მიღალატე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ

მე, მისი ერთი მოსმენით მოვიხიბლე და ერთი ნახვით შევიყვარე…

მიყვარდა წრფელად, ალალად, ღრმად და უანგაროდ…

მასზე ვესაუბრებოდი ყველას, ვაქებდი, ვადიდებდი, ვიცავდი, ვეაჯებოდი, ვესარჩლებოდი და ვქომაგობდი…

ვიცოდი, რომ არ იყო მზად სიყვარულისთვის, თავად მითხრა:

,,I was fine, feeling strong,
Didn’t want to fall in love with anyone”

მეც ვიცდიდი და ველოდებოდი, არ ვაწუხებდი და თავს არ ვაბეზრებდი. გავიდა ცოტა ხანი და ის შეიცვალა, გამოცოცხლა, ულამაზესი თვალები სინათლით აევსო და თქვა:

,,But I do believe in love”

ამ სიტყვება მეც გამომაცოცხლა, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და მაგრძნობინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა… Read more of this post

Advertisements

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში

ვაგრძელებ აკუს წამოწყებულ, კიდევ ერთ, ბლოგერულ თამაშს…

ვიხსენებ კარგ წამებს, კარგ წუთებს, კარგ დღეებს – ჩემი ცხოვრებიდან…

სიმართლე ვთქვა მიჭირს გახსენება… არც ისე ბევრია…

მოკლედ, დავიწყებ ჩამოთვლას და ვნახოთ რა გამოვა:

1) მიმაჩნია, რომ პირველი სიკარგე ჩემ ცხოვრებაში ჩემი დაბადებაა. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვის, მომავალში კი – მთელი მსოფლიოსთვის… :))

2) სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტში ჩაბარება…

3) პირველი დღე IFES-ში…


4) პირველი გატარებული ღამე კარავში, ანუ სიონთან ჩახუტება…


5) ძმისშვილის (დავითის) მოვლინებაი ამ ქვეყანაზედ :*


6) გავაერთიანებ 3 მოვლენას, უფრო ზუსტად კი 3 კონცერტს:

Katie Melua (Tbilisi, Opera House)

Uriah Heep (Tbilisi, Event Hall)

Deep Purple (Yerevan, Sport & Concert Complex)

ახლა მხოლოდ ეს მახსენდება…ვთაგავ როდრიგოს, წყაროს და ეგოისტს ;)))

ჩემი საუკეთესო წელი…

Tomushka-ს პოსტის წაკითხვისა და მისი მოწოდების შემდეგ – ყველას დაგვეწერა 2009-ის ,,შედეგებზე”, გადავწყვიდე მეც დავწერო, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ ვიზამ ამას და ცოტა ამსახველ მასალასაც დავურთავ 🙂

საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ წლით და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუკეთესო წელი იყო 🙂

2009 წლის მთავარი სიხარული ძმისშვილი იყო, რომელიც 2 თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას :*

დავით-ნიკოლოზი

ამავე წელს მეწვია პირველი სიყვარული და უკანვე გაბრუნდა… 🙂

დავიწყე მუშაობა და დავანებე კიდეც თავი…

დაოჯახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთა მეჯვარეც მე ვიყავი…

ლაშა და სალო

2 დაუვიწყარი დღე გავატარე იპოდრომზე – ,,Tbilisi Open Air”…

2009 წლის ზაფხული: ეს კი სასწაული იყო… არდადეგები დამეწყო თუ არა პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად წავედი სიონში, ტყეში, კარვებით (ტრადიციულად)…
ჩვენი სახლი სიონში 🙂
 

 

სიონიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირით ვიყავი ალპინიადაზე ყაზბეგში, ხდეს ხეობაში, სადაც დავიპყარი მწვერვალი – ,,უნივერსიადა 62” და პირველად ცხოვრებაში, 25 ივლისს ვიდექი მუხლამდე თოვლში…
ცოტა მზე და ბევრი თოვლი
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ წავედი კვლავ ალპინიადაზე, ამჯერად გუდამაყარში და დავიპყარი მწვერვალი – ,,გორგასალი”, ვიყავი გოდერძი ჩოხელის სახლში და გავიცანი მისი მამა და დედინაცვალი…
მწვერვალი – ,,გორგასალი”

გუდამაყრიდან ლექვინასთან ერთად წავედი ქობულეთში 1 კვირით…

ქობულეთიდან პირდაპირ – ციხისძირში 1 კვირით… (მართლა სასწაული იყო)…

ციხისძირი – პეტრას ციხე

ციხისძირიდან კი 5 დღით მანგლისში მეგობრებთან ერთად, მეგობრის სახლში…

მგონი ჩამონათვალი ღირდა იმად რომ მეთქვა კარგი წელი მქონდა თქო, მითუმეტეს მაშინ როცა წლის მთავარი მოვლენა არ აღმინიშნავს 🙂 რა მოვლენაა? რა და:
თბილისი… 2009 წელი… 14 ივლისი… 19 საათი… ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ჩემი უსაყვარლესი ქეთი მელუა… იმ დღეს ოპერიდან რო გამოვედი, გადატვირთულ რუსთაველზე ისე მოვდიოდი რო ვერავის ვხედავდი და ვერავის ვამჩნევდი… უბედნიერესი და შოკირებული ვიყავი… არ მჯეროდა რო მე ქეთის Live-ში ვუსმინე… იმ დღის მერეც, ყოველ გახსენებაზე, არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება ხოლმე…


აი ეს იყო ჩემი 2009 წელი…

რაც შეეხება 2010-ს ვისურვებდი, რომ 2009-ზე ცუდი არ ყოფილიყოს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს :* :* :*
პირველი სიყვარული! ლუდი! კარავი! სექსი კარავში! პივა! ქეთი მელუა! ციხისძირი! პეტრას ციხე! მზე და თოვლი! ალტერვიზია! ახალი წელი! საუკეთესო წელი! გულავი და დასვენება! მწვერვალი! მაგარი ქორწილი!