ცრურწმენებთან მებრძოლი(ს) პოსტი

,,ცრურწმენები – ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ”
ვოლტერი

საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ… ვერ ვიტან სიზმრებს, ყოველთვის ცუდი დასასრული აქვთ… ამჯერადაც, თვიმფრინავიდან გადმოვხტი და პარაშუტი არ გაიხსნა… გულისცემა კოდალას ხეზე კაკუნის სიჩქარეს არ ჩამოუვარდება, ვწევარ და ვფიქრობ – რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი? ვინც არ უნდა მითხრას, სიზმარში სიკვდილი კარგის ნიშანიაო, არ დავუჯერებ, დილიდან, რომ საშინელ ხასიათზე დაგაყენებს რაღაც, დადებითი როგორღა უნდა იყოს? საწოლიდან ვდგები, ძირს ვიხედები და… ,,ვაიმე ბედო უკეთურო”, მარცხენა ფეხზე ავმდგარვარ… დღის არაჩვეულებრივი დასაწყისია, ვერაფერს იტყვი.
საათს ვუყურებ, 10-ს უკლია 15 წუთი, 15 წუთში უნდა გავიდე სახლიდან, თორემ ლექციაზე დამაგვიანდება… არადა, მაღვიძარა დაყენებული მქონდა, ნეტა რატომ არ დარეკა? რისი ნიშანია? არ მომწონს ეს ყველაფერი… ხომ არ აჯობებს საერთოდ არ გავიდე სახლიდან? აშკარად არ არის დღეს ჩემი დღე, მაგრამ – არა, კოლოკვიუმს ვერ გავაცდენ…

აბაზანაში შევრბივარ ხელ-პირის დასაბანად, იქ კი საშინელება მხვდება – სარკე გატეხილა. წამიერად შიგ ჩავიხედე და ნეტა მომივა რამე? შემთხვევით მომივიდა, არ ვიცოდი, რომ გატეხილი იყო! თვალებდახუჭული ვიბან ხელ-პირს და სამზარეულოში გავდივარ. ჩქარ-ჩქარა ვიწყებ ჭამას, 2 წუთში უნდა გავიდე… პურის ასაღებად გაწვდილი ხელი სამარილეზე მიხვდება და მარილი მაგიდაზე იყრება, არ მაქვს ვინმესთან ჩხუბის თავი, ამიტომ, სასწრაფოდ, ვასხამ წყალს მიმობნეულ მარილს და მშვიდად ვაგრძელებ ჭამას – ჩხუბი თავიდან აცილებულია… ჭამაც მოვამთავრე და მაგიდის ალაგება დავიწყე, ბედი არ გინდა? ჩანგალი ძირს მივარდება… კიდევ კარგი გავრბივარ უკვე, თორემ სტუმრის მიღების დრო ნამდვილად არ მაქვს.
კარის დაკეტვისას ზევით ვიხედები და ვხედავ, რომ იქ დამაგრებული ნალი თითქმის ჩამოვარდნილია და ერთ ლურსმანს ებღაუჭება… უკმაყოფილოდ ჩავდივარ კიბეებზე და ტელეფონზე კალენდარს ვუყურებ – 13 მაისია, პარასკევი დღე… ვიღიმი და ვფიქრობ – შავი კატა აკლია ამ ყველაფერს-თქო და… აი, ბედის დაცინვა – სადარბაზოს გასასვლელში შავი კატა მირბის… ეს უკვე მეტისმეტია, დღეს დიდი უბედურება შემემთხვევა, ეს ნიშნები მაფრთხილებენ და არ ღირს მათი უყურადღებოდ დატოვება, ჭირსაც წაუღია კოლოკვიუმი, მთავარია მე ვიყო კარგად. ავალ სახლში და ფეხს აღარ გავდგამ გარეთ!
P.S. მოკლედ, ვინც ასეთ დღეში ხართ სერიოზული პრობლემაა თქვენ თავს… ასე რომ თავს უშველეთ!…

,,ვარსკვლავი ჩამოვარდა! – ჯიბეში ხელი ჩაიყავი და სურვლი ჩაიფიქრე”

სახლიდან გასვლისას ვიღაცასთან შეჩეხება, ქვაზე ფეხის წამოკვრა, ღამით რომელიღაც ფრინველის ხმის გაგონება, ერთი და იგივსე სიზმრის რამდენჯერმე ნახვა… უმრავლესობისთვის ეს უმნიშვნელო, ჩვეულებრივი მოვლენებია, მაგრამ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი ყოველივე ამას რაიმეს მომასწავებელ ნიშნად ან სულთა სამყაროდან მიღებულ ცნობად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნიშნებსა და მათ ახსნაზეა დამოკიდებული წარმატება ან რაიმე უბედურება. რა თქმა უნდა, ცრუმორწმუნეობას აფრიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც აქვს ფეხი მოკიდებული….

,,კარგი რა, გინდა ცრურწმენა ეძახე და გინდა სისულელე, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც შავი კატა გადამირბენს ხოლმე წინ, ან ფეხი უნდა წამოვკრა რაღაცას და იქვე წავიქცე, ან კიდე იმ დღეს ყველაფერი ცუდი ხდება ხოლმე რა!” – ამბობს 12-ე კლასელი გიორგი ოქროპირიძე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, საოცრად ბევრი ადამიანია ცრუმორწმუნე. ისინი მიმართავენ ჰოროსკოპებს, ეშინიათ ,,13” რიცხვის და უფრთხიან შავ კატას… შორეულ ჩრდილოეთში, ზოგიერთი, ჩრდილოეთის ციალს ომისა და ეპიდემიების მომასწავებლად მიიჩნევს, იაპონიაში გვირაბის მთხრელებს სწამთ, რომ თუ ქალი შევა გვირაბში მის დასრულებამდე, ეს ცუდის მომასწავებელია. ცრურწმენა სპორტშიც ხშირად იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად: ,,დღეს გამარჯვება იმიტომ მოვიპოვე, რომ თეთრის ნაცვლად შავი წინდები ჩავიცვი”… Read more of this post