პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ

პოლ ბრეგი იყო კაცი ჯანმრთელობა, კაცი სიჯანსაღე, კაცი უკვდავება და მარადისობა 🙂 ის 90 წლის ასაკში ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე, ვარჯიშობდა ჰანტელებით, მოგზაურობდა ბევრს და კითხულობდა ლექციებს. ,,96 წლის ბრეგი წყლის თხილამურზე სრიალისას დაიღუპა: აზვირთებულმა ტალღამ ჩაითრია და ტრაგიკულად დაუსრულა სიცოცხლე… სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და რომ არა ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა”…

მგონი საინტერესოა ხო? ხოდა როგორც მკითხველზე მწურნველი ბლოგერი 🙂 შემოგთავაზებთ პოლ ბრეგის მენიუს 3 სახეობას, გამოიკვებეთ ისე როგორც პოლი გვირჩევს და იქნებ 96 წელსაც გადაცდეთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ +1 გარემოება გვიწყობს ხელს – ბრეგმა ხომ არაფერი იცოდა მაწვნის არსებობის შესახებ? ჩვენთან კი ამბობენ ვინც მაწონს ჭამს 100 წელს იცოცხლებსო 🙂 მოკლედ ყველა პირობა გაქვთ და აბა თქვენ იცით 😉

მენიუ №1

ს ა უ ზ მ ე

რომელიმე ახალი ხილისგან დამზადებული კერძი, თაფლწასმული უხეში დაფქვის პური, ყავის შემცვლელი ან ბალახის ჩაი თაფლით შემტკბარი.

ს ა დ ი ლ ი

უმი ბოსტნეულის სალათა, ხორცის, თევზის ან ფრინველის კერძი (მოხარშული, შებრაწული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტაფაზე შემწვარი), ერთი ან ორი ცალი მოხარშული ბოსტნეული, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

ვ ა ხ შ ა მ ი

უმი ბოსტნეულის ან ახალი ხილის სალათა, საჰაერო ღუმელში შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, დესერტად ახალი ხილი, ყავის შემცვლელი, ან ბალახის ჩაი.

Read more of this post

ჯანმრთელობის 10 მცნება

  1. პატივი ეც სხეულსა შენსა, ვითარცა სიცოცხლის დამმკვიდრებელსა.
  2. უარჰყავ ყოველივე არაბუნებრივი, გამოფიტული საკვები, უარი უთხარ სასმელსა ფრიად აღმგზნებსა.
  3. ჰკვებე სხეული შენი მხოლოდ ბუნებრივი, გადაუმუშავებელი, საღი პროდუქტით.
  4. მიუძღვენ წელნი მრავალნი ერთგულსა და უანგარო სამსახურს შენის ჯანმრთელობის გასაკაჟებლად.
  5. განიმრთელე ტანი შენი ზომიერი შრომისა და დასვენების მადლითა.
  6. განიწმინდე უჯრედები, ქსოვილები, სისხლი სუფთა ჰაერისა და მზის სხივების ძალითა.
  7. უარჰყავ ყოველივე საჭმელი, როცა გონებასა და სხეულსა შენსას უჟმური დააწვეს.
  8. იქონიე აზრები, სიტყვები და ემოციები წმინდა, მშვიდი და ამაღლებული.
  9. დღემუდამ სრულჰყავ ცოდნა ბუნების კანონებისა, გაიხადე ეს შენი ცხოვრების მიზნად და გაიხარებ შენი შრომის ნაყოფით.
  10. პატივი ეც ბუნების კანონებს – შენი ჯანმრთელობა შენსავე ხელთაა, ისარგებლე ამ უფლებით.

ეს მცნებები შეადგინა სპეციალისტმა სიცოცხლის გახანგრძლივების დარგში – პოლ ბრეგიმ…

მე კი ჩემის მხრივ ერთი რამის თქმა და დამატება შემიძლია – ლოლ პოლ 😀