ნაჩქარევი თუ ხარისხიანი დაზღვევა?

health insurance georgia

როგორც ცნობილია, თებერვლიდან საქართველოს დაუზღვეველი მოქალაქეების დაზღვევა დაიწყება. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2,2 მილიონს შეადგენს და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 350 მილიონი ლარი. სადაზღვევო პაკეტის ღირებულება იქნება 5 ლარი, რაც 3-ჯერ ნაკლებია, ამჟამად მოქმედი “საყოველთაო” დაზღვევის ღირებულებაზე, რომელიც 5 წლის ჩათვლით ბავშვების, ასაკით პენსიონერების, სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზღვევას ითვალისწინებს. Read more of this post

Advertisements

დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა

ქეთის პოსტში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, მოყვანილი იყო არაერთი სტატისტიკური მონაცემი, მათ შორის აღსანიშნავია:

,,სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.

,,გაეროს კვლევის მიხედვით თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, მომავალი დემოგრაფიული პერსპექტივა ასეთია – თუ დღეს ჩვენი მოსახლეობა 4 436 400 კაცია,  2025 წლისათვის – 3,917 მლნ.-მდე, ხოლო 2050 წლისათვის – 2,985 მლნ.-მდე შემცირდება.

Read more of this post

მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა

წინა პოსტში, როცა სადაზღვევო თემას შევეხე, აქცენტი მიმართული მქონდა ტელევიზიების დამოკიდებულებაზე ამ სფეროს მიმართ, ანუ ანტი-სადაზღვევო პროპაგანდაზე, ახლა კი, ზოგადად, დაზღვევას და რა თქმა უნდა უმთავრესს – სამედიცინო დაზღვევას მინდა შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის სპეციფიკა დიდად არ გამეგება, ჩემი აზრის დაფიქსირება მაინც გადავწყვიტე…

,,კაცობრიობის განვითარებასთან ერთად შეინიშნებოდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისათვის საჭირო თანხების გადახდა და შესაბამისად ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.“ Read more of this post