სიონის – ,,მკვდარი კუნძული”…

რაღა თქმა უნდა ესეც ,,სიონური” ამბავია…


აგვისტოს ბოლოს, სიონის წყალსაცავიდან სარწყავად წყალს უშვებენ ხოლმე, რის შედეგადაც ტბა პატარავდება და რამდენიმე მეტრით დაბლა იწევს… წყლის დაწევამ კი ჩვენს თვალწინ ახალი სიცოცხლე შვა – ეს იყო პატარა კუნძული, რომელიც 4 წლის მანძილზე პირველად ვნახეთ…


ეს არ იყო არც ,,განძთა კუნძული”, არც ,,მკვდარი კუნძული” ( თავიდან ასე გვეგონა) და არც ის კუნძული რომელზეც LOST-ი გადაიღეს… ეს იყო უბრალო, პატარა კუნძული, რომელსაც ,,წყალშიდაჭერობანას” სათამაშოდ ვიყენებდით…

,,ერთ მშვენიერ, ან იქნებ არც ისე მშვენიერ დღეს”, ჩემი დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი მარტო გადავიდა კუნძულზე და დაბრუნების შემდეგ გვითხრა, რომ დიდი ძვალი ნახა იქ, მაგრამ ვერ გაეგო – ძაღლის იყო, მგლის თუ რაიმე უფრო დიდი ცხოველის…

ჰოი, უსაქმურთა ცნობისმოყვარეობავ! მაშინვე 7-კაციანი დელეგაცია: 5 ახმახი მამაკაცისა და 2 მანდილოსნის შემადგენლობით, გადავიდა კუნძულზე და მის თვალიერებას შეუდგა…

,,დიდ” ძვალზე დაკვირვების შედეგად, დამსწრეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო ადამიანის ხელის (ან ფეხის) ძვალი… ცნობისმოყვარეობამ იმატა და დავიწყეთ დანარჩენი ნაწილების ძიება. დიდი ქვის გადაგორების შედეგად აღმოვაჩინეთ ადამიანის დამსხვრეული თავის ქალა და ქვედა ყბა, რომელსაც ჩემზე ბევრად ჯანმრთელი კბილები ჰქონდა (მხოლოდ 1 – წინა კბილი აკლდა), ანუ დავასკვენით, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ,,ჩანა” გვეჭირა ხელში… ამან სულ მთლად გააცეცხლა ჩვენი ცნობისმოყვარეობა (მხოლოდ გოგონები იყვნენ უკმაყოფილოები) და არქეოლოგობაც დავიწყეთ… ვთხარეთ, ვთხარეთ და თაგვი ვერა, მაგრამ სხეულის სხვადასხვა ნაწილის ძვლები და თავის ქალები ,,გამოვთხარეთ”…


მთავარი არქეოლოგიური მონაპოვარი მაინც წინ გველოდა… ეს იყო დიდი ქვებით შეკრული კუბო (როგორც შემდეგ გვითხრა არქეოლოგმა, იგივე – ,,ქვაყუთი”)… ამ საფლავში აღმოვაჩინეთ 2 ადამიანი – დიდი თავის ქალა და ძალიან პატარა თავის ქალა… სავარაუდოდ დედა-შვილი ან მამა-შვილი… ყველაფერი ასე საინტერესოდ მიდიოდა, მაგრამ გოგონებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ატყდა დიდი ,,წივილ-კივილი”: ,,მკვდრებს შეურაცხყოფას ვაყენებთ… ამისთვის დავისჯებით… ცოდვაა… ძალიან შორს შევტოპეთ…” და ა.შ…

ყველაფერი თავიანთ ადგილს დავუბრუნეთ და ჩვენი პატარა, საიდუმლოებებით მოცული – ,,მკვდარი კუნძული” სამუდამოდ მივატოვეთ…



P.S. ეს ყველაფერი მოვუყევით მეგობრის ბიძას, რომელიც არქეოლოგია და მისი აზრი გვაინტერესებდა… ნუ საქციელი არ მოგვიწონა (მსუბუქად რომ ვთქვა), მაგრამ გვითხრა, რომ იქ ჩვენამდე, რამდენიმე წლის წინ ყოფილა და ქართული არქეოლოგიისთვის სიახლე და ნიშანდობლივი ვერაფერი აღმოაჩინა, ეს სამარხები ხომ სულ რაღაც ჩვ.წთ-მდე II-I საუკუნის ყოფილა…


