1001 რატომ? (Part 5)

ფიზიკა და ტრანსპორტი

  1. რატომ არის აკრძალული მეტროში მოძრავი ესკალატორის კიბის მოაჯირზე იდაყვით დაყრდნობა?
  2. პარკების, ბულვარების, ბაღების უბნებში, სადაც ტრამვაის ხაზი გადის, შემოდგომით შეგხვდებათ ასეთი წარწერა: ,,ფრთხილად, ფოთოლცვენაა!” რატომ?
  3. რატომ ავითარებს ტენტიანი მანქანა ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე ლითონის სახურავიანი?
  4. როცა ტრამვაის ვაგონის რკალი წრეს შეკრავს, ზედა გამტარში და რელსში ერთნაირი დენი გადის, მიწაზე მდგომი ადამიანისათვის ზედა გამტართან ან მასთან მიერთებულ მავთულთან შეხება საშიშია, მაშინ როცა რელსთან შეხება და მასზე დგომა უსაფრთხოა. რატომ?
  5. თივითა და ხე-ტყით დატვირთული ორი ერთნაირი მასის სატვირთო ავტომანქანიდან რომელი უფრო ადვილად გადაყირავდება? რატომ?
  6. ხომალდის ჩაძირვის სიღრმე მარილიან წყალში უფრო მეტია, თუ მტკნარ წყალში?
  7. რატომ არის ტრანსპორტის ამკრძალავ ფერად მიღებული წითელი?
  8. ბატისკაფის ბალონებს ამოტივტივების მიზნით ავსებენ ნავთით და არა ფაერით. რატომ?
  9. ნავის რომელ ნაწილშია მძიმე საგნების მოთავსება უფრო ხელსაყრელი?
  10. ასფალტზე მოძრავი მძიმე ტანკი არ ამტვრევს ასფალტს. რატომ ამტვრევს იგი მუხლუხას ქვეშ მოყოლილ აგურს?
  11. რატომ აქვს უფლება მსუბუქ ავტომანქანას ქალაქში იმოძრაოს სატვირთო ავტომანქანაზე მეტი სიჩქარით?
  1. ხახუნი რომ არ გაიზარდოს სახელურსა და მიმმართველ ფირფიტას შორის, რომელზეც სრიალებს იგი.
  2. რელსებზე დაყრილი ფოთლები ამცირებს სრიალის ხახუნის ძალას, ამის გამო ტრამვაის სამუხრუჭო მანძილი იზრდება.
  3. ტენტიანი მანქანის ძარას ჰაერთა წარმოქმნილი ხახუნის ზალა გაცილებით მეტია, ვიდრე გაპრიალებული ზედაპირის სახურავის მქონე ავტომანქანისა.
  4. მიწაზე მდგომ ადამიანსა და სადენს შორის არის მაღალი ძაბვა, ხოლო ადამიანის სხეულსა და რელსს შორის თითქმის არ არის ძაბვა, რადგან ორივე იმყოფება ერთსა და იმავე გამტარზე – მიწაზე.
  5. ადვილად გადაყირავდება თივიანი, რადგან მისი მასათა ცენტრი უფრო მაღლაა, ვიდრე ხით დატვირთულისა. სხეულის მდგრადობა მით მეტია, რაც უფრო ქვემოთაა მისი მასათა ცენტრი.
  6. მარილიან წყალში ჩაძირვის სიღრმე ნაკლებია, ვიდრე მტკნარ წყალში, რადგან მარილიანი წყლის სიმკვირივე მეტია, ვიდრე მტკნარისა.
  7. წითელი ფერის სხივების ტალღის სიგრძე სპექტრის სხვა სხივებთან შედარებით დიდია. დიდი ტალღის სიგრძის მქონე სხივები ნაკლებად დაკავდებიან ატმოსფეროს გავლენით, თუ მასში იქნება მტვრის ნაწილაკები ან წყლის ორთქლი. ამიტომ წითელი ფერის სინათლე შორიდანაც კარგად გამოჩნდება.
  8. ნავთი ჰაერისგან განსხვავებით ხასიათდება დაბალი კუმშვადობით.
  9. ტვირთი უნდა მოვათავსოთ ნავის ფსკერზე, შუა ნაწილში!
  10. აგური ზრდის შეხების მცირე ზედაპირთა ფართობების რაოდენობას, ამიტომ ნაკლები ზედაპირის ფართობებზე ტანკი მეტი წნევის ძალით მოქმედებს, რასაც აგური ვერ უძლებს და იფშვნება.
  11. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლი მსუბუქ მანქანას უფრო სწრაფად გააჩერებს ვიდრე სატვირთოს, რომელსაც გაცილებით მეტი მასა აქვს მსუბუქ ავტომობილთან შედარებით.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 4 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Advertisements

1001 რატომ? (Part 3)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. მაღლივ შენობებში ვიბრაციულ მოწყობილობებს (ელექტროძრავებს) დგამენ სპეციალურ რეზინის ან ლითონის ამორტიზატორებზე. რატომ?
  2. როცა მცირე ზომის ზღვის ტალღები უახლოვდება დახრილ ნაპირს, მასზე ქაფიანი თხემი წარმოიქმნება. რატომ?
  3. გაჩერებული მატარებლის ბორბლებს ამოწმებენ ჩაქუჩის დარტყმით. რატომ?
  4. რატომ ფუთავენ სუფლიორის ჯიხურს ქეჩით?
  5. რატომ არ მიიღება ექო მცირე ზომის ოთახში?
  6. დედამიწის ზედაპირიდან 3 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე ვერ გავიგებთ ვერავითარ ბგერას, რომელიც წამოსულია დედამიწის ზედაპირიდან. რატომ?
  7. რატომ უცვლიან ფირსაკრავს ნემსს?
  8. დაძახების დროს, როცა გვინდა ხმა შორს მივაწვდინოთ, ხელები პირთან მიგვაქვს ხოლმე. რატომ?
  9. შეუძლია თუ არა ადამიანს თავის ჩრდილს გაუსწროს?
  10. დაორთქლილ მინაზე დახატული ფიგურა კარგად ჩანს. რატომ?

  1. რომ გამორიცხონ ვიბრაციის გადაცემა შენობის კარკასზე.
  2. ნაპირთან მიახლოებისას ტალღების ქვედა შრეები მუხრუჭდება ფსკერთან ხახუნის გამო, ხოლო ზედა შრეები ინარჩუნებენ სიჩქარეს, წინ უსწრებენ ქვედა შრეებს და ღებულობენ ისეთ მახვილ ფორმას, რომ მათი წვეროები წყდება, გაიბნევა და ქმნის ქაფის თხემს.
  3. ჩაქუჩის დარტყმა ბორბალზე იწვევს ბორბლის რხევას, ამასთან წარმოიქმნება ბგერა. მასიური ბორბალი და ბზარის მქონე ბორბალი სხვადასხვა ბგერას გამოსცემს…
  4. რომ არ გავრცელდეს სუფლიორის ხმა მთელ დარბაზში.
  5. ოთახში ადგილი აქვს ბგერის არეკვლას კედლებიდან, იატაკიდან, ჭერიდან და ხდება არეკვლილი და ძირითადი ბგერების ზედდება.
  6. დედამიწის ზედაპირიდან წასული სხივები ვრცელდება 2,5-3 კმ სიმაღლეზე. ნაკლები სიმკვრივის ჰაერში გადასვლისას ისინი აირეკლებიან და ისევ დედამიწაზე ბრუნდებიან.
  7. ნემსი ძალიან მახვილი უნდა იყოს, რომ მისი ბოლო მოძრაობისას გაჰყვეს ბგერითი ბილიკის ყველა უსწორმასწორობას.
  8. ხელების საშუალებით ვაკეთებთ რუპორს, რომელიც ბგერის გავრცელების მიმართულებას უზრუნველყოფს ერთი კონკრეტული მიმართულებით.
  9. შეუძლია, თუ ჩრდილი წარმოიქმნება კედელზე, რომლის პარალელურადაც გარბის ადამიანი, ხოლო სინათლის წყარო ადამიანზე უფრო სწრაფად მოძრაობს იმავე მიმართულებით.
  10. დაორთქილი მინა გააბნევს სინათლის სხივებს და თეთრ-რძისფერი მოჩანს, ხოლო იმ ადგილებში, სადაც წაშლილია წყლის წვეთები, მინა შავად ჩანს (თუ მუქი ფონია); ან ნათელია (თუ ფონი ღიაა).

