, რომ მე ყველაზე წყნარებს (შეშლილებს) შორის ყველაზე დისციპლინირებული გავხდი.

კარგია ეს თუ ცუდი? To be or not to be – საკითხავი, აი ეს არის. ლათინურად ვწერ, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი. არ მქონია სურვილი, მესწავლა. ამ ენაზე ხომ არ მეტყველებდა ლენინი , ინგლისურად მხოლოდ ვალტერ სკოტი და დარვინი საუბრობდნენ, ის კი მაიმუნების მხარეს იყო.

ღამის 3 საათსა და 30 წუთზე ერთმა ახალგაზრდა იდიოტმა გვერდში მუჯლუგუნი მკრა და შემატყობინა, რომ ტრამვაი აღარ დადის, და რომ უკანასკნელმა, ანუ ორმოცდამეშვიდემ ორი საათის წინ ჩაიარა. რპგპრც ჩანს – კონდუქტორებს, პარკის თანამშრომლებს და შემთხვევით გამვლელებს არიგებდა სახლებში. ქუჩაში უკანასკნელი ტროლეიბუსი მიჰქრის. ეხ, მაინც რა მშვენიერია სიცოცხლე!

ექიმო, არ მინდა ამ წამლის დალევა. იპოტენციას იწვევს. იწვევს-მეთქი! იწვევს! იწვეეევს! ეშმაკმა დალახვროს, კარგი, ოღონდ უკანასკნელად! აი, ისევ! ხომ გთხოვეთ, ხელში-მეთქი?!

გუშინ ვიღაც დამესიზმრა – რაღაც შუალედური ბრიჯიტ ბარდოსა და ივ მონტანს შორის. ალბათ ნიმფონია დამეწყო. ამბობენ, ბრიჯიტი არ ცხოვრობს ქმართან, იმიტომ, რომ არ უნდაო. რა გრანდიოზულია: არ უნდა და მორჩა! არ ცხოვრობს! აქ კი, გაბედე! არა! საფიქრალიც არაფერია! გავალ აქედან – მაიძულებენ. მათ ყველაფერი შეუძლიათ გაიძულონ. მტარვალები! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში, მკვლელები – თეთრ ხალათებში, ესკულაპები! ჰიპოკრატები და მორჩა! ეჰ, მსოფლიოს ბედი რომ არა! ეს რომ არა! სწორედ ეს!

ჩემი მეექვსე გრძნობით, მთელი არსებით, ღმერთის მიერ ბოძებული გონებით დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ვარ. მაგრამ ვის დაარწმუნებ. ან ღირს კი?

თქვა ღმერთმა: – და ამექავება ხელები ჩემნი, და შემოვაწვდენ შენს ნეკნებს და დავამსხვრევ მათ! ასე მოუვა ჩემს სატკივარსაც – ექიმი დამპირდა, ხუთშაბათსო და ასეც იქნება. ყველა წინასწარმეტყველი – იოანე, ისააკი, სოლომონი, მოსე და კიდევ სხვები, მართალი იყვნენ – ცხოვრობდა უფალი, ჯვარს აცვეს, აღსდგა და დღესაც ცოცხლობს. იდიდოს! დანარჩენი კი, მოყვასის სიყვარულის, ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ მეორის მიშვერის, აგრეთვე – არ უცქირო, არ უსმინო, არ ისუნთქო – როცა არ გთხოვენ, და დანარჩენი სისულელე – ხალხური ზეპირსიტყვიერების წყალობითაა დამატებული. აი კიდევ – ,,არა ჰკლა!” – ეს სწორია. არ უნდა მოკლა. ცოდვაა, ან რა დააშავა, რისთვის კლავ?..