ქვაყუთი

ახლგაზრდა და ჩემზე ჯანმრთელი ,,ჩანა”

კი, კი, ნამდვილად ადამიანის თავის ქალაა…

მთლიანი ადამიანის აწყობის წარუმატებელი მცდელობა

ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება…

გუდამაყარი: ჩოხი – ბოსლისხევი…

ლამაზი იყო ყაზბეგში – ხდეს ხეობა, მაგრამ არანაკლები სილამაზისაა გუდამაყარი… საიდანაც ულამაზესი შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი…

პირველი სურათი აქაც ის იქნება, რომელიც გადამიღეს მე 🙂 დანარჩენები კი ჩემი და ჩემი ჰაბიტურიენტი მეგობრის – ბექა ვარდუაშვილის გადაღებულია…

ლექვინა და მე 😀
მიყვარს ეს სურათი








ეს კი გოდერძი ჩოხელის სახლის ეზოში გადავიღე…

გაუხმაურებელი სამეული… :)

ადრე დავწერე და დაკარგული მქონდა ეს ლექსები, თუმცა ახლახანს წავაწყდი და ძალიან გამიხარდა… 🙂 შეიძლება დიდი არაფერია და არც არავის მოეწონოს, მაგრამ მე ყველა ჩემი ლექსი ,,შვილივით” მიყვარს :D… ასე, რომ მიიღეთ ისეთი როგორიც არის და როგორიც მე მომწონს 🙂

ძალიან ბევრს ვფიქრობ,
ძალიან ბევრს ვსვამ,
აღარაფერს ვჭამ და
ვეღარ ვიტან თავს…

,,ვისაც არ უყვარს თავისი თავი
ვერ შეიყვარებს სხვასაო!”
გამიგონია ასეთი რამ და
არ ვეთანხმები მასაო,
რადგან არ მიყვარს დღეს ჩემი თავი
და ძლიერ მიყვარს სხვა!
იმ სხვას ვაჩუქებ მე ჩემს სიცოცხლეს,
იმას შევაკლავ თავს,
ამ სიყვარულით გახელებული
მე არ დავზოგავ კაცს,
თუკი მოვკვდები მისი გულისთვის,
მე შვებას ვიგრძნობ ნაღდს
და ჩემს საფლავზე იმისი ცრემლი –
,,იქ” გამინათებს გზას…

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

მე ვიცნობდი სამ ძმას –
სამ ჯიგრიან კაცს,
მე ვიცნობდი იმათ –
ვინც ისინი შვა,
მე ვიცნობდი ყველას –
ვინც იცნობდა მათ,
მე ვიცნობდი ყველას –
ვინც შეტრფოდა მათ!
ისინი ხომ ჩემი
ძმები იყვნენ და…
მე ვერ მცნობდნენ კარგად,
მე ვიცნობდი მათ…

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ჩვენ გვიყვარს წვიმა

იმ ღამით რაღაცას გწერდი ,,სკაიპში”
და უცებ წვიმამ საშინლად დასცხო…
ხმა რომ მომესმა გავაღე ფანჯარა
მეცა ტკბილი სუნი და ხმა რაღაც – ნარნარა,
ვიდექი… ცოტა ხანს, ვტკებოდი ამ ყველაფრით,
მაგრამ ვერ გავძეხი ზევიდან – ვერაფრით…
ფანჯარა მოვხურე, ჰაერი ჩაიხუთა,
გარეთ გავედი და წვიმა ჩამეხუტა…
მერე შენზე ფიქრში ქუჩას გავუყევი
და წვიმას სიყვარულის ამბებს მოვუყევი…
რაღაც გულზე მოხვდა, თითქოს რეჩხი უყო
და სულ ცოტა ხანში მეგობარს – უხმო…
ქარი ამოვარდა, წვიმამაც იმატა
და ირგვლივ ყველაფერი სულ მიჰფანტ-მოჰფანტა…
მე კი აჩქარებით კიბეებს ავუყევი
და აკანკალებით მაგიდას მივუჯექი…
ისევ მოგწერე ერთი წერილი
და თავი რატომღაც მეგონა დევნილი…

