ბლოგერებმა ლეგენდარული მუსიკოსი გააღიზიანეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს

რუსეთის პირველი ,,მემანქანე” ანუ ,,Машина времени”-ის ,,მამა” ანდრეი მაკარევიჩი გააღიზიანა რუსი ბლოგერების უსაფუძვლო კრიტიკამ და მათ მუსიკალური ვიდეოპოსტი მიუძღვნა…

მას შემდეგ რაც მედვედევი ერთერთ კაფეში რუს როკ-მუსიკოსებს შეხვდა, ისაუბრა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე და მათთან ერთად ლუდიც მიირთვა, მაკარევიჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი აზრით, მედვედევი განათლებული, სრულიად ადეკვატური ადამიანი და კარგი მოსაუბრე იყო. მუსიკოსმა თქვა, რომ ის წინა დღით არ დაბადებულა და კარგად მოეხსენებოდა რუსეთის პრეზიდენტის ლიბერალიზმის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს ის კმაყოფილი იყო მედვედევის ამა თუ იმ გადაწყვეტილებით (მაგ: ლუჟკოვის გადაყენება) და მხრას უჭერდა მის ქმედებებს.

მაკარევიჩის პოსტი ბლოგერთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა და მას პირფერი უწოდა… მათი თქმით მომღერალი ანგაჟირებული იყო პრეზიდენტთან შეხვედრით და პირფერულად აპიარებდა ხელისუფლებას…

სანამ 1 წუთიანი სიმღერით უპასუხებდა ,,ცხვირმოუხოცავ ბლოგერებს”, მანამდე საკუთარი საიტიდან მიმართა მათ:

АНДРЕЙ МАКАРЕВИЧ: “Всем, кто пытается мне нахамить или научить жить: Господа! Идите в жопу. Вы мне неинтересны.”

Read more of this post

ნუ ვუფრთხით Facebook-ს, მაგრამ ყურადღებით ვიყოთ ქსელში

მოკლედ, არ ვეხები სანაიას გადაცემას და ,,ნარკოტიკად” ქცეულ (ვითომ) ფეისბუქს, თუმცა მაინც ამ სოციალურ ქსელს შეეხება ეს პოსტი… საქმე იმაშია, რომ ფეისბუქზე ვიმატებთ მეგობრებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა: მოვიდა თხოვნა? – ვადასტურებთ! ხშირად საერთო ინტერესების ადამიანს აღმოვაჩენთ და მეგობარსაც ვიძენთ ამ ხერხით… მაგრამ რაც შეეხება ჯგუფებს, რომლებშიც ვწევრიანდებით, ვფიქრობ, სათაურს მაინც უნდა გადავხედოთ და ისე შევდგათ ფეხი… ანუ ამ პოსტის დაწერის მიზეზი გახდა ჯგუფის შემოთავაზება, რომელსაც სათაურიც მიუღებელი ჰქონდა ჩემთვის და აღწერაც…

ჯგუფის სათაური – ,, Georgian occupation of Abxasia and South Ossetia 1921 – 2008″

,, Georgian occupation of Abxasia and South Ossetia 1921 - 2008"

Read more of this post

1001 რატომ? (Part 4)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. რატომაა წყალქვეშა ნავის ან თევზების დიდი გუნდის აღმოჩენა თვითმფრინავიდან უფრო მოსახერხებელი?
  2. გზის უსწორმასწორობანი დღისით უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ღამით, როცა გზას ავტომობილის ფარები ანათებს. რატომ?
  3. ფანჯრის მინიდან საგნები ზოგჯერ დაბრეცილი გვეჩვენება. რატომ?
  4. რატომ ჩანს კოვზი გადიდებული თხელკედლიან წყლიან ჭიქაში?
  5. რატომაა თოვლი თეთრი, ფოთოლი – მწვანე, მური – შავი?
  6. რატომ არის წყლის ზედაპირზე ცის გამოსახულება ყოველთვის უფრო მუქი ფერის, ვიდრე სინამდვილეშია?
  7. მეხანძრეებს ახურავთ ლითონის მბრწყინავი ჩაჩქანი. რატომ?
  8. მზის სხივებისაგან დასაფარავად ყველაზე უფრო პრაქტიკულია თეთრი და წითელი ქოლგები. რატომ?
  9. ჩვეულებრივ ფოტოსურათზე ლურჯი ყვავილი ღია ყვითელი ფერის გამოდის, ხოლო წითელი ყვავილი – შავი. რატომ?
  10. რატომ არის უკეთესი შეღებილი საგნის გაშრობა ინფრაწითელ საშრობში, ვიდრე ღუმელში?

  1. სხივის დაცემის კუთხის შემცირებასთან ერთად, წყლიდან არეკლილი სხივების ინტენსივობა მცირდება.
  2. ავტომობილის ფარებით გზის განათებისას უსწორმასწორობანი იძლევა ჩრდილს, რომელიც შორიდან კარგად ჩანს.
  3. მინის სისქე და ოპტიკური სიმკვრივე სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაა. ეს ქმნის საგნის ნაწილების ხილულ წანაცვლებას.
  4. ჭიქაში წყალი ცილინდრული შემკრები ლინზის როლს ასრულებს.
  5. თოვლი აირეკლავს ყველა სახის სინათლის ტალღას, ფოთოლი – მწვანეს, მური კი -შავს.
  6. სინათლე ნაწილობრივ აირეკლება წყლიდან, მეტი ნაწილი კი გაივლის მასში, ამიტომ ხდება რეალური ფერის სახესხვაობა.
  7. ჩაჩქანი გამოიყენება ხანძრის დროს მექანიკური დარტყმების ასაცილებლად, აგრეთვე ინტენსიური ინფრაწითელი გამოსხივებისაგან თავის დასაცავად.
  8. ეს ქოლგბი კარგად აირეკლავენ ნარინჯისფერ, წითელ და ინფრაწითელ სხივებს.
  9. ფოტოემულსიაზე ლურჯი სხივები უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე ყვითელი, ხოლო წითელი თითქმის არ მოქმედებს.
  10. ღუმელში საგანი მთლიანად შრება, რის გამოც შეიძლება მოხდეს მისი დეფორმაცია. ინფრაწითელი სხივებით შრობა ხდება ნაკეთობის ზედაპირზე. ასე რომ ეს გამოსხივება შეღმწევი თვისებით არ გამოირჩევა.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

დეზინფორმაცია – ანუ ბლოგი, რომელმაც იმედგაცრუებული დამტოვა

10 დღეზე მეტ ხანს მოუთმენლად ველოდი 21 ოქტომბრის დადგომას, იმიტომ რომ კინობლოგზე წავიკითხე:

პოსტის სათაური:

ხერხი 7 – ჯერ არნახული 3D

პოსტის შიგთავსი:

21 ოქტომბრიდან კინოთეატრ რუსთაველში გრანდიოზული 3D.

და 2 ტრეილერს მოიცავდა პოსტი!

საუკუნეა კინოთეატრში არ ვყოფილვარ და სურვილიც არ გამჩენია, რომელიმე ფილმზე წასვლის, მაგრამ ,,ხერხი” ის შემთხვევაა, როცა, უბრალოდ, ვერ შევძლებდი უარის თქმას, მითუმეტეს პრემიერაზე და თან 3D პრემიერაზე…

Read more of this post

პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ

პოლ ბრეგი იყო კაცი ჯანმრთელობა, კაცი სიჯანსაღე, კაცი უკვდავება და მარადისობა 🙂 ის 90 წლის ასაკში ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე, ვარჯიშობდა ჰანტელებით, მოგზაურობდა ბევრს და კითხულობდა ლექციებს. ,,96 წლის ბრეგი წყლის თხილამურზე სრიალისას დაიღუპა: აზვირთებულმა ტალღამ ჩაითრია და ტრაგიკულად დაუსრულა სიცოცხლე… სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და რომ არა ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა”…

მგონი საინტერესოა ხო? ხოდა როგორც მკითხველზე მწურნველი ბლოგერი 🙂 შემოგთავაზებთ პოლ ბრეგის მენიუს 3 სახეობას, გამოიკვებეთ ისე როგორც პოლი გვირჩევს და იქნებ 96 წელსაც გადაცდეთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ +1 გარემოება გვიწყობს ხელს – ბრეგმა ხომ არაფერი იცოდა მაწვნის არსებობის შესახებ? ჩვენთან კი ამბობენ ვინც მაწონს ჭამს 100 წელს იცოცხლებსო 🙂 მოკლედ ყველა პირობა გაქვთ და აბა თქვენ იცით 😉

მენიუ №1

ს ა უ ზ მ ე

რომელიმე ახალი ხილისგან დამზადებული კერძი, თაფლწასმული უხეში დაფქვის პური, ყავის შემცვლელი ან ბალახის ჩაი თაფლით შემტკბარი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ხორცის, თევზის ან ფრინველის კერძი (მოხარშული, შებრაწული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტაფაზე შემწვარი), ერთი ან ორი ცალი მოხარშული ბოსტნეული, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, დესერტად ახალი ხილი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

Read more of this post

ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #3

Giorgi Kikonishvili ‎”xolo roca dedamiwa cas gamoeyo da ciuri sxeulebi wrmoiqmna,gaCnda mcenareebi, cxovelebi, da bolos ki – adamiani.” – შუმერთა წარმოდგენა სამყაროს შექმნის შესახებ… ვინ თქვა, რომ ბიბლიის შემქმნელებს არაფერი მოუპარავთ? 🙂

 

Giga Pacho Все религии пытаются ответить на два вопроса: “Зачем мы живем?” и “Почему так хреново?”

 

Revaz Baramidze ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამიმატა ტვიტერზე და ხო მშვიდობაა ნეტა :დ

 

Read more of this post

ცვეტში იაღოველია ეს ამაყი ბიჭი

გსმენიათ რამე ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესფისქოლოგის გიორგი მანასიანის (ამაყი)  შესახებ? თუ არ გსმენიათ აუცილებლად უნდა იცნობდეთ მას და რადგან მე ვშუამავლობ, ჩემი ხედვით გაგაცნობთ ჩვენი დროის კარნეგს!

ამონარიდები მისი ,,About Me”-დან:

  • დავიბადე 1989 წლის 9 დეკემბერს. ჩვენი ოჯახის კომერციულ ნიჭს არ ვმალავდით.
  • არაფერი განსაკუთრებული, იმის გარდა, რომ მშობლები – ამაყობენ ჩემით.
  • ჩემგან მიზანმიმართულად ზრდიდნენ ლიდერს.
  • 3 წლის ასაკში მე ვიცოდი კითხვა და თვლა, მაგრამ მამაჩემის სურვილით არ დავდიოდი სკოლაში.
  • ჩემი წარმატების საწინდარი გახდა ის, რომ 16 წლიდან გადავწყვიტე კვირაში 2 წიგნის წაკითხვა, ანუ წელიწადში 108 წიგნი და ახლა დაუკვირდით იმას რომ ჩემი დახმარებით თქვენც შეძლებთ იყოთ წარმატებული.

ამ ჩვენს ამაყ ბიზნესმენს, როგორებსაც მე ,,ახუიწელნი პარენ”-ს ვეძახი, აქვს საკუთარი ბლოგი და მისი პოსტების სათაურიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ონლაინ იაღოვურ ბროშურას ვკითხულობდი, აგერ პოსტების სათაურებიც და ვინც ძალიან დაინტერესდებით პირდაპირ პოსტზეც გადახვალთ:

Read more of this post