ბათუმი, BIAFF და ორი ლულა

BIAFF - web-site exchange banner 500-500

უკვე მეათე წელია ე.წ. ბარხატული სეზონის მოყვარულებს არ უწევთ ფიქრი რომელ ქალაქს თუ კურორტს ეწვიონ, გადაწყვეტილება მარტივი მისაღებია – ბათუმი. იმიტომ რომ წელს უკვე მეათედ, ამ ქალაქში ტარდება “ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი” (BIAFF). 

წელს ყველა საქმე გადავდე, გეგმები შევცვალე და 13-20 სექტემბერი BIAFF-ისთვის “გამოვჭერი”. სამწუხაროდ, შარშან ვერ დავესწარი, პირადი ცხოვრების დალაგებას გადავაყოლე საფესტივალო პერიოდი, ვერ დავსახე სწორად პრიორიტეტები და არ გამომივიდა სწორი არჩევანი, მაგრამ რაც იყო იყო, სინანულს და ხვნეშას, აზრი არ აქვს ეხლა (ვიცი რომ “ახლა” არის სწორი ფორმა, მაგრამ გაირითმასავით და “ეხლა” უფრო უხდება, პოეზია იტანს). მთავარია, წელს აქ ვარ და აქტიურად შევძლებ ფილმებზე თვალის დევნებას.

გუშინ ჩამოვედი, დავბინავდი, მშვენივრად მოვეწყვე, კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი მაქვს, “ველობათუმი”-ს ბარათი განვაახლე და ფიქრიც არ მინდა თბილისში დაბრუნებაზე. იმედი მაქვს არ გადავყვები სმას, ჯანსაღად გავატარებ ამ დღეებს, აქტიურად დავესწრები კინოსეანსებს და ბლოგსაც გავაცოცხლებ. ღმერთი არს ჩემთან, ვიწყებ! (დაჟე უკვე დავიწყე, ფაქტი ეკრანზე გაქვთ – ცინცხალ პოსტს კითხულობთ).

ფესტივალის გახსნა ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგება, გახსნაზე ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “ზამთრის სიმღერა”, რომელსაც თავად რეჟისორი წარგვიდგენს. იქვე, BIAFFის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება პოლონელი მსახიობი მაია კომოროვსკა და “ხვალ-ზეგ” ალბათ ნასტასია კინსკისაც ჩავეხუტები. არ არის საჭირო ამ სახელის და გვარის სამჯერ გადაკითხვა, არ გეჩვენებათ, ნასტასია BIAFF-ზე ჩამოდის…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით – კინოსეანსებზე დასწრება არის უფასო, ოღონდ მართლა უფასო, არა ისეთი: “უფასო” ივენთები რომ ცხადდება, მაგრამ ადგილზე მისულს “სიმბოლური” თანხის გადახდას გთხოვენ შესვლის სანაცვლოდ, ხან რა მიზეზით და ხან რა (“ჯეოსელის და ბილაინის ნომრები უფასოოოდ” და 2 რომ ღირს)… მოდით. ისიამოვნეთ, დაისვენეთ, ველოსიპედით მაკდრაივზე შეიარეთ, “პორტო ფრანკოში” აჭარული ჭამეთ, “მიუნხენში” – ღორის შნიცელი, “აპოლოში” და ღია ცის ქვეშ ფილმებს უყურეთ, საღამოობით – მზის ჩასვლას და აწყობილი გექნებათ ცხოვრება. ყველაფერს თურქეთში და ეგვიპტეში ვერ ნახავთ, სხვა დანარჩენისთვის ბათუმი და BIAFF-ი არსებობს.

პ.ს. მიხვდით ალბათ, რომ სათაურში “ორი ლულა” არაფერ შუაშია, უბრალოდ დამესიზმრა რომ გაი რიჩი იყო BIAFF-ზე ჩამოსული და ყველა იმას ფიქრობდა “ამ დეგენერატს რა უნდა Art House Film Fest-ზეო”, მაგრამ ვერავინ ეუბნებოდა, იარაღი ეჭირა.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to ბათუმი, BIAFF და ორი ლულა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: