1001 რატომ? (Part 4)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. რატომაა წყალქვეშა ნავის ან თევზების დიდი გუნდის აღმოჩენა თვითმფრინავიდან უფრო მოსახერხებელი?
  2. გზის უსწორმასწორობანი დღისით უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ღამით, როცა გზას ავტომობილის ფარები ანათებს. რატომ?
  3. ფანჯრის მინიდან საგნები ზოგჯერ დაბრეცილი გვეჩვენება. რატომ?
  4. რატომ ჩანს კოვზი გადიდებული თხელკედლიან წყლიან ჭიქაში?
  5. რატომაა თოვლი თეთრი, ფოთოლი – მწვანე, მური – შავი?
  6. რატომ არის წყლის ზედაპირზე ცის გამოსახულება ყოველთვის უფრო მუქი ფერის, ვიდრე სინამდვილეშია?
  7. მეხანძრეებს ახურავთ ლითონის მბრწყინავი ჩაჩქანი. რატომ?
  8. მზის სხივებისაგან დასაფარავად ყველაზე უფრო პრაქტიკულია თეთრი და წითელი ქოლგები. რატომ?
  9. ჩვეულებრივ ფოტოსურათზე ლურჯი ყვავილი ღია ყვითელი ფერის გამოდის, ხოლო წითელი ყვავილი – შავი. რატომ?
  10. რატომ არის უკეთესი შეღებილი საგნის გაშრობა ინფრაწითელ საშრობში, ვიდრე ღუმელში?

  1. სხივის დაცემის კუთხის შემცირებასთან ერთად, წყლიდან არეკლილი სხივების ინტენსივობა მცირდება.
  2. ავტომობილის ფარებით გზის განათებისას უსწორმასწორობანი იძლევა ჩრდილს, რომელიც შორიდან კარგად ჩანს.
  3. მინის სისქე და ოპტიკური სიმკვრივე სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაა. ეს ქმნის საგნის ნაწილების ხილულ წანაცვლებას.
  4. ჭიქაში წყალი ცილინდრული შემკრები ლინზის როლს ასრულებს.
  5. თოვლი აირეკლავს ყველა სახის სინათლის ტალღას, ფოთოლი – მწვანეს, მური კი -შავს.
  6. სინათლე ნაწილობრივ აირეკლება წყლიდან, მეტი ნაწილი კი გაივლის მასში, ამიტომ ხდება რეალური ფერის სახესხვაობა.
  7. ჩაჩქანი გამოიყენება ხანძრის დროს მექანიკური დარტყმების ასაცილებლად, აგრეთვე ინტენსიური ინფრაწითელი გამოსხივებისაგან თავის დასაცავად.
  8. ეს ქოლგბი კარგად აირეკლავენ ნარინჯისფერ, წითელ და ინფრაწითელ სხივებს.
  9. ფოტოემულსიაზე ლურჯი სხივები უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე ყვითელი, ხოლო წითელი თითქმის არ მოქმედებს.
  10. ღუმელში საგანი მთლიანად შრება, რის გამოც შეიძლება მოხდეს მისი დეფორმაცია. ინფრაწითელი სხივებით შრობა ხდება ნაკეთობის ზედაპირზე. ასე რომ ეს გამოსხივება შეღმწევი თვისებით არ გამოირჩევა.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

15 Responses to 1001 რატომ? (Part 4)

  1. Mr. Nomad says:

    მე–2, მე–5, მე–4 და მე–8 სულ გამოვიცანი😀
    მე–8 და მე–10 სულ ვერ გამოვიცანი😀
    დანარჩენი ნაწილობრივ😐

  2. litterator says:

    შენ გეტყობა ”პაჩემუჩკა” ბავშვი იყავი😀😀😀

    • Qilipa says:

      :))))) ამ ყველაფრის მიზეზი ,,პაჩეუჩკობა” არ არის :)) მიზეზი არის ის, რომ სკოლაში მასწავლებლის გამო ვერ ვიტანდი ფიზიკას და სრულიად უინტერესო იყო ჩემთვის… მერე კი ძმა გახდა ფიზიკოსი, რომლის საუბარიც ამა თუ იმ საკითხზე ფიზიკის თვალით საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა… ეს წიგნი, რომ მომცა მოვიხიბლე, რადგან ბევრი რამ ვნახე რასაც არ ვუკვირდებოდი და რისი გამოყენებაც ცხოვრებაში შეიძლება სასარგებლო იყოს… ხოდა ასე ვარჩევ კარგებს და საინტერესოებს :)) ,,ფიზიკა ჩვენს ირგვლივ” სულ ეს იყო, სამომავლოდ ,,ფიქიკა დატრანსპორტი”, მერე კი ,,ფიზიკა დიასახლისებისთვის” მექნება🙂

      • litterator says:

        კარგია, რომ დაინტერსდი🙂 ფიზიკა/ქიმია მიყვარდა მასწავლებლების გამო. აი მათემატიკა ოოოო :))))) ისე მძულს როგორც ნობელს სძულდა მათემატიკოსები (ცოლმა უღალატა მათემატიკოსთან)😀😀😀

  3. shota says:

    damweri bevr rameshi ashkarad ver erkveva. muri ki ar aireklavs shtantqavs yvelas da magitomaa shavi

    • Qilipa says:

      წიგნი შედგენილია ქეთევან ჩხეიძის მიერ, ვინ არის და სად არის არ ვიცი, მაგრამ გადავამოწმებ ფიზიკოსთან და გავიგოთ ჭეშმარიტება

  4. shota says:

    davelodot mashin cheshmaritebas😀

  5. dyphraxa says:

    ხო, შოთას მთელი ფიზიკის სახელით ვეთანხმები მეც და ისე, საინტერესო რაღაც კი იყო, მაგრამ ის თუ იცი, ცა რატომ არის ლურჯი?

  6. sheila says:

    აუ, ნუ მათარგმნინებ რა, აი:
    http://answers.yahoo.com/question/index?qid=20081017201551AACQL3i
    და კიდევ ის არის საინტერესო, ჩაღრმავებულ საგანში რატომ ჩანს ანარეკლი უკუღმა, თუნდაც კოვზში

  7. dakarguli says:

    ნუ, კარგი რა ქილიფა, რარგი რა )))) თვითშეფასების კოეფიციენტი ჩამოვიიდა ნულს ქვემოთთთთთთთ😀😀😀

  8. dakarguli says:

    ნუ, კარგი რა ქილიფა, kარგი რა )))) თვითშეფასების კოეფიციენტი ჩამოვიიდა ნულს ქვემოთთთთთთთ😀😀😀

    • Qilipa says:

      რას ვიზამ?🙂 მკითველს პაიტივისცემა ჭირდება და უცოდინარობას აღიარება :)) ვოოტ :დ

      • dakarguli says:

        ბოროოოოტ )))) ვა ღი არ ებ ))) პ.ს. ფრიად პატივნაცემი შენი მკითხველი )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: