ქართველ ,,ქომაგთა” სიმღერა-შეძახილები

მალტასთან მატჩის დროს მოედნის ყველა მხრიდან კარგად ჩანდა ,,ქომაგების” ბანერი -ორი მხრიდან ლოგო და

,,ჟინი, ბრძოლა, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!”

სამწუხაროდ ყველა მხარეს ასე კარგად არ ისმოდა ის შეძახილები, რომლითაც ,,ქომაგები” ამხნევებდნენ ნაკრების წევრებს, მაგრამ ვინც ახლოს იყო, აშკარად ნასიამოვნები დარჩა მხურვალე გულშემატკივრობით… მთავარი პრობლემა (,,ქომაგთა” მცირე რაოდენობის გარდა) ალბათ ის იყო, რომ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა არ იცოდა ის ტექსტები, რომლებიც ქომაგებს ჰქონდათ მომზადებული… სამომავლოდ ამ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოსაგვარებლად, მინდა შემოგთავაზოთ ეს ტექტები, კარგი იქნება თუ გავავრცელებთ და დავიმახსოვრებთ, რომ ტრიბუნაზე ადვილად ავყვეთ ,,დირიჟორებს”: Read more of this post

Advertisements

,,ქომაგი”

ლოგო 1

ბრძოლა, ჟინი, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!!!

საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან საქართველოს ჰყავდა ეროვნული ნაკრები… ჰყავდა ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… ჰყავდა გულმხურვალე ქომაგები… მოთამაშეები იმასუხრებდნენ სიყვარულს და პატივისცემას…

დღესაც გვყავს ეროვნული ნაკრები… გვყავს ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბიში… მაგრამ ვინ ქომაგობს მათ? ვინ გულშემატკივრობს? ,,ბალეშიკები” რომლებმაც ,,სუდია პიდარასტისა” და ,,სუდიას რა?”–ს ძახილის მეტი არაფერი იციან? თუმცა – არა, ისინი ხომ უფრო ნიჭიერები არიან და საკუთარი ფეხბურთელების გინება, სკამების მტვრევა, ტრიბუნაზე არყის სმა და ერთმანეთში ჩხუბიც იციან…

ლოგო 2

თავი დავანებოთ ირონიას და კარგ და მისასალმებელ საკითხზე გადავიდეთ. 11 სექტემბერს ჩამოყალიბდა ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი – ,,ქომაგი”… ეს არის ნაკრების სიყვარულითა და ენთუზიაზმით განმსჭვალული ხალხის ერთობა, რომლებსაც სურთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრონ გულშემატკივრობის ორგანიზებული სტილი, სურთ, რომ ერთიანი შეძახილებითა და სიმღერით 90 წუთის მანძილზე გაამხნევონ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ა.შ.), აგრძნობინონ ნამდვილი გულშემატკვირობა და სიყვარული, გაუჩინონ პასუხისმგებლობა და სიმღერით მოთხოვონ ბოლომდე დახარჯვა და მოედანზე თავგანწირვა…

Read more of this post