მაგრამ შენ ამ დროს აივანზე იდექი
და წვიმისაკენ ნაზ ხელებს იშვერდი.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

ირაკლი ქილიფთარი

ყაზბეგი – ხდეს ხეობა

რამდენიმე ფოტო ივლისის ყაზბეგიდან…

ამ დროს (იანვარში) მთლიანად დათოვლილია ყაზბეგი და არაფერია გასაკვირი, მაგრამ ჩემთვის დიდი გაკვირვება და სიხარული იყო ივლისის შუა რიცხვებში თოვლისა და გაყინული ტბის ნახვა…

დავიწყოთ:

სტეფანწმინდა
,,გადმოვხედოთ მაღლით ყაზბეგს
მე აქ უნდა დავესახლო…”

(მხოლოდ ამ სურათს მიღებენ მე 🙂 დანარჩენს თავად ვიღებ…) Read more of this post

ყველაფერს აქვს დასარული და ყველა დასასრული HAPPY END-ი არ არის…

ცარიელ გზაზე მოპედით მივქრივარ…

დავხედე სპიდომეტრს და 140 კმ/სთ-ს აჩვენებს… არადა ვიცი, რომ მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ აქვს…

თუმცა რა არის გასაკვირი?..

როცა იმ ერთადერთის შესახვედრად მიდიხარ, რომლის გარდა არავინ არსებობს შენთვის… ამ დროს შეიძლება ფრთებიც გამოისხა და ყოველგვარი ტრანსპრტისა თუ საფრენი მოწყობილობის გარეშე აფრინდე, ცაში აიჭრა და მხოლოდ იქ დაეშვა სადაც ,,ის” გეგულება…
150, 160, 170 კმ/სთ… ჩაფხუტი არ მახურავს და თვალები მიწვრილდება, მაგრამ ვხედავ გზას, რომელიც ცარიელია და შუქნიშნებზე მხოლოდ მწვანე ფერი ანთია…

მთელი ქალაქის გვერდში დგომას ვგრძნობ…

მიხარია… Read more of this post

წერილი რედაქტორს

სულ ვიქექები ჩემსავე კომპიუტერში და ხან რას წავაწყდები, ხან რას… ბოლო ,,არქეოლოგიური ძრომიალობისას” წავაწყდი წერილს, რომელიც ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს მივწერე (უნივერსიტეტში მქონდა დავალება ,,ანალიზის” ლექტორისგან)… ხოდა რადგან წავაწყდი ამ წერილს, მისი ბლოგზე დადების სურვილიც გამიჩნდა…


გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” რედაქტორს – ბ-ნ. ლაშა ნადარეიშვილს

მოგესალმებით, ბატონო ლაშა, მე ჟურნალისტიკის III კურსის სტუდენტი ვარ და მინდა თქვენს გაზეთში დაბეჭდილ ერთ სტატიას შევეხო, რომლის ავტორიც ჯაბა ხუბუაა და რომელსაც ,,ლუსტრაველის გამზირი” ეწოდება… 

მოკლედ, წავიკითხე სტატია და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბოღმით აღვსილი ადამიანის დაწერილ წერილს ვკითხულობდი… წერილს რომელიც, ლოგიკურად, პირადად საძულველი ადამიანის მიმართაა დაწერილი და საჯაროდ გამოსაქვეყნებელი არ არის… თუმცა ფაქტია, რომ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ეს სტატიაა და ის გაზეთში წავიკითხე… უმთავრესი კი ალბათ მაინც ის არის, რომ მისი ავტორი ჟურნალისტია, ყოველშემთხევავში თქვენს გაზეთში ჟურნალისტად მუშაობს.