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

1001 რატომ? (Part 1)

ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

  1. როგორ მოიქცეოდით სიარულის დროს, მოულოდნელად, ჭაობში რომ აღმოჩენილიყავით?
  2. ადამიანთან, რომელსაც ყინული ჩაემტვრა, მისვლა არ შეიძლება. გადარჩენისათვის მას დაუდებენ გრეხილ ფიცარს ან კიბეს… რატომ?
  3. რატომაა ნამი უფრო უხვად ცხელი დღის შემდეგ?
  4. რატომ ტკაცუნობს ხმელი შეშა, როცა იწვის?
  5. მაგიდის ჩოგბურთის ბურთი შეიჭეჭყა. რა უმარტივესი ხერხით შეიძლება აღნიშნული დეფექტის გასწორება?
  6. რატომ არის რომ, ორთქლი უფრო მეტად წვავს ადამიანს, ვიდრე იმავე ტემპერატურის მდუღარე წყალი?
  7. რომელ ტემპერატურაზე მოგვეჩვენება ერთნაირად გახურებული ლითონი და ხე, თუ მათ ხელს შევახებთ?
  8. ლურსმნის ქუდზე ბადისებრი ნაჭდევია, მის ქვემოთ კი – რამდენიმე ხაზი. რატომ?
  9. ახალი ქლიბით მუშაობისას საჭიროა მეტი ძალის გამოყენება, ვიდრე ძველი ქლიბით. მაშ, რატომ ამჯობინებენ ახალ ქლიბს?
  10. თოფიდან გასროლილი ტყვია ცარიელ ქილას მხოლოდ გახვრეტს, წყლით სავსეს კი დაამსხვრევს. რატომ?

  1. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ადამიანი ჭაობის ზედაპირზე გაწვეს ჰორიზონტალურად. ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალა (სხეულის წონა) გაცილებით მეტ ფართობზე განაწილდება და ადამიანი ჭაობში არ ჩაიძირება.
  2. ფიცარზე ან კიბეზე ადამიანის დაყრდნობისას, მისი სიმძიმე ნაწილდება დიდ ფართობზე და წნევა ყინულის ზედაპირზე მცირდება.
  3. როცა ცხელა, მეტი წყალი ორთქლდება და აბსოლუტური ტენიანობა იზრდება.
  4. ჰაერი ხის ფორებში ცხელდება, ფართოვდება და ხეთქავს ხის ბოჭკოს, რის გამოც ისმის ტკაცატკუცი.
  5. მოვათავსოთ ცხელ წყალში.
  6. ორთქლი გაცილებით მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე იმავე ტემპერატურის წყალი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორთქლი იმავე ტემპერატურის წყლად გადაქცევის პროცესში გამოყოფს აორთქლების სითბოს.
  7. ადამიანის სხეულის ტემპერატურის ტოლ ტემპერატურაზე, როცა თბოგადაცემა არ ხდება.
  8. ისინი ზრდიან ხახუნის ძალას: ბადის ნაჭდევები ადიდებენ ხახუნს ლურსმნის თავსა და ჩაქუჩს შორის, ლურსმნის თავს ქვემოთ არსებული ხაზები კი ადიდებენ ხახუნის ძალას ლურსმანსა და ხის დეტალს შორის.
  9. ახალი ქლიბი ლითონში უფრო ღრმად შედის, რადგან მის ჭდეებს ნაკლები ფართობი აქვს; ამით კი მატულობს დეტალის დამუშავების სიჩქარე.
  10. როდესაც ტყვია ხვრეტს ცარიელ ქილას, ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ნახვრეტის მეზობელი ადგილები ამოძრავებას ვერ ასწრებს და ინერციით ინარჩუნებს უძრაობას. მაგრამ როდესაც ქილა ავსებულია წყლით, მაშინ ტყვია ქილის გახვრეტისას ხვდება წყალში, რომელიც მცირედ კუმშვადია , მოძრავი წყალი ძლიერ აწვება ქილის კედლებს, ამიტომ ქილა იმსხვრევა.