თბილისი – მსოფლიოს დედაქალაქი

ამ პოსტის დაწერის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე იკითხა: თბილისში შანხაი მართლა არის თუ არაო? კომენტარების ავტორებისგან გაიგებდით, რომ შანხაი არსებობს და სადღაც პავლოვზეა (ყაზბეგის გამზირი), მაგრამ მე, როგორც ამ საკითხში კარგად გაცნობიერებულმა და თბილისის ქუჩებზე ბევრჯერ მაფიქრალმა, განვავრცე ამ კითხვის პასუხი და მინდა თქვენც გაიგოთ თუ რა მიმდევრობით, რა ქუჩები და უბნებია თბილისში და ბოლო–ბოლო სად არის შანხაი…

იმ კომენტარების ავტორები არ ცდებოდნენ, რადგან პავლოვზე ნამდვილად არის შანხაი, მაგრამ ეს არის იმ ადგილას (ყაზბეგის 32–34) მდგარი კინოთეატრ ,,შანხაი”–დან შემორჩენილი სახელი, რომელიც კონკრეტულად იმ პატარა ადგილს (2–3 კორპუსი) შემორჩა… აი, უბანი შანხაი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს, მეტრო სამგორიდან მომავალი პროსპექტზე რომ შეხვალთ, მარცხენა მხარეს ერთ პატარა ჩასახვევში ჩახვალთ და არც თუ ისე პატარა უბან – შანხაიზე ამოყოფთ თავს, რომელსაც მარჯვენა მხარეს მდინარეც კი მიუყვება.

შანხაის რომ გაცდებით გრძელდება მოსკოვის პროსპქეტი, მარცხენა მხარეს გადავუხვევთ კაიროზე, შემდეგ მოდის აფრიკა და აფრიკის ბოლო ნაწილს იქ მცხოვრები მოსახლეობა ვუწოდებთ კონგოს. ეს კონგო არ არის დღეს ან გუშინ შერქმეული სახელი, მას შემდეგ რაც დასახლება აფრიკა გაჩნდა,  ზემოთ, ოდნავ მოშორებით მდგარ უბანს იქაურებმა კონგო დაარქვეს.

ანუ მივყვეთ ჩამონათვალს: შანხაი > მოსკოვის პროსპექტი > კაირო > აფრიკა > კონგო > END OF EARTH Read more of this post