რუსთავი 2 – მართლაც რომ ERROR

დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი სამშაბათსა და ოთხშაბათს 22:45-ზე მოკალათებული იყო ტელევიზორთან… რუსთავი 2-ზე გადიოდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მთელი დღის მანძილზე იუწყებოდა, რომ 22:45-ზე იქნებოდა პირდაპირი ჩართვა ,,სანტიაგო ბერნაბეუ”-დან, სადაც რეალი აიაქსს მასპინძლობდა… მაგრამ ჰოი, საოცრებავ! რა ვქნათ თუკი თამაშის დაწყების დროისთვის არ დამთავრებულა ,,უაღრესად საინტერესო” გადაცემა – ,,დაამარცხე ვარსკვლავი”, სადაც დუტა სხირტლაძე ვინმე ლელას ეპაექრებოდა მანქანის მოსაგებად… ყოველივე ამის შედეგად მოხდა ის, რომ როცა ,,სპორტ 1”-ზე რეალის თამაშის მეორე ნახევრის დაწყებას ველოდი და ანგარიში 1:0 იყო, რუსთავი 2-ზე პირველი ტაიმი დაიწყო, ანგარიში – 0:0… არადა მეგონა, უკრაინას ჩვენ ვუსწრებდით 1 საათით…

არ ვიცი რამდენი კაცის გინება მოხვდა გუშინ ,,რ2”-ის ხელმძღვანელობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალს ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს, მათ დაემატება აიაქსის მცირერიცხოვანი გულშემატკივარი და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვისაც ეს გინება შეეხო, სულ ცოტა, 1 კვირა ყურებდაწითლებულები ივლის…