ძალიან მაინტერესებს რა ხალხის გამოკითხვა აქვს ხუბუას ჩატარებული, როცა ამბობს, ხალხი რუსთაველის გამზირს – ლუსტრაველის გამზირს ეძახისო?! ეს უბრალოდ გასაკვირია ჩემთვის, რადგან პირველად გავიგე ამ ქუჩის ასეთი შეფასება, ვისთანაც კი ამ განათებებზე მისაუბრია ყველა ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა…

უბრალოდ სასაცილო და ჟურნალისტიკისგან საკმაოდ შორს მყოფი პროგნოზებია გამოთქმული: ,,გაისად, ამ დროს საქართველოსგან მხოლოდ ლუსტრაველის გამზირი დარჩება, თავად სააკაშვილი კი ლუსტრაველის გამზირის პირველი ლუსტრა იქნება”… გასაგებია ამ ადამიანის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ მე მგონი რედაქტორმა უნდა აკონტროლოს რა იბეჭდება მის გაზეთში და ხალხს ,,სულ ცოტა” მართალი ინფორმაცია მაინც მიაწოდოს, თუ თქვენი გაზეთისთვის ამ ,,სიმართლის” წერა შეუძლებელია, მაშინ ლოგიკურად გამართლებადი ტყუილი მაინც დაწერეთ…

P.S. იცით რა მიპასუხა? – გაგიკვირდებათ და არაფერი…
არც ვარ დარწმუნებული საერთოდ თუ წაიკითხა ვინმემ ეს წერილი, მაგრამ მართლაც რომ წაეკითხა ადრესატს, პასუხის იმედი მაინც არ მექნებოდა…

წერილი დაწერილია… დავალება შესრულებული…

ასავალ-დასავალი! საუკეთესო ქართული გაზეთი! დეზინფორმაციის ბუდე! ჯაბა ხუბუა! ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი. ლუსტრაველის გამზირი! ყველაზე ცუდი სტატია! ყველაზე ცუდი ჟურნალისტი!

5 მილიონის მფლობელი პენსიონერი…

ნუმიზმატიკით გატაცებული ვარ და ხურდა ფულთან დაკავშირებულ სიახლეს, რომ წავაწყდი დავინტერესდი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევას ნუმიზმატიკასთან დიდი შეხება არ აქვს, ეს უბრალოდ გართობა, სიგიჟე, რეკორდი ან უბრალოდ ყურადღების ცენტრში მოსახვედრი ამბავია.
 

ნოვოსიბირსკში მცხოვრები პენსიონერი – იური ბაბინი 1 კაპიკიანის მონუმენტის აგებაზე ოცნებობს. მას 5 მილიონზე მეტი 1-კაპიკიანი აქვს შეგროვილი, რაც 7,5 ტონას იწონის. პენსიონერი მონეტების შესანახად ახალი სახლის აშენებას აპირებს, რადგან მისი კოლექცია ძალიან დიდ ადგილს იკავებს.

იური ბაბინი მონუმენტის აგებას 2013 წლისთვის აპირებს, როცა ნოვოსიბირსკს 120 წელი შეუსრულდება. მონუმენტი დიზაინით ორიგინალური ნამდვილად არ იქნება, მას 1-კაპიკიანის ფორმა ექნება (:D), რომელიც რუსეთისა და საბჭოთა კავშირის გერბებით დამშვენდება.

“ძალიან მინდა, ამ მონუმეტმა კაპიკის მთელი ათასწლიანი ისტორია ასახოს, უკვე დავიწყე საძირკველზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ისიც მონეტებით კეთდება და დიდი დროც მიაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნოვოსიბირსკის 120 წლისთავისათვის დამთავრებული მექნება”,- აცხადებს პენსიონერი.

P.S. ჯერ ხო რამდენი ხანი იწვალა მონეტების შესაგროვებლად… მერე ბევრს იწვალებს მონუმენტის გასაკეთებლად და რამდენიმე წლის შემდეგ, ვიღაც გადაწყვეტს რუსეთის დუმა ნოვოსიბირსკში უნდა იყოსო და აღმოჩნდება, რომ ზუსტად იმ ადგილას უნდა აშენდეს, სადაც ეს მონუმენტი იდგება…

ბებერი მილიონერი! რეკორდი რუსეთში! მსოფლიო რეკორდი! კაპიკიანის ფასი! კაპიკის ფასი! კაპიკი აკაპიკებულა! უდიდესი მონუმენტი! მოხუცი მილიონერი! პენსია, პენსიონერი, პენსიის პატრონი, პენსიის