რა დედისტყვნა გინდა, ერო?!

“ქართველებს მეზარბაზნეები არასდროს გვყოლია” და ალბათ არც არასდროს გვეყოლებიან, იმიტომ რომ ყოველთვის გვყავდა ის გამყიდველი, რომელსაც საქართველო ერთ ადგილას ეკიდა და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებდა.

ამ ნაბიჭვართა რაოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. მხოლოდ ბოლო თვეში ნანახი და მოსმენილი ფაქტები რომ შევაგროვოთ, დავინახავთ თუ როგორი საგანგაშო სიტუაცია გვაქვს.

დავიწყოთ პაატა ბურჭულაძით. ადამიანი, რომელიც პატრიარქის შემდეგ, მგონი ყველაზე მეტად უყვარს მოსახლეობას და უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ერში (თან საუბედუროდ, პოლიტიკაში მოსვლასაც აპირებს როგორც ვატყობ), ამბობს ამ სიტყვებს:

ქართველებსაც არავინ ჰყავთ უფრო ახლობელი ერი, ვიდრე რუსეთია. დაწყებული რწმენითა და დასრულებული მენტალობით. მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან – ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ. (სრული ინტერვიუ)

Read more of this post