ნეტავი ეს ჩემ დროსაც ყოფილიყო

ინტერნეტში ქექვა-ძრომიალისას წავაწყდი ძალიან საინტერესო ბლოგს აბიტურიენტთათვის. მართალია მე ეს პერიოდი 3 წლის წინ გავიარე და უკვე დასვენებული ვარ ამ თავისტკივილისაგან, მაგრამ იმ დროს რომ ყოფილიყო ეს ,,ბიზნეს სისტემა”, ალბათ კომფორტული იქნებოდა ჩემი აბიტურიენტობა და უფრო თავდაჯერებული გავიდოდი გამოცდაზე…

მოკლედ, შ.პ.ს. ,,ბიზნეს სისტემა” ატარებს ტესტირებას რუსულ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში… ანუ, რას ნიშნავს ეს ტესტირება? – ეროვნულ გამოცდებამდე, აბიტურიენტი გადის საცდელ ტესტირებას, სადაც ეჩვევა საგამოცდო სიტუაციას და წარმოდგენას იქმნის ამა თუ იმ საგანში, რამდენადაა მომზადებული. ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიურია და ამ გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტი საკუთარ ნაშრომთან ერთად, სწორი პასუხების ფურცელსა და საკუთარ შეფასებას მიიღებს.

სამწუხაროდ, როგორც ვხედავ არც ისე ბევრმა იცის ამ ბლოგისა და საგამოცდო ცენტრის შესახებ, არადა ვფიქრობ კარგ დახმარებას გაუწევს ეს ტესტირება ნებისმიერ აბიტურიენტს. ასე რომ თუ ხართ აბიტურიენტი ან გყავთ ახლობელი ადამიანი, რომელიც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს, გააგებინეთ ამ ბლოგის შესახებ და მგონი უარს არავინ იტყვის 10 ლარად ასეთ შანსზე…

თუკი 1 აბიტურიენტი მაინც გაიგებს ამ ტესტირების შესახებ ჩემი ბლოგიდან და გაივლის ტესტირებას, მესიამოვნება, რომ ვიღაცას სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდე 🙂 უბრალოდ, არც ისე დიდი დრო რჩება რეგისტრაციის გავლამდე და იმედია მოასწრებთ…

აბა თქვენ იცით აბიტურიენტებო!!! წარმატებებს გისურვებთ 😉

ფოტოკოლაჟი ყინწვისიდან

ძმაკაცს გავყევი და ვიღაც 11-ე კლასელ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი ყინწვისში… მოსაყოლი ბევრი და საინტერესო არაფერია, ასე რომ მხოლოდ ფოტოკოლაჟს წარმოგიდგენთ…
გზა მონასტრისკენ
კიდო გზა
დააკვირდით რა შეფარული ხრამია… ამ ადგილას, მთვრალი კაცი – მკვდარი კაცია 🙂
გუმბათის პირველი გამონათება

ყინწვისის მონასტერი


თამარის ფრესკამდე ვერ მივედი ფოტოს გადასაღებად!

,,ნატვრის ხე”
ხე(ები)
ფესვ(ებ)ი
ხეფსვი 🙂


,,სიმართლის დრო” – გელა მომცემლიძე

მოკლედ, რამდენიც არ უნდა მქონდეს დასაწერი და მოსაყოლი, პირობას არ დავარღვევ და პირველ რიგში ,,სიმართლის დროს” დავდებ, შემდეგ კი ნელ-ნელა ერევნულ ამბებსაც მოვყვები 🙂

წამყვანი – ნანკა კალატოზიშვილი

მოთამაშე – გელა მომცემლიძე 53 წლის, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი.

კაცი, რომელიც სიკვდილმისჯილი იყო

1) დარწმუნებული ხართ, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს?

პასუხი – კი (სიმართლე)

2) თქვენს მიერ დაარსებულ ,,თბილისის საძმო”-ში იყვნენ ,,კანონიერი ქურდები”?

პასუხი – კი (სიმართლე)

3) დევნილებისთვის სამეგრელოს გზის დაბლოკვა და სვანეთით გადმოსვლა ედუარდ შევარდნაძის ინიციატივა იყო?

პასუხი – კი (სიმართლე)

4) შინაგან ჯარებში მსახურებისას გროზნოსთან მუდამ გქონდათ კონტაქტი?

პასუხი – კი (სიმართლე)

5) ლოთი ქობალია ყოველთვის გამოყოფდა ქართველებს და მეგრელებს ერთმანეთისგან?

პასუხი – არა (სიმართლე)

6) ქაშვეთის ეკლესიის სამრეკლოს თქვენ ესროლეთ?

პასუხი – კი (სიმართლე)

მოიგო 400 ლარი და თამაში გააგრძელა

7) კითხვას უსვამს მოწვეული სტუმარი – თამაზ ფანჩულიძე (ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი)

წალენჯიხიდან ჯაბა იოსელიანი ზეწარგადაფარებული გამოაპარა ქუთაისის ,,OMOH”-მა?

პასუხი – კი (სიმართლე)

8) ტელევიზიაში ტყვედ აყვანილი ბიჭები, სასამართლოს გარეშე დახვრიტეს მთაწმინდაზე?

პასუხი – კი (სიმართლე)

9) როდესაც სიკვდილმისჯილი დახვრეტას ელოდებოდით, ნანობდით, რომ ზვიადისთვის თავი გაწირეთ?

პასუხი – არა (სიმართლე)

10) დღეს ნანობთ, რომ საერთოდ გაერიეთ პოლიტიკაში?

პასუხი – არა (სიცრუე)

მოიგო, მხოლოდ, 400 ლარი

,,არ დაიდარდო” ადარდიანებს!!!

თუ სახლიდან გავედი და ყურსასმენები დამრჩა (ის ყურსასმენები რომლის საშუალებითაც ჩემ საყვარელ მუსიკას ვუსმენ და კარგ ხასიათზე ვდგები), მაშინ ის დღე წამებაა და ,,ვიღაცეების” ტყვეობაში მგონია თავი… ეს ,,ვიღაცეები” კი ,,მარშუტკის” მძღოლები, ,,არ დაიდარდოს” დაფუძნებლები და ამავე რადიოს ,,VJ”-ეები თუ ,,DJ”-ეები არიან. როგორ არ უნდა ,,დაიდარდო”, როცა ,,არ დაიდარდოს” უსმენ? ამოვიდა ყელში ერთი და იგივე ,,ნაგავი” ყოველ დღე, გადაყარეთ, გაასუფთავეთ თორე აყროლდა!!! ნაგავს ყოველდღე ჭირდება გატანა – ყოველდღეე???
კარგი, ხანდახან არ ვუკირდები მუსიკას და ვერთობი ტექსტების შინაარსითა და მუსიკას აყოლილ მგაზვრებზე დაკვირვებით, მაგრამ ესეც ხომ მოსაბეზრებელია? 😦 ბოლო დროს ერთი სიმღერა მესმის ხშირად (ნინო ღავთაძე – თოლია) და წესივრად რომ მოვუსმინე ტექსტს ძალიან ბევრი ვიცინე, დაჟე ხელთ მაქვს უკვე ეს უნიკალური სიმღერა ტექსტითურთ… თავიდან გავღიზიანდი – ამ საქართველოში ისევ ყველა ამღერდა ვინც სიმღერის ჩასაწერი ფული მოიგდო ხელთ – თქო, მაგრამ შემდეგ შემეცოდა ეს გოგო, თავისი გაჭირვება აქვს ალბათ, თავისას მღერის და ჩვენც გვართობს – თქო 🙂

ვინც არ მგზავრობთ საზ. ტრანსპორტით და ხელი არ მიგიწვდებათ ,,არ დაიდარდოს” ,,მარგალიტებზე”, მე გიჯიგრებთ და გაგაცნობთ ამ საოცარ სიმღერას და ტექსტსაც დავურთავ 😉

ნინო ღავთაძე – თოლია

მე შენსკენ მოვდიო ოცნებებით,
ამხელა გზა გავიარე
და როცა ჩავიხედე შენს თვალებში
მივხვდი რომ დავაგვიანე.

მე შენსკენ მოვდიოდი რთული გზებით
რა დაუნდობლად მათოვდა,
მე სულელს მჯეროდა რომ მელოდები
და შენზე ფიქრი მათბობდა.

მის: მერე ავფირნდი მე როგორც თოლია
გავიგე ვინ ვისი ტოლია,
დღეს შენი შანსები ნოლია
და ვითომაც სულ არ მყოლია.
ეს ცეცხლი არ არის უბრალოდ ბოლია
ხოდა ვითომაც სულ არ მყოლია.

მე შენსკენ მოვდიოდი იმედებით
ამდენი გზა გამინათე
და ერთადერთი რასაც ახლა ვხვდები
მე შენ არ უნდა მიყვარდე.

მის: ახლა დავფრინავ მე როგორც თოლია
გავიგე ვინ ვისი ტოლია,
დღეს შენი შანსები ნოლია
და ვითომაც სულ არ მყოლია.
ეს ცეცხლი არ არის უბრალოდ ბოლია
ხოდა ვითომაც სულ არ მყოლია.

და როცა უჩემობა შეგაწუხებს
იცოდე ნუ დამიძახებ
მე არარ მომწონს როგორ ტირიხარ შენ
ცრემლები შემოინახე.
მის:

ოდნავ უხამსი ფოტო+იუმორი


ჩაცმა არ ჩაცმა – საკითხავი აი ეს არის!

კარგი სიხარულო, გვეყო ამდენი ჩხუბი
როს მეუღლემ ნახა ფოტო ეგი,
განქორწინდა არ დაფიქრდა ერთიც!

საოცნებო თანამდებობა – ამ ოფისის დირექტორობა!


უკაცრავად, ქა,,ხ”ალდი არ გაქვთ?

ჰააა ჩაბარდა თავანი?

აუ, ,,კრიშაზე” რა ავიდოდა? 😦

ვსიო, ვეღარ გიტან, აღარც შენი ნაყიდი ,,ტურსიკი” მინდა!

მიგახედე – მოგახედე…

იიიფ…

,,სიმართლის დრო” – ირაკლი ლომაია

წამყვანი – ნანკა კალატოძიშვილი

მოთამაშე – ირაკლი ლომაია 27 წლის მკურნალ-ექსტრასენს-პარაფსიქოლოგი

ზე-კაცი თუ შარლატანი?

1) საკუთარ თავზე ჭორებს შენ იგონებ პოპულარობისთვის?

პასუხი – კი (სიმართლე)

2) პოლიტიკურ წრეებში შენი მომსახურებით სარგებლობენ?

პასუხი – კი (სიმართლე)

3) შენი ოჯახის წევრს პრობლემა რომ შეექმნას, პროფესიონალ ექიმთან მკურნალობას ამჯობინებ?

პასუხი – კი (სიმართლე)

4) რამდენჯერმე მოგაკითხა სამკურნალოდ ეკა კვალიაშვილმა?

პასუხი – კი (სიმართლე)

5) ,,სიმართლის დროში” თამაშზე თანხმობის მთავარი მიზეზი, ეკა კვალიაშვილისთვის სამაგიეროს გადახდა იყო?

პასუხი – კი (სიმართლე)

6) გაკითხავენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, მმართველი პარტიისთვის ჯადოს გასაკეთებლად, შენ კი უარით ისტუმრებ?

პასუხი – არა (სიმართლე)

მოიგო 400 ლარი და თამაში გააგრძელა

7) კითხვას უსვამს მოწვეული სტუმარი – გიორგი მუკბანიანი (ექსტრასენსი)

ირაკლი ლომაია შარლატანია?

პასუხი – არა (სიმართლე)

8) ნამდვილად მიგაჩნია, რომ ხარ ,,ქართული პარაფსიქოლოგიის მამა”?

პასუხი – კი (სიმართლე)

9) გითქვამს პაციენტისთვის რომ განკურნავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებდი ამას?

პასუხი – კი (სიმართლე)

10) ირაკლი ლომაიას წარმატებული მკურნალობის შესახებ, პრესაში გახშირებული პუბლიკაციები მხოლოდ კარგად დაგეგმილი ,,პიარია”?

პასუხი – არა (სიმართლე)

11) ტრადიციული მედიცინის წამყვანი ექიმები სერიოზულ კონკურენტად აღგიქვამენ?

პასუხი – არა (სიცრუე)

P.S. ეს იყო ის გადაცემა რომელზეც ძალიან ბევრი ვიცინე… 🙂 მოწვეულ სტუმართან (გიორგი მუკბანიანი) ჰქონდა შეკამათება და ჩემი აზრით ძალიან უზრდელურად ესაუბრა მასზე ბევრად უფროს ადამიანს… წარმოდგენა საკუთარ თავზე რო აქვს ნუ იტყვით რა, შემშურდა პირდაპირ… 🙂 მისივე სიტყვებია – ,,ღმერთმა შექმნა ირაკლი ლომაია და გითხრა: აჰა, აწი შენ თავს უშველე”!!!

მიმოწერა ქეთი მელუასთან

გუშინ ,,Times” – მა ორგანიზება გაუკეთა ქეთი მელუასა და მის მსმენელბს შორის 1 საათიან ონლაინ ჩატს. რა თქმა უნდა ამ ჩატს მეც ვესწრებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კითხვები ვერ მივიდა ქეთიმდე. ამიტომ მხოლოდ მკითხველის სტატუსს დავჯერდი. ყველასთვის არ იქნება საინტერესო, მაგრამ ქეთის მსმენელები წაიკითხავენ ამ დიალოგს. მე კი იმიტომ ვდებ ამას რომ არ მინდა დაიკარგოს და მერე საძებნი გამიხდეს… ქეთისთან დაკავშირებული ყოველი სიახლე ჩემთან ახლოს უნდა იყოს 🙂

Read more of this post