ნუ ვუფრთხით Facebook-ს, მაგრამ ყურადღებით ვიყოთ ქსელში

მოკლედ, არ ვეხები სანაიას გადაცემას და ,,ნარკოტიკად” ქცეულ (ვითომ) ფეისბუქს, თუმცა მაინც ამ სოციალურ ქსელს შეეხება ეს პოსტი… საქმე იმაშია, რომ ფეისბუქზე ვიმატებთ მეგობრებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა: მოვიდა თხოვნა? – ვადასტურებთ! ხშირად საერთო ინტერესების ადამიანს აღმოვაჩენთ და მეგობარსაც ვიძენთ ამ ხერხით… მაგრამ რაც შეეხება ჯგუფებს, რომლებშიც ვწევრიანდებით, ვფიქრობ, სათაურს მაინც უნდა გადავხედოთ და ისე შევდგათ ფეხი… ანუ ამ პოსტის დაწერის მიზეზი გახდა ჯგუფის შემოთავაზება, რომელსაც სათაურიც მიუღებელი ჰქონდა ჩემთვის და აღწერაც…

ჯგუფის სათაური – ,, Georgian occupation of Abxasia and South Ossetia 1921 – 2008″

,, Georgian occupation of Abxasia and South Ossetia 1921 - 2008"

აღწერა: ,,Сегодня Южная Осетия и Абхазия наконец смогли избавиться от грузинского ига и стать независимыми, свободными странами. Но во время грузинской оккупации, на протяжении многих десятилетий, они по вине грузинского диктатора Сталина были под сапогом грузинских оккупантов, которые на оккупированных территориях воровали, властвовали неограниченно, пьянствовали, всячески тормозили развитие и пытались истребить местное население. Только за последние 20 лет Грузией были совершены 2 попытки геноцида югоосетинского и абхазского народов- в 1992ом и 2008ом годах.

От рук грузинских оккупантов погибло тысячи граждан. Чтим их память, требуем от Грузии извиниться за оккупацию и за все преступления, и надеемся что в Грузии понимают, что силой и войной никаких проблем между соседями не решить.”

ჯგუფის შემქმნელია ვინმე ვლადისლავ ლომაია, რომელსაც ,,ვიღაცის” სურათი უდევს პროფილის სურათად და საკუთარს არ ააშკარავებს:

ვლადისლავ ლომაია

პირადად მე ჯგუფში მოწვევა გამომიგზავნა ლარა ივანოვამ, რომელიც ჩემ მეგობრებში აღმოჩნდა… ულამაზესი აზიელი გოგოს სურათს ამოფარებული ,,ვიღაც” იმატებს და იმატებს მეგობრებს, უკვე 4498 მეგობარი ჰყავს და სავარაუდოდ მათაც მსგავსი შინაარსის ჯგუფების მოწვევებსა და წერილებს უგზავნის…

ლარა ივანოვა

ახლა კი რატომ ვწერ ამ პოსტს?

ჯგუფში გაწევრიანებულია 987 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ქართველია… მესმის, რომ ზოგი იმის გამო შევიდა ჯგუფში, რომ გაცნობოდა იქ რა იწერებოდა და შესაბამისი პასუხი გაეცა… ზოგიც ალბათ, უბრალოდ, ყველაფერს ეთანხმება და დასტურს აძლევს… ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჯგუფის წევრთა სიმრავლის გაზრდის ნაცვლად ცხრაასმა ადამიანმა, რომ დაარეფორთოს (Report) ჯგუფი, ის საერთოდ აღიგვება ,,პირწიგნაკიდან” და კონტრ-არგუმენტების წერაც არ იქნება საჭირო…

ეს კი ჯგუფში ნაპოვნი ფოტოა

 

ნუ იფიქრებთ, რომ ეს პოსტი კონკრეტულად ამ ჯგუფს ეხება მხოლოდ 🙂 შეგიძლიათ დაარეფორთოთ სხვა მსგავსი შინაარსის ჯგუფები და საერთოდ – არ არის აუცილებელი ყველა შემოთავაზებას დასტურით ვუპასუხოთ!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to ნუ ვუფრთხით Facebook-ს, მაგრამ ყურადღებით ვიყოთ ქსელში

  1. siyvarulovna says:

    მე არ ვიმატებ ყველას განურჩევლად ცნობადობისა და არაცნობადობისა.
    არ ვწევრიანდები ჯგუფფებში რომელბიც არ ვიცი რა “ჯიშისანი” არიან.
    ა ვალაიკებ გამოგზავნილ უაზრო ფეიჯებს…
    მე კარგი გოგო ვარ.
    და ფბ ჩემთვის მართლა ნარკოტიკია

  2. kevana says:

    ეგრე უნდა იყოს… გაუაზრებელი არაფერი ვარგა 🙂

  3. Me Var says:

    დავარეფორთე ჯგუფიც და მაგ უჯიშოს პროფილიც :თვითკმაყოფილისმიალი:

  4. Lord Vader says:

    ნოდარ ლადარიას რაღა უნდა მაგ კაცთან? 🙂

    ჰო… გთხოვენ დამამატეო და იმატებ. ეგრეა. არც უყურებ ვის და რას.
    მაგრამ იდიოტებთან კამათს დარეპორტება სჯობს. მით უმეტეს რომ მათ შორის პროვოკატორია უმრავი და კამათს რა აზრი აქვს.

    ისე, მე ამ მხრივ მარტივად მაქვს საქმე – 80% ვინც დამატებას მთხოვს ჩემი ბლოგიდან მპოულობს და ჩემს ბლოგ, სავარაუდოდ, ეგეთი იდიოტები არ კითხულობენ. 🙂

  5. Qilipa says:

    @ Me Var – ვაიმე რა პიტივია 🙂 (ბლუშშ) თავში ამივარდება მსგავსი სიტყვები და სულ წავალ ხელიდან :დ

  6. ethnorevaz says:

    ამაზე ადრე რამდენიმეჯერ ვიყვირე დაარეფორთეთ მეთქი და როგორც ჩანს დაიკიდეს..

დატოვე კომენტარი