როგორ ავაცეკვოთ მცირეწლოვანი ბღარები?

მოკლედ, ვისაც გყავთ 8 თვიდან 3-4 წლამდე შვილი, ნათლული, მეზობელი, ძმის/დის შვილი და ა.შ. გირჩევთ 3 სიმღერას ჩვენი საყვარელი YouTube-დან… ჯერ არ შემხვედრია ბავშვი, რომელიც ურექციოდ და სიამოვნების გარეშე უსმენ ამ სიმღერებს…

1) ყველასათვის კარგად ცნობილი და რამდენიმე წლის წინ არამხოლოდ ბავშვებისთვის საყვარელი მომღერალი ძროხა – Holly Dolly – Dolly Song

2) კვლავ Holly Dolly სიმღერით Lolipop

3) მესამე კი ჩემი რჩეულია 🙂 – The Gummy Bear Song

ეს სიმღერებია რაც ჩემი 10 თვის ძმისშვილის წყალობით დავამუღამე… იმედია თქვენც ააცეკვებთ თქვენს ბღარებს 😉

უკრაინაში კაცებზე (ქართველ) მოთხოვნაა! – მითი თუ რეალობა?

ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ უკრაინიდან ჩამოსული, ,,მარიაჟი” კაცების მოგონილი მითი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი… ეს რეალობაა და მე მასში დავრწმუნდი… პატარა მაგალითი:

ლუდის საყიდლად შევედი მაღაზიაში, რომელიც კერძო სახლში იდგა, მაღაზიის უკანა კარი სახლის ეზოში გადიოდა… გამყიდველი 45 წლამდე ქერა მაღალი ქალი… ხელში საფულე და პასპორტი მიჭირავს:

– Здрастье

– Здравствуй молодой человек… А можно посмотреть твой паспорт?

– канэчно -, ვაწვდი პასპორტს.

– ой как красиво а тут отпечатки пальцев тоже есть да?

– да но только в компьютере видно.

– ты откуда?

– из Грузии…

ცოტა ხანი მიყურებს, მიღიმის და:

– а у меня дочка есть,  хорошая девочка, в этом году поступила в университет, порядочная, не курит, не пьет, дома сидит, может заидьеш познакомишься?…

იღებს ტელეფონს და სურათებსაც მაჩვენებს… 🙂 ისე არაუშავდა, კარგი გოგო ჩანდა…

ხოდა იმას ვამბობ, რომ დედა რომ ასე ჩალიჩობს შვილისთვის, წარმოიდგინეთ თვითონ გოგოები რა დღეში არიან 😉

ძველი თბილისის ქუჩებში, ძროხები ბალახს ძოვენო

მომენატრა თბილისი და აფრიკა,

,,2” ნომრით ჯაყჯაყი და მთაწმინდა,

ლექციიდან მოთენთილი გამოსვლა,

ტარასასთან* კათხა ლუდის გამოცლა…

,,მელიქიშვილის გამზირი

ია, ვარდი და ბზა,

ამაღამ შენთან მოვდივარ

კარი დატოვე ღя”

მომენატრა უშნო გოგოს დანახვა

და ქილიკი მის თეძოზე ხმადაბლა,

ტარასასთან კათხა ლუდის გამოცლა,

იმ გოგოსთან ჩახუტება, ანცობა…

,,არა, არა მოგიტაცეებ

9 მთას გადაგატარეებ,

სიყვარული შენ ჩემს გულში

ხანჯლად გადაატარეე…”

მომენატრა ხალხი ერთფეროვანი

ლაკის ტუფლი, შავი ფერის ,,ფოხანი”,

მომენატრა ხალხი ერთსულოვანი

ჭიქა ღვინით ღმერთის დღეგრძელობანი.

,,ღვინო, დუდუკი, ქალები…

შეგვეწიოს წმინდა სალოცავები!”

ფეკალური მასით სავსე ქუჩები,

ცხვირის მწველი, ვაჟკაცური სუნები…

ზასაობით დაბუშტული ტუჩები,

ჩუკენობით დაბერილი კუნთები…

,,სიყვარულო, ძალსა შენსა

ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?!

ვინ არს რომე ხელს სარეცლად,

ტუჩს საღეჭად არ იხდიდეს?!…”

,,თბილისოო, მზის და ვარდების მხარეოო,

დასახიჩრებულ სახეზეე, დღეს ჩადრი აიფარეოო…”

————————————-

ტარასასთან* – უნივერსიტეტის I კორპუსის (თსუ) წინ დგას (ზის) ტარას შევჩენკოს ძეგლი (ავტ. შენიშვნა)

პირველი გაფრენა და მშვიდობით ბრძანდებოდეთ

ქობულეთის შავი ზღვიდან ჩამოსულმა 3 დღე როგორღაც გავძელი ცხელ თბილისში და აგერ 1 საათში კვლავ შავ ზღვაზე მივდივარ, ოღონდ ამჯერად უკრაინაში, ქალაქ ხერსონის შავ ზღვაზე… 2 ვკირას გავატარებ ამ ქალაქში, მაგრამ მანამდე კიევს დავათვალიერებ აუცილებლად (და აუცილებლად… :))…

ძალიან გახარებული ვარ და ვცქმუტავ 😀

რა ქალაქი ხერსონია ვინც ფიქრობს და აინტერესებს ვეტყვი რომ სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქის დედაქალაქია, გვერდიდან მდინარე დნეპრიც აკრავს და მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, ქე რო ფოთს გასცხებს ისეთი… მოკლედ, გოროდში მივდივარ რა…

ხერსონის ისტორია – რუსულად

ხერსონის ისტორია – ინგლისურად

ხოო და კიდევ ის მინდა ვთქვა რომ პირველად ჩავჯდები თვითმფრინავში (სამალიოტში :D), ეგ ამბავიც ძალიან მიხარია და თუ არ ჩამოვარდა ჩემი ,,სამალიოტი” 1,5 საათში (დაახლოებით) კიევში ვიქნები…

ასე რომ აბა ხეთ და აბა ხოთ… მე კარგად ვარ…

აი ასეთია ხერსონი…