თბილისი – მსოფლიოს დედაქალაქი

ამ პოსტის დაწერის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე იკითხა: თბილისში შანხაი მართლა არის თუ არაო? კომენტარების ავტორებისგან გაიგებდით, რომ შანხაი არსებობს და სადღაც პავლოვზეა (ყაზბეგის გამზირი), მაგრამ მე, როგორც ამ საკითხში კარგად გაცნობიერებულმა და თბილისის ქუჩებზე ბევრჯერ მაფიქრალმა, განვავრცე ამ კითხვის პასუხი და მინდა თქვენც გაიგოთ თუ რა მიმდევრობით, რა ქუჩები და უბნებია თბილისში და ბოლო–ბოლო სად არის შანხაი…

იმ კომენტარების ავტორები არ ცდებოდნენ, რადგან პავლოვზე ნამდვილად არის შანხაი, მაგრამ ეს არის იმ ადგილას (ყაზბეგის 32–34) მდგარი კინოთეატრ ,,შანხაი”–დან შემორჩენილი სახელი, რომელიც კონკრეტულად იმ პატარა ადგილს (2–3 კორპუსი) შემორჩა… აი, უბანი შანხაი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს, მეტრო სამგორიდან მომავალი პროსპექტზე რომ შეხვალთ, მარცხენა მხარეს ერთ პატარა ჩასახვევში ჩახვალთ და არც თუ ისე პატარა უბან – შანხაიზე ამოყოფთ თავს, რომელსაც მარჯვენა მხარეს მდინარეც კი მიუყვება.

შანხაის რომ გაცდებით გრძელდება მოსკოვის პროსპქეტი, მარცხენა მხარეს გადავუხვევთ კაიროზე, შემდეგ მოდის აფრიკა და აფრიკის ბოლო ნაწილს იქ მცხოვრები მოსახლეობა ვუწოდებთ კონგოს. ეს კონგო არ არის დღეს ან გუშინ შერქმეული სახელი, მას შემდეგ რაც დასახლება აფრიკა გაჩნდა,  ზემოთ, ოდნავ მოშორებით მდგარ უბანს იქაურებმა კონგო დაარქვეს.

ანუ მივყვეთ ჩამონათვალს: შანხაი > მოსკოვის პროსპექტი > კაირო > აფრიკა > კონგო > END OF EARTH Read more of this post

ვჭრით და ვაშენებთ

მოკლედ, არ ვიცი კონკრეტულად ვის უნდა შევჩივლო: გარემოს დაცვის სამინისტროს, შსს-ს, მერიას, ,,მწვანე-მწვანე” არასამთავროებს თუ მაო ავაყენო ძედუნი და შველა ვთხოვო…

საქმე ეხება მოსკოვის პროსპექტზე, 70-მდე მოჭრილ ფიჭვის ხეს, რომლებიც პოლიციის ახალ შენობას ემსხვერპლნენ. სადაც ეს შენობა შენდება, იმ ადგილებში გავიზარდე, მის მოპირდაპირე პოლიკლინიკაში გავიკეთე პირველი აცრა და მის საძირკველზე მდგარ რელსებზე ჩავჯექი პირველად ტრამვაიში. ბევრმა თბილისელმა არ იცის ამ ადგილის შესახებ და ალბათ ფიქრობენ, რადგან შენდება, ე.ი. სტრატეგიულად კარგი ადგილიაო, მაგრამ მე გეტყვით როგორი  ადგილიც არის.

შევეცდები ხელით დავხატო ეს ადგილი:

მგონი ამ ნაწვალებმა ნახატმა, ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ, ახლა კი გავაგრძელებ იმის თხრობას, რაც ნახატზე ვერ დავატიე. სამშენებლო ადგილიდან 50 მეტრის დაშორებით (მარჯვენა მხარეს) არის პოლიციის განყოფილება, რომელიც ჩემ ბავშვობაშიც მუშაობდა და დღემდე მუშაობს, მაგრამ ეს განყოფილება არის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და გაფართოების საშუალება არ აქვს. Read more of this post