ნიჭიერის პირველი ნახევარფინალის მიმოხილვა

ორი სიტყვით შევეხები წამყვანებს და აღვნიშნავ, რომ თიკა ძალიან ლამაზი იყო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იმედია ვანიკო არ მიწყენს, რომ მის სილამაზეს ხაზს არ ვუსვამ🙂

ჟიურის ერთი სიტყვით შევეხები და აქაც აღვნიშნავ, რომ სოფო ნიჟარაზეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მის სილამაზესაც აუცილებლად გავუსვამ ხაზს

ახლა კი დავიწყოთ:

დრამის ბიჭები: კარგები იყვნენ, აშკარად ბევრი უვარჯიშიათ და შოუს სანახაობრივობისთვისაც ზრუნავდნენ: ადგილების გაცვლითა და ჩართული ცეკვის ელემენტებით… მართლა ,,საღოლ” ბორჯომელ ბიჭებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გადასვლის შემთხვევაში ახალს და განსხვავებულს ნამდვილად ვერაფერს შემოგვთავაზებდნენ. ასე რომ წარმატებები ამ ბავშვებს ,,ნიჭიერის” სცენის მიღმა უფრო და უფრო დიდ სცენებზე.

ბახვა წერედიანი: ეს ადამიანი ,,ნიჭიერის” სცენაზე ნამდვილად არ მინახავს პირველად, მანამდე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ვხედავდი ხშირად და პირველი სიმპატიებიც მაშინ გამიჩნდა მისი ნიჭიერების მიმართ. შემდეგ იყო პროექტის ქასთინგი, სადაც უკვე მთელმა საქართველომ გაიცნო და ჩემი ერთერთი ფავორიტიც გახდა. გუშინ კი მართლა ძალიან მაგარი ნომერი წარადგინა, უდაოდ ურთულესი და ძალიან სანახაობრივი. უნდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს ჯექსონი და უარყოფითადაც კი ვარ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ ,,ბახვას ჯექსონი” შემიყვარდა, მართლა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას და სხვა თოჯინებს ბახვას მიერ აცეკვებულ-ამღერებულს თოჯინების თეატრში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ფინალში ვერგადასვლისა, იმედი მაქვს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები უყურადღებოდ არ დატოვებენ ამ ნიჭიერ ადამიანს და ხელს შეუწყობენ ქუჩიდან თეატრში დაბრუნებაში…

ანა და თემო: ეხ, ეხ ბავშვებო… როგორ გამიცრუეთ იმედები? რატომ ველოდი რაღაც ძალიან სანახაობრივს და განსაკუთრებულს? რატომ, რატომ? ნამდვილად არ გიცეკვიათ ცუდად, პირიქით კარგად იცეკვეთ და შესაძლოა ქეთრინ ზეტა-ჯონსის და რენე ზელვეგერის აპლოტისმენტებიც დაგემსახურებინათ, რომ ენახათ, მაგრამ ნიჭიერის ნახევარფინალში მოქმედებს ერთი დაუწერელი კანონი: ახალი გამოსვლა აუცილებლად უნდა ჯობდეს წინას! თქვენ ეს წესი არ/ვერ შეასრულეთ!..

დავით დავითიანი: Fail

თათია დონაძე: მონაწილე, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, ალბობს და ალღობს მაყურებელს, ნუსხავს და აჯადოვებს… ,,უძვლო მშვენიერებას” + ნიჭი + პლასტიკა = თათია დონაძეს! არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა ამ გოგოზე?! მან დადგა ულამაზესი და ძალიან სანახაობრივი შოუ, სადაც თვალნათლივ გამოავლინა ნიჭი, მონდომება, უდიდესი შრომა და გამარჯვების სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, მის პლასტიკას აკლდა პატრიოტიზმი, რომ ქართველ ერს დაეფასებინა მისი ნიჭი. ალბათ, ვარდისფერი სამოსის ნაცვლად ხუთჯვირანი საქართველოს დროშა რომ ცმოდა და ბოლო მოძრაობით ყანწი განესახიერებინა, ის აუცლებლად გახდებოდა სრულიად საქართველოს რჩეული…

ნატალი ვეფხვაძე: კარგი ხმა აქვს, კარგი გოგოა, ძალიან მაგრად მღერის, მაგრამ რა განსხვავება იყო, შესრულების კუთხით, პირველ ქასთიგზე შესრულებულ ,,საქართველოსა” და ამ ჯერზე შესრულებულ ,,მრავალჟამიერს” შორის ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, მან პირველივე ქასთინგზე დაანახა ყველას, რომ სიმღერა შეუძლია და თან ძალიან კარგადაც. ასე რომ ჩამწერი სტუდიები და ,,მისთნანი” უკვე დაინტერესდებოდნენ მისით და უხეშად რომ ვთქვათ ნატალი ,,აღარსად დაიკარგებოდა” ფინალში თუ არ გადავიდოდა. ალბათ, ეს უნდა ეფიქრა ხალხს და ნიჭისთვის მიეცა ხმა და არა ,,მრავალჟამიერისთვის”… თუმცა წინა სეზონის გამარჯვებული – ,,მკვდრეთით აღმდგარი გოგი დოლიძე” ნათელი მაგალითია იმისა, რომ ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”-დან ,,დუდუკი” ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, მითუმეტეს თუ ეს ,,დუდუკი” ,,მრავალჟამიერს” აკვნესებს. ნიჭი კი ამ სიმღერის ტექსტის დამახსოვრება და რაც შეიძლება გრძნობით ამოთქმაა…

ჩვენისთანა ნიჭიერი

განა არის სადმე ერი?!

Water Lilly: აქაც შეიძლება ,,მრავალჟამიერზე” საუბარი, მაგრამ არ მინდა:/… მართლა კარგები იყვნენ და ძალიან მეწყინა, რომ არც კი დაამთავრებინეს სიმღერა, თუმცა მანამდე დარბაზმა გამაღიზიანა და მაგრძნობინა, რომ ამ ჯგუფს იოტისოდენა შანსიც კი არ ჰქონდა ფინალში გადასასვლელად, არც მე ვამბობ, რომ უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ სიმღერა რომ ბოლომდე მოგვესმინა და ტაში გიჟივით მარტო მე არ მეკრა იმხელა დარბაზში, მგონი ამით საქართველო შუაზე არ გაიხლიჩებოდა და ღვთის რისხვა თავს არ დაგვატყდებოდა. ყველა მონაწილის სახელის გამოცხადებისას, გამოსვლის წინ დარბაზი ზრდილობიანად უკრავდა ტაშს, მაგრამ სამწუხაროდ Water Lilly- მ ეს ,,ვერ დაიმსახურა”. თუმცა რას ვიზამთ? ეს ხომ პანკ-როკი იყო და არა…

ჰერელი გოგონები:

ჩემი ფიქრი მათი გამოსვლის წინ: ,,იმედია ისევ ,,ABBA,,-ს არ იმღერებენ”.

ჩემი ფიქრი ნომრის დასრულების შემდეგ: ,,ჯობდა ისევ ,,ABBA” ემღერათ.”

ნიცა ყიფიანი: არ ვიცი ვინ რას მეტყვის, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე ეს ბავშვი მიყვარს (მგონი მისი ნახვის შემდეგ გამიჩნდა შვილის ყოლის სურვილი :)) და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოს ბანკის მოწონება დაიმსახურა და ფინალშიც ვიხილავ… ბევრი ფიქრობს, რომ უსამართლოა მისი გადაყვანა და ის მხოლოდ საყვარელი ბავშვია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ნიცა 8 წლისაა. სცენაზე და ეკრანიდან ნამდვილად არ ჩანს თუ რა ,,ციცქნა” არსებაა, გვერდზე რომ გამიარა მშობლებთან ერთად, მართლა არ დავუჯერე თვალს, რომ ნიცა იყო ის ,,თოჯინა” (თოჯინა ტანითაც და სახითაც)… ეჭვი მეპარება ყველა საყვარელ 8 წლის ბავშვს ასე ცეკვა შეეძლოს და თუ ამას შეუძლია და სხვას – არა, მაშინ უნდა ვაღიაროტ, რომ ეს ნიჭიერია და სხვა – არა!

Acro Style: ,,რაფაელო”

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

27 Responses to ნიჭიერის პირველი ნახევარფინალის მიმოხილვა

  1. ნიცა 6 კი არა 8 წლის არის.
    პოსტი შესანიშნავია და .. სრულებით ვეთანხმები!

  2. Qilipa says:

    8 არ მიწერია? :დდ 10 ქს :*

  3. ძალიან კარქი პოსტია. ბოდიში სათაურისთვის :დ

    • Qilipa says:

      ,,ნიჭიერი 4ever, უფრო სწორად – მრავალჟამიერ!” – ეს მქონდა მე, მარა მრავალჟამიერი მაინც მრავალჟამიერი იყო :დ არაუშავს, ეს სათაური უმფრო გასაგები იქნება ყველასთვის :დ

  4. tamaRa says:

    ანა და თემოზე მეც მაგ აზრის ვარ… შესარჩევზე ძალიან კარგები იყვნენ, ორიგინალური ნომრით, ეს კი ერთი კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი ცეკვა იყო, რომელსაც იცეკვებს ყველა სამეჯლისოს მოცეკვავე!😦
    პანკ–როკერებზე კი ვერ დაგეთანხმები, ვერააა! საშინელი შესრულება და საშუალო სიმღერა… მე თუ მკითხავ, სულაც არ უნდა გადაეყვანათ, ალბათ არც შესარჩევზე ბრწყინავდნენ, თორემ ნომერს უფრო ვრცლად გვაჩვენებდნენ…

    • Qilipa says:

      თამარ, არც მე ვამბობ უნდა გადასულიყვნენ-თქო, უბრალოდ, ბოლომდე მოესმინათ და ზრდილობის ნიშნად ტაში დაეკრა დარბაზს კარგი იქნებოდა… მაგრამ ხალხს იმხელა ზიზღი და დამცინავი მზერა ჰქონდა მათ მიმართ, თითქოს რომელიმე, უოთერ ლილის წევრებზე უკეთესი ყოფილიყო რამით. სპორტულშარვლიანი და ლაკისტუფლიანი ხალხი რატო უნდა ფიქრობდეს კედებით, დახეული ჯინსით და ვარდისფერი თმით მოსიარულე ადამიანზე ,,ფუ, რა აცვია! ფუ, რას ჰგავსო” ან რატო უნდა ფიქრობდეს ლელა წურწუმიას და მერავ სეფაშვილის მსმენელი როკზე, ან პანკ-როკზე ,,ფუ, რა საშინელებააო”?

      • Qilipa says:

        გასაგებია რო ბოლოს თემას გავცდი, მაგრამ პასუხი პირველ წინადადებაში გაგეცი🙂

      • tamaRa says:

        ეგ სხვა საკითხია, ქილიფ… მაგაში არც მოგდავებივარ🙂🙂

      • ninaprudence says:

        ზოგადად ეგრეა საქართველოში როკი სატანისტურია ოზი ოსბორნი სატანისტია ნირვანა სატანისტუია და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ყელში მაქ ძალიან ამაზრზენია !

  5. ooF says:

    absoliturad getanxmebi ! nichieri ki ara profili iyo!

  6. ომ მართალია :დ
    ლბათ, ვარდისფერი სამოსის ნაცვლად ხუთჯვირანი საქართველოს დროშა რომ ცმოდა და ბოლო მოძრაობით ყანწი განესახიერებინა, ის აუცლებლად გახდებოდა სრულიად საქართველოს რჩეული… <– :დ:დ
    ნიცა მართლა ძალიან საყვარელი იყო, ძალიან მინდოდა გადასულიყო.. და ყვითელ გალუაზსაც არაუშავს:\

    • Qilipa says:

      ვააააა, გალუაზიც გამოსწორდა დაჟე? :დ ნი ხრენა სიბე :დ

  7. Jessie says:

    მე მეგონა, შვილთან დაკავშირებით მხოლოდ მე მომივიდა გიჟური იდეაა. მარტლა.. აი ბედნიერია დედა მასეთი შვილი როცა ჰყავს…❤
    ყველაფერში გეთანხმები.. ერთადერთი ჰერელი გოგონების აბბა იასნად ჯობდა, მაგრამ ესეც არ უმღერიათ მასე სასტიკად… ეჰ.. ჩვენა არაფერი არ გვეშველება.. ნჯუ სხვა ბლოგებზე უკვე ვიწუწუწნე და შენს ბლოგზე აღარ შეგაწუხებ… :)) მშვენიერი პოსტია

    • Qilipa says:

      აუ არა ტო, მაგ ჰერელი გოგოების ,,ძველქართულობამაც” ნერვები ამიშალა:/ გაიხარე ბოლო ორი სიტყვიზა და ბლოგი რო დაიფარე წუწუნისგან იმიზაც :დ

  8. agatako says:

    აკროსტაილი-რაფაელი❤❤

    ნუ ნიცაზე ვერაფრიტ ვერ დაგეთანხმები, მაგ ბავშვის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, მაგრამ მისი ფანკლუბი მაღიზიანებს🙂

    წერედიანის მევიოლინის მოსასმენად საათები ვმჯდარვარ პირველი სკოლის წინ🙂❤ მართლა გული დამწყდა რომ ჩვენი პატრიოტული სულისკვეთების თანამოქალაქეების გამო ზოგი ასე რომ ვთქვათ იჩაგრება😐

    თათია იყო ლამაზი და ნიჭიერი❤
    ნუ მე თავიდანვე არც თუ ისე კარგად ვიყავი "ჰერელი გოგონებისადმი" განწყობილი, ჩემი რეაქცია = 0

    მიუხედავად ცემი იმედგაცრუებების "ნიჭიერი: იმიტომ მიყვარს რო მიყოლებით "მრავალჟამიერს" "ვოტერ ლილის" და "ჰერელ გოგოებს" სხვაგან სად მოუსმენ??🙂🙂

    • Qilipa says:

      მეც მიყვარს ნიჭიერი მიუხედავად მრავალჟამიერისა🙂

  9. LiLaC says:

    შემდეგი ნახევარფინალებიც განიხილე, ქილიფ :))

  10. ketusi says:

    ქილიპ,სად დაიკარგე?ახლ პოსტებს რატომ არ წერ?🙂

    • Qilipa says:

      სტამბულში ვიყავი და ჩამოსვლის მერე ვერ მოვაბი თავი ვერაფერს:/

  11. Fibb says:

    თათია დონაძე – მაგ დღის ნიჭიერის ერთერთი ფავორიტი იყო ჩემთვის და ძალიან გული დამწყდა რომ ვერ გადავიდა, ასევე დაგეთანხმები 5 ჯვრიანი სამოსი და ყანწის ფორმა რომ მიეღო გადავიდოდა, ხომ იცი რა ვართ ქართველები და ქართული მენტალიტეტი :დ

    ნიცა ყიფიანი – ეს ბავშვი კინაღამ ტელევიზორში ჩავყლაპე :დ ძალიან საყვარელი ბავშვია და ამასთანავე ნიჭიერიც, პირადად მე ჰიპ-ჰოპ ი ძალიან მიტაცებს და ამ წლის ბავშვებში ასეთი ნიჭიერი მოცეკვავე არ მინახავს …

    Water Lilly – აქაც დაგეთანხმები, ძალიან არ მომწონს როდესაც შენგან განსხვავებული სტილის, აზრის და გარეგნობის მქონე ადამიანზე ამბობ “ფუ რას გავს”, “ფუ რა გემოვნება აქ” და ასე შემდეგ … დაახლოებით 1 წლის წინ მეც გაქანებული როკერი ვიყავი და მეც ვგრძნობდი იმას რაც შეასძლოა კი არა იგრძნეს უოთერ ლილის წევრებმა, ხალხის უარყოფითი რეაქცია შენ დანახვაზე, მერე რა მოხდა თუ გაცვია შავი და თმა აწეწილი გაქ, გინდაც უსმენ გიჟურ მუსიკას და გიკეთია სამაჯური (განსხვავებული სხვისგან) და გაცვია დიდ ყელიანი “ბატინკები”. თუ არ მოგწონს, შენ რაც მოგწონს ხომ გაქ ისე ხოდა აცადე სხვასაც ქონდეს ისე როგორც მოსწონს…

    Acro Style: ამათზე ვაფრენ :დ რატომ არ დაწერე ამათზე პოსტი ქილიპ😕

    – ეხლახანს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალიან ახლობლის და ამავდროულად მასწავლებლის ჯგუფელი ხარ :დ

  12. Fibb says:

    დაგანახო? :დ მარი მათეშვილი

  13. vaime ramgari akrobatistebi arian :))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: