იაკობ ნიკოლაძე – ქარი

დღეს შევიარე ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენილია ფიროსმანის, კაკაბაძის, გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები (ჩამოვთვალე იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა რამდენი საინტერესო რამ ვნახე და თან თქვენც შეიაროთ). სახლში დაბრუნებულს იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარი “ქარი” მედგა თვალწინ. ამ პოსტსაც მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ამ ნამუშევრის სურათიც ვერ ვნახე ინტერნეტში (ინგლისურ ენაზე კი “დაისერჩა” პინტერესტზე) და უბრალოდ, ვინმემ თუ ვინმეს უთხრა “იცი, რა მაგარი რამეა”-ო, დაძებნის და ნახავს.

თვალიერებისას რასთანაც არ უნდა მივსულიყავი, ამ პატარა სასწაულთან ვჩერდებოდი, ვუყურებდი და მინდოდა მომეპარა, სახლში წამომეღო და მისი შემხედვარე ყოველდღე დავრწმუნებულიყავი ნიჭიერების უკიდეგანობაში. ქვაში გამოკვეთილ ქალს ვუყურებდი და ქარის ქროლას ვგრძნობდი. მართლა სასწაული ნამუშევარია!

იაკობ ნიკოლაძე – ქარი, 1905 წელი, ქვა 52x29x31 სმ

 Iakob Nikoladze Wind, 1905 Stone 52x29x31 cm

Iakob Nikoladze - Wind

Iakob Nikoladze – Wind

Read more of this post