როკი და პროტესტი დღეს

ვთვლი, რომ როკ-მუსიკა იყო, არის და იქნება პროტესტის გამოხატვის, ერთერთი, საუკეთესო საშუალება. 60-70-იან წლებში დაიწყო და დღემდე უამრავი პროტესტის გამომხატველი სიმღერა შეიქმნა, რომლებსაც მუსიკალური ღირებულებებიც გააჩნია და ტექსტიც ლოგიკურად აყალიბებს მომღერლის სათქმელს. საპროტესტო სიმღერები იქმნებოდა და იქმნება სხვადასხვა პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე რთული, პოლიტიკური შინაარსის პროტესტია და დიდი გამბედაობაა საჭირო საკუთარი ხელისუფლების შეცდომებზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაგალითისთვის ჩემი საყვარელი მომღერლის, ვიქტორ ცოის, ერთერთ სიმღერას ,, Перемен“-ს მოვიყვან: სიმღერა, რომელიც 1988 წელს საბჭოთა კავშირში იმღერა ცოიმ და ცვლილებებს ითხოვდა. ის ,,თვალებით, გულით და პულსის ცემით” გრძნობდა ცვლილებების საჭიროებას და იმღერა კიდეც… იმღერა 88-ში და გარდაიცვალა 90 წელს (მაინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას), დაიღუპა ავარიის შედეგად, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს უბედური შემთხვევა ,,ზევიდან” იყო დაგეგმილი (ამაზე მსჯელობას ალბათ აზრი არ აქვს და დიდხანს ვერ გავიგებთ სიმართლეს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ). Read more of this post

Advertisements

,,ბაითში” ვერ დაფასდა და საფლავში გადაბრუნდა…

არ ვაპირებ განაწყენებულმა ინგლისი – გერმანიის მატჩზე ვისაუბრო… უბრალოდ ყველა გერმანიის გულშემატკივარს ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას…

ახლა უბრალოდ მინდა გუშინდელ დღეს შევეხო, როცა სულმოუთქმელად ველოდი ვიქტორ ცოის საღამოს გამართვას ბარ – ,,ბაითში”… მიუხედავად იმისა, რომ ცოის დაბადების დღე 21 ივნისს იყო და საღამო 26 ივნისს იმართებოდა, ყურადღება არ მივაქციე ამას, ჯადაბას, რახან იმართება მაგას დავეძებ თქო?…

პირველად ვიყავი ,,ბაითში”… ტერიტორიულად კარგი ადგილი, ანუ 1 ,,+”… ჩასასვლელი – მიმზიდევლი და წინასწარ კარგი განწყობის შემქნელი, ანუ 2 ,,+”… შემდეგ კი… სივრცის უდიდესი ნაკლებობა 1 ,,-”… ჩახუთულობა, უჰაერობა – 2 ,,-”… არანაირი აკუსტიკა 3 ,,-”… არ ისმის შემსრულებლის ხმა და მუსიკის ტექსი (,,კინო” ტექსტის გარეშე) 4 ,,-”… აღარ გავაგრძელებ არაფრის ჩამოთვლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ აკეთებ ასეთ საღამოს უბრალოდ, მეგობრების წრეში, სადაც მღერის ყველა ვისაც უყვარს ცოი და ვინც ტექსტის მხოლოდ მისამღერი მაინც იცის, ეს არის ძალიან მაგარი და აღიარებს ყველა, რომ ,,Цой жив, Цой будет жит”!.. მაგრამ როცა ამ საღამოს აპიარებ და იწვევ უცხო ხალხს მასზე დასასწრებად, შესვლაც ფასიანია და შესაბამისად უქმნი განწყობას, რომ პროფესიონალი მუსიკოსების მიერ ორგანიზებულ ,,ივენთზე” მიდის, მაშინ ,,მაგრად ტეხავს” ეს საქციელი…
ცოი, თვით ცოიც კი საფლავში ბრუნავს ალბათ გუშინდელი დღის შემდეგ… და მეც მეწყინა, მეწყინა რომ ის ძვირფასი დრო იქ გავატარე… წამოსვლით კი ვერ წამოვიდოდი, რადგან ყოველი სიმღერისა და შესრულების შემდეგ უკეთესს ველოდი… ველოდი მაგრამ…
აი ცოი და აი ,,კინო”
,,მოკვდა კაცი, მორჩა კინო”…