დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა

ქეთის პოსტში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, მოყვანილი იყო არაერთი სტატისტიკური მონაცემი, მათ შორის აღსანიშნავია:

,,სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.

,,გაეროს კვლევის მიხედვით თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, მომავალი დემოგრაფიული პერსპექტივა ასეთია – თუ დღეს ჩვენი მოსახლეობა 4 436 400 კაცია,  2025 წლისათვის – 3,917 მლნ.-მდე, ხოლო 2050 წლისათვის – 2,985 მლნ.-მდე შემცირდება.

Read more of this post

Soon (Sea) Soon (Music) Soon (Dance) At The Sunrise

მზეს ვერ ვიტან, მაგრამ ზაფხული მიყვარს… მიყვარს იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი ამ დროს ხდება: გაზაფხულის მიწურულს, როცა ზაფხულის სუნი მძაფრდება კონცერტი-კონცერტს, ფესტივალი-ფესტივალს მიჰყვება… ბევრი მუსიკა (კარგი მუსიკა), ბევრი ლუდი (ხან რა, ხან რა), ბევრი ცეკვა (ვის როგორც შეუძლია), ღამისთევა და ბევრი გართობა…

მერე შესვენება… საქმე, მუშაობა, წელზე ფეხის შედგმა, შრომა – ისევ შრომა… შიგადაშიგ Kung Fu Junkie (სადმე, წიგნის პრეზენტაციაზე) ახალისებს ცხოვრებას… ბოლოს ისევ გადაღლა, გადაწვა, დასიცხვა და ნოსტალგია…

ორგანიზმი ითხოვს დაღლას – ცეკვითა და სიმღერით,

გაგრილებას სადმზე ზღვაზე, ან მთის წვერზე ,,ლიჟებით”… Read more of this post

ტაქსით იაფად მგზავრობის “საიდუმლო”

ცხოვრებაში არასდროს გავყოლილვარ ტაქსის ისე რომ მერე “ორპადიეზდიან” კორპუსებში სირბილით სული ამომხდომოდა, არასდროს უფასოდ არ მითხოვია ტაქსისთვის გამიყოლეთქო, არც არასდროს “გამიტრაკებია” არცერთი ტაქსისტისთვის და საერთოდაც ვთვლი, რომ პატიოსანი მგზავრი ვარ, თუმცა ერთად ერთხელ მახსოვს შემთხვევა, როცა ზომაზე გვარიანად მეტი “გამომტყუა” ტაქსის მძროლმა, და ისიც იმიტომ, რომ მახლდა ახლანდელი ჩემი მეუღლე და მისი ნათესავი, ამიტომაც მთელი ძალისხმევა ვერ ჩავაქსოვე იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევებში, ჩემი წესების მიხედვით ვმოქმედებ და არც თუ ისე ცუდად გამომდის ტაქსის მძღოლის დაყოლიება ისეთ მიზერულ თანხებზე, რაზეც ხშირად მერე გვეცინება ხოლმე მე და ჩემ თანხმლებლებს.

უშუალოდ წესებზე გადავალ და ჯერ ჩამონათვალი გავაკეთოთ, შემდეგ კი ავხსნათ რა და როგორ მოქმედებს მძღოლზე.

წესი №1. არასდროს მიხვიდე იმ ტაქსისტთან, რომელიც ისედაც გაჩერებული იყო და შენ არ გაგიჩერებია.

  წესი №2. არასდროს აგრძნობინო ტაქსისტს რომ გეჩქარება, სანამ თანხაზე არ შეუთანხმდები.

  წესი №3. არასდროს კითხო ტაქსისტს თუ რამდენს ითხოვს თვითონ, ყოველთვის შენ შესთავაზე თანხა.

  წესი №4. არასდროს დაჯდე მანქანის სავარძელზე, სანამ თანხაზე არ შეთანხმდებით.

  წესი №5. ყოველთვის გააღე მანქანის კარი და ისე ესაუბრე მძღოლს და არა ჩაწეული მინის უკნიდან.

  წესი №6. იყავი ყოველთვის ზრდილობიანი და დატოვე კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება მძღოლზე (თუნდაც ეს ასე არ იყოს ).

Read more of this post

Party, After Party

ყველაფერი 30 ივნისით დაიწყო… სოციალური მედიის საერთაშორისო დღე 50-მდე ბლოგერმა საქართველოს ბანკის მეოხებით ლისის ტბაზე Lisi Lounge-ში აღვნიშნეთ. ეს დღე არ ჰგავდა წინა წლის სოც-მედიის დღეს, არ იყო პრეზენტაციები, 200-ზე მეტი უცხო ადამიანი და 5 წუთში შეჭმული 30-მდე პიცა. ეს იყო ბევრად მყუდრო, დახურული და ნაცნობ-მეგობრებით სავსე სასიამოვნო გარემო, არც ისე გადასარევი ღვინით, მაგრამ ძალიან სახალისო და გასართობი თამაშებით. პირველი თამაშის გამარჯვებული მე გახლავართ და საქართველოს ბანკისგან დიდად სასურველი iPod Shuffle დავიმსახურე. რაში? რაში და ,,ჯე-ი-რან-ი”-ში… არაფერი არ არის ამაში სასაცილო, დალიეთ, ითამაშეთ და ნახავთ როგორი სახალისოა.

No time for losers 'Cause we are the champions

კიდევ 2 აიპოდი გათამაშებულა იმ დღეს, მაგრამ არცერთი გათამაშება არ მახსოვს, იმიტომ რომ მე და ყვავამ ტრადიციული ქართული კაცობა გამოვიჩინეთ და ჭიქით ხელში ყველა მაგიდას შემოვუარეთ, დავლოცეთ, ვადღეგრძელეთ და გულში ჩავიკარით ქართული ბლოგოსფერო… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა იქ ნაცეკვი ბრეიქ-დანსის გამო, კმაყოფილი ვარ წლევანდელი სოც-მედიის დღით, შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ აღვნიშნეთ ჩვენი ,,დაბადების დღე”… მართალია იყო დიდი უკმაყოფილება მათი მხრიდან ვინც ვერ მოხვდა ამ ღონისძიებაზე, მაგრამ იმედია ისინი მომავალ წელს მოახერხებენ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნას და ახლა, ლისის ტბაზე მოუხვედრელობის გამო ხელს არ ჩაიქნევენ ბლოგერობაზე… Read more of this post