War Is a Danger Game

დარწმუნებული ვარ უმრავლესობას ნანახი გაქვთ ეს ფოტოები, მაგრამ მინდა რომ, უბრალოდ, ბევრი საუბრის გარეშე კიდევ ერთხელ ჩახედოთ ომს თვალებში და ყველამ ნახოს ომის ნამდვილი სახე…

Advertisements

დაბადება

მოგეხსენებათ, რომ მოკვდა ,,ის”, მაგრამ დაიბადა ახალი – მეორე ,,მე”… რომელშიც ჩაკვდა რომანტიზმი, სილამაზით ტკბობით გადმოცემის სურვილი, პირადი გრძნობები და აღქმები… მასში ,,ძველისაგან” დარჩა მხოლოდ პაციფისტური შეხედულებები, მსოფლიოს ,,გამოსწორების”, გლობალიზაციისა და მშვიდობისათვის ბრძოლის დაუოკებელი სურვილი…

ახალი ,,მე” აღარ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც ,,ის”, მაგრამ ეცდება იაქტიუროს შეძლებისდაგვარად…

ახალ ,,მე”-საც უყვარს არაყი, ლუდი და თავგადასავლები, მხოლოდ მშვიდობიანი და უწყინარი თავგადასავლები…

Piece, Love, Music…
Piece by Piece

და ბოლოს: ახალ ,,მე”-საც უყვარხართ ყველანი და შეიყვარეთ თქვენც 🙂

ნეკროლოგი

დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ… 😦 მოგვენატრე… ვათვალიერებდით ,,მიტოვებულ” ბლოგს და ვფიქრობდით, ხომ არაფერი შეემთხვა, ხო არაფერი უჭირსო… მაგრამ გავიდა დრო და გავიგეთ შემზარავი და დამამწუხრებელი ამბავი:

მისი მეორე ,,მე” და თითები კლავიატურის კლავიშების დახმარებით, მწუხარებით იუწყებიან: გარდაიცვალა (მოკვდა, მოკტა, ჩაბარდა პატრონს, გევიდა გაღმა, გევიდა მარილზე) ირაკლი ქილიფთარი (Qilipa)…

ასევე გაუწყებთ, რომ არ იქნება პანაშვიდი, ტირლი, ცრემლთა ღვრა და ,,ვაი ვაი”-ს ძახილი… არ იქნება არც გასვენება, რადგან მისი ცხედარი უკვე დაწვეს და ფერფლი ჰაერში მიმოაბნიეს…

ასე რომ ის მუდამ ჩვენთან, თქვენთან და ვისაც ემახსოვრება მის გვერდით იქნება… ის შეიძლება: მტვრად დაედოს თქვენს ვარდისფერ ლეპტოპსა თუ კარგად მოვლილ ფრჩხილებს… გაერიოს იმ სიგარეტის თუთუნში, რომლის კვამლშიც ეხვევა თქვენი აზრები… გამოჩნდეს თქვენი ბლოგის დაბადების დღეებზე… ალბათ ყოველთვის ადევნებს თვალს კრეატიულ რეკლამებს… აუყვება და ჩამოუყვება წყაროს… იმეგობრებს მაიმუნებთან და გვერდიდან არ მოშორდება სქოლიოზიან ადამიანებს (ის ხომ თავადაც სქოლიოზიანი იყო)…

დაიძინა და აღარ გაუღვიძია 😦

მას ყველანი ძალიან ვუყვარდით და ნურც ჩვენ დავივიწყებთ!!!!
იმედია სხვა ცხოვრებაში შევხვდებით… :*

P.S. თუმცა ძალიანაც ნუ დამწუხრდებით: ყოველი დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია და სიკვდილს ყოველთვის მოყვება ახალი სიცოცხლე…

სიონი – კვლავაც – სიონი

სიონი, სიონი და ისევ სიონი…

მიყვარს ეს ადგილი – ჩემს სამოთხედ მოვიხსენიებ ხოლმე…

ყაზბეგისა და გუდამაყრის ფოტოების ნახვის შემდეგ, ალბათ ყველა იფიქრებს სიონი რაღა უნდა იყოსო, მაგრამ იმედი მაქვს ეს ფოტოები (რომლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავიღეთ) დაგარწმუნებთ რომ სიონი არცერთ ლამაზ კუთხესა და ადგილზე ნაკლები არ არის…

…და თქვენც ნახავთ, რომ ჩემი სიონი – ჩემი სამოთხეა…

მაინც გამექცა 🙂



სეტყვა სიონში


,,სიონის მკვდარი კუნძული”

სიონის ღამე

ჩვენი – სიონის ჯვარი