ბინძური მანქანები – Art

This slideshow requires JavaScript.

ტეხასელი მხატვარი სკოტ უეიდი, კოლეგებისგან განსხვავებით, სახატავ ტილოდ ბინძურ მანქანებს იყენებს. ის დამტვერილ უკანა მინებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს, რომელთა არსებობაც მხოლოდ იქამდე გრძელდება, სანამ ძლიერი ბრიზი ამოვარდება ან სულაც მოულოდნელად გაწვიმდება…

,,ტრიუმფისთვის” გამეტებული ZEMFIRA და მსმენელი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ MS Company-ს 31 მარტს თბილისში ჩამოჰყავს ზემფირა (ZEMFIRA). როცა მეგობარმა  ეს ამბავი მითხრა ძალიან გამიხარდა და მაშინვე ვიფიქრე, აუცილებლად წავალ ამ კონცერტზე-მეთქი. მაგრამ სახლში მისულმა, ამ კომპანიის გვერდზე ვნახე აფიშა, საიდანაც გავიგე რომ ეს ,,ამხელა ზემფირა” კლუბ ,,ტრიუმფში” ჩაატარებდა კონცერტს, ბილეთის ფასი კი 60 ლარი და 130 (მაგიდასთან) ლარი იქნებოდა. გამიკვირდა და არ მესიამოვნა, რომ ამ პატარა და უბადრუკ კლუბში ჩატარდებოდა ეს კონცერტი. არაერთხელ ვყოფილვარ კონცერტზე ტრიუმფში და არცერთხელ არ გამოვსულვარ იქიდან ,,რა მაგარი კლუბია”-ს განწყობით… ფასს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ 60 ლარზე ნაკლებად ჯაზ-ფესტივალებზე ბევრად დიდი ვარსკვლავების მოსმენა შეიძლება ხოლმე, ვთვლი რომ ზემფირა მაინც ზემფირაა და ეს თანხა ნამდვილად არ არის ძვირი მისი კონცერტისთვის, სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, ფული რომც არ მქონდეს ვიშოვნი და კონცერტს დავესწრები მეთქი, მაგრამ იყო ერთი ,,მაგრამ” რაც მაფიქრებდა… Read more